სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს ტენდერს შავი ზღვის შელფზე

სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს ტენდერს შავი ზღვის შელფზე

access_time2020-01-15 11:13:09

საქართველოს სახელმწიფო წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სახით, “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის და “ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების” თანახმად, 2020 წლის 15 იანვარს აცხადებს ღია საერთაშორისო ტენდერს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად II და III სალიცენზიო ბლოკზე.

 

სალიცენზიო ბლოკის  ადგილმდებარეობა მოცემულია თანდართულ რუკაზე.

 

სახელშეკრულებო ფართობი

II

III

ფართობი  (კვ.კმ)

5282 კმ 2

3468 კმ 2

განაცხადების  მიღების ბოლო ვადა

20.04.2020

17 საათი (ადგილობრივი დროით)

 

20.04.2020

17 საათი (ადგილობრივი დროით)

 

განაცხადების გახსნის ვადა

20.04.2020

18 საათი (ადგილობრივი დროით)

20.04.2020

18 საათი (ადგილობრივი დროით)

 

 

 

 

სახელშეკრულებო ფართობზე შემოტანილი განაცხადები გაიხსნება საჯაროდ ზემოთ მითითებულ დროს,  სააგენტოს ოფისში, მისამართზე: საქართველო,      ქ. თბილისი სანაპიროს ქუჩა #2.

დამატებითი ინფორმაცია

 

სააგენტოს უფროსის სახელზე წამოდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ საინფორმაციო პაკეტები  სახელშეკრულებო ფართობებსა და ტენდერის პირობების შესახებ 2020 წლის 1 თებერვლიდან. საინფორმაციო პაკეტი გაიცემა უფასოდ, ელექტრონული ვერსიის სახით CD-ზე ან/და ელექტრონული საფოსტო ყუთიდან საინფორმაციო პაკეტის ჩამოტვირთვის გზით. ტენდერში მონაწილეობის მსურველებს უნდა ქონდეთ ზღვაზე ნავთობის და გაზის ძებნა-ძიების და/ან მოპოვების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.

 

სააგენტო უზრუნველყოფს საინფორმაციო პაკეტის მომთხოვნი პირების კურიერით მომსახურებას, თუ მომთხოვნი პირი წინასწარ ან ადგილზევე გადაიხდის კურიერის მომსახურების საფასურს.        

 

 

 

საინფორმაციო პაკეტი მოიცავს:

ა) სალიცენზიო ფართობს, ადგილმდებარეობასა და კოორდინატებს;

ბ) ხელშეკრულების ნიმუშს თითოეული სახელშეკრულებო ფართობისთვის; 

გ) მინიმალურ სავალდებულო ფინანსურ და ტექნიკურ მოთხოვნებს ყოველი სახელშეკრულებო ფართობისთვის;


დ)  ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების გაფორმების გრაფიკს;

ე) განაცხადის შეტანის ინსტრუქციებს ტენდერში მონაწილეებისათვის, მონაწილეობის შენატანის ოდენობისა და მისი გადახდის ფორმის ჩათვლით.

 

 

წერილობითი მოთხოვნა უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:

საქართველო, ქ. თბილისი 0114,

სანაპიროს ქუჩა #2.

ტელ: (+995 32) 2253399/02

ელ.ფოსტა: n.chubinidze@saog.gov.ge    

 

საკონტაქტო პირები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:

 

ვაჟა მიქელაძე - ნავთობისა და გაზის ოპერაციების  დეპარტამენტის უფროსი

v.mikeladze@saog.gov.ge  

ტელ: +995 595 000 025

 

ალექსანდრე ჭაბუკიანი - კონსულტანტი

a.chabukiani@saog.gov.ge

ტელ: +995 595 000 050

 

დალი გაბელაია - ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებების სამმართველოს უფროსი

d.gabelaia@saog.gov.ge  

ტელ: +995 599 033 043

 

 (R)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                                                       





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up