სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში რეგიონული ლაბორატორიის სპეციალისტები გადამზადდნენ

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში რეგიონული ლაბორატორიის სპეციალისტები გადამზადდნენ

access_time2022-05-13 16:40:00

ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


„საჩხერისა და მესტიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა სპეციალური სწავლება გაიარეს შემდეგი მიმართულებებით:


• რძის ნიმუშის რძის რგოლური რეაქციით გამოკვლევა;
• სისხლის შრატის გამოკვლევა როზბენგალის რეაქციით (სკრინინგ ტესტი) და ფლუორესცენტული პოლარიზაციის ტესტით (დამადასტურებელი ტესტი);
• ცხოველის სისხლის ნიმუშის მიღება, შრატის გამოყოფა და გადატანა პირველად კონტეინერში, ნიმუშის მომზადება ლაბორატორიული კვლევისთვის;
• გაეცნენ ნიმუშების მიღებიდან ლაბორატორიული გამოცდის ოქმის გაცემამდე გასავლელ ყველა აუცილებელ ეტაპს;
• მიიღეს ინფორმაცია რეგიონულ ლაბორატორიაში მიღებული ნიმუშის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში გადაგზავნის პროცედურებზე.



ვირუსოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში დიაგნოსტიკა საერთაშორისო დონის კვლევის მეთოდებით მიმდინარეობს. ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველდღიურად ატარებენ კვლევებს განსაკუთრებით საშიშ დაავადებებზე, უსაფრთხოებისთვის კი, მიმდინარეობს ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება
access_time2022-05-21 18:00:11
ეს შესაძლოა გამოიყურებოდეს გალაქტიკის ნაწილდად, მაგრამ Star...

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს
access_time2022-05-21 19:00:46
საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody's-იმ უკრაინის საკრედიტო რეიტინგი Caa2-დან Caa3-მდე...

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება
access_time2022-05-21 17:00:18
წალკის (დაშბაშის) კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი ვიზიტორებს 15 ივნისიდან მოემსახურება. შეგახსენებთ, რომ კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოებს...

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ
access_time2022-05-21 16:00:38
მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ...

მოცვი, ნუში და ვაშლი კვლავაც პოპულარულია ქართველ მწარმოებლებს შორის

მოცვი, ნუში და ვაშლი კვლავაც პოპულარულია ქართველ მწარმოებლებს შორის
access_time2022-05-21 15:00:01
EastFruit-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2015 წლიდან სახელმწიფო პროგრამამ „დარგე მომავალი - ბაღები“ მრავალწლიან ბაღებში 185 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიზიდა. საქართველოს მთავრობამ ამ ინვესტიციების 50%-ის თანადაფინანსება...


მსგავსი სიახლეები

up