სსსტც „დელტას“, სს თბილავიამშენსა და უკრაინულ სამხედრო სამრეწველო კომპანია Motor Sich - ს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა

სსსტც „დელტას“, სს თბილავიამშენსა და უკრაინულ სამხედრო სამრეწველო კომპანია Motor Sich - ს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა

access_time2021-01-22 23:00:00

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის Motor Sich-ის დელეგაციას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.



„შეხვედრაზე მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან უკრაინულ სამხედრო სამრეწველო კომპანიასთან თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. Motor Sich - თან თანამშრომლობა სამხედრო მრეწველობის განვითარებასა და თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების მოდერნიზებას ისახავს მიზნად. აღნიშნული საწარმო თავდაცვის ძალების კუთვნილი შვეულმფრენების ძრავებისა და რედუქტორების შეკეთებაზე უკვე მუშაობს.



თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას კომპანიის ხელმძღვანელი, Motor Sich-ის პრეზიდენტი, ვერტმფრენების განვითარებისა და მოდერნიზაციის მთავარი დიზაინერი ვიაჩესლავ ბოგუსლაევი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, სსსტც „დელტას“ დირექტორი ზურაბ აზარაშვილი და Motor Sich-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.




უკრაინული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“, სს თბილავიამშენსა და უკრაინის სამხედრო სამრეწველო კომპანია Motor Sich- ს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც არსებულ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს და ახალ საფეხურზე გადაიყვანს. მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მრეწველობის განვითარების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობას ისახავს მიზნად, პარტნიორები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ, რაც მრავალფუნქციური შვეულმფრენის Mi-8 ძრავების კაპიტალურ რემონტსა და მოდერნიზებას ითვალისწინებს.



Motor Sich-ი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც 100 წელზე მეტია თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ძრავებს აწარმოებს. კომპანიის მიერ წარმოებულ ძრავებს სხვადასხვა ტიპის საფრენ აპარატებზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა იყენებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
access_time2021-03-06 21:27:06
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 29:16...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)
access_time2021-03-07 16:00:58
თუ პან­დე­მი­ის დროს სახ­ლში დარ­ჩე­ნილ­ნი მო­მა­ვალ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობთ და სა­კუ­თარ თავს ბა­ლი­ზე, ან მალ­დი­ვებ­ზე, სუ­ლაც ვე­ნე­ცი­ის არ­ხებ­ში გონ­დო­ლით მო­სე­ირ­ნეს წარ­მო­იდ­გენთ, შე­გიძ­ლი­ათ ფან­ტა­ზი­ას უფრო მეტი გა­სა­ქა­ნი მის­ცეთ, მა­გა­ლი­თად, კოს­მოს­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე იოც­ნე­ბოთ, მით უფრო, რომ ეს ოც­ნე­ბა შე­საძ­ლოა, მალე რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს. რო­გორც CNN წერს, 2027 წლის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურ­ზე გა­იხ­სნე­ბა პირ­ვე­ლი...


მსგავსი სიახლეები

up