სსიპ-მა „აწარმოე საქართველოში“ 2018 წელს  ოფისის ქირაში 495 376 ლარი გადაიხადა

სსიპ-მა „აწარმოე საქართველოში“ 2018 წელს ოფისის ქირაში 495 376 ლარი გადაიხადა

access_time2019-10-30 18:30:39

სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების, კერძო სექტორის განვითარების, საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაციის და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დღემდე იჯარით აღებულ ოფისში საქმიანობს.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ანგარიშის მიხედვით, სსიპ-ს „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის 30 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სს „ბეჭდვითი სიტყვის კომბინატისგან“ იჯარით არა საცხოვრებელი შენობა აქვს აღებული, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩა N 5/16-18-ში.


ხელშეკრულების მიხედვით, საჯარო ფართი განისაზღვრა 198 კვ.მ-ით, ხოლო ყოველთვიური საჯარო ქირა - 3 564 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულ ხელშეკრულებაში პერიოდულად შედიოდა ცვლილებები, რაც ითვალისწინებდა საიჯარო ფართის ან/და იჯარის ყოველთვიური ქირის ზრდას.


2017 წლის 7 სექტემბრიდან საიჯარო ფართი შეადგენდა 922 კვ.მ-ს, ხოლო საიჯარო ქირა - 16 378 აშშ დოლარს. 2014-2018 წლებში სსიპ-მა „აწარმოე საქართველოში“ ქირის სახით ჯამში 1 442 259 ლარი გადაიხადა, მათ შორის, 2018 წლის საიჯარო ქირამ 495 376 ლარი შეადგინა.


ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ ხარჯეფექტიანობის ანალიზი ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, შენობის იჯარაში გადახდილი თანხები რამდენად ეკონომიურად და ეფექტიანად იხარჯებოდა, აუდიტმა ვერ შეაფასა.


რადგან სსიპ „აწარმოე საქართველოში“ არის პროექტის „აწარმოე საქართველოში“ მთავარი განმახორციელებელი, მისი საქმიანობის შესაფასებლად, პროექტის სტატისტიკურ მონაცემებსაც განვიხილავთ.


ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბრის მონაცემით, პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2014 წლიდან სულ 532 პროექტი არის მხარდაჭერილი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებას). მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1. 228 მილიარდ ლარს აჭარბებს, საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხის მოცულობა ჯამში 670.1 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტების ფარგლებში სულ 18 410-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.




სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ეფექტიანობის შესაფასებლად (ბენეფიციარების მიერ პროექტის ფარგლებში შექმნილი ეკონომიკური დოვლათი), კვლევა საერთაშორისო და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „ბიდიომ“ მოამზადა.


ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე პროექტის გავლენის  შესაფასებლად, ბენეფიციარების მიერ შექმნილი პროდუქციის ღირებულება ქვეყნის მიერ შექმნილ მთლიან დამატებით ღირებულებასთან შეადარეს. რადგან კომპანიები აღრიცხვას მიმდინარე ფასებში აწარმოებენ, შედარებაც ნომინალურ მშპ-სთან არის გაკეთებული.


პროექტში ჩართული ბენეფიციარების მიერ შექმნილი მშპ-ს წილი ქვეყნის მთლიან მშპ-სთან მიმართებით, 2014-2017 წლებში, 0.001%-დან 0.158%-მდეა გაზრდილი (0.15 პროცენტული ერთეულით). შესაბამისად, პროექტის ფარგლებში ბენეფიციარი კომპანიების მიერ შექმნილი მშპ-ს წილი, ქვეყნის მთლიან მაჩვენებელთან შედარებით, მცირეა, მაგრამ მზარდია.


კვლევის შემაჯამებელი დასკვნის მიხედვით, კორელაციის კოეფიციენტი დადებითია, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამის ფარგლებში გაცემული სუბსიდიის ზრდა მშპ-ს ზრდასაც იწვევს. თუმცა პროპორციულად ღირებულება არ იცვლება და პროექტის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ეფექტი უფრო ნაკლებია, ვიდრე გაცემული სუბსიდია.


აუდიტის ანგარიში სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მიერ გაწეული ხარჯების გარდა, მისი საქმიანობის ეფექტიანობასაც აფასებს.


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ არის პროექტის „აწარმოე საქართველოში“ მთავარი განმახორციელებელი. ანგარიშის მიხედვით, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროექტში ჩართული ბენეფიციარების სრულყოფილ მონიტორინგს ვერ უზრუნველყოფს. ის ვერც ბენეფიციარების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების შესახებ ინფორმაციას ფლობს და უმოქმედო საწარმოების იდენტიფიცირებასვერ ახდენს. ასევე, დასკვნის მიხედვით, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ვერ უზრუნველყოფს სათანადო კონტროლის გარემოს შექმნას.


აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ვერ განხორციელდეს პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაცემული თანხების მიზნობრიობის სრულყოფილი კონტროლი, ნაკლოვანებების და ხარვეზების იდენტიფიცირება და მათზე დროული და სათანადო რეაგირება.


შეჯამების სახით შეიძლება, ითქვას, რომ აუდიტის ანგარიშის მიხედვით, პროექტის „აწარმოე საქართველოში“ მთავარი კოორდინატორი პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების საქმიანობის და გაცემული თანხების სრულყოფილ კონტროლს ვერ უზრუნველყოფს.


რაც შეეხება თვითონ პროექტს „აწარმოე საქართველოში“, კომპანია „ბიდიოს“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, მისი ეფექტიანობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე პროექტის ფარგლებში გაცემული სუბსიდიები. ამ ფონზე სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მიერ მხოლოდ ოფისის ქირაზე წელიწადში თითქმის ნახევარი მილიონის დახარჯვა (ხარჯეფექტიანობის ანალიზის წარდგენის გარეშე) თანხების არაეფექტიანი ხარჯვის ნიშნებს შეიცავს.


factcheck.ge





24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება
access_time2020-09-24 18:10:43
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 24...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-24 21:30:36
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა „კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და...

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება
access_time2020-09-24 17:15:01
ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განუცხადა. მისივე თქმით, გაძვირების პროცესი უკვე ოქტომბრიდან დაიწყება.   Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:03 საათისთვის ერთი დოლარი 3.3200 ლარად ივაჭრება, აღმავალი ტრენდი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეუქცევადია და ლარი, ახალ-ახალ უარყოფით რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.   დისტრიბუტორთა ასოციაციის...

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?
access_time2020-09-24 20:45:59
მასობრივმა საპროტესტო ტალღამ ბელორუსიაში ცხადყო, რომ ლუკაშენკომ თანამემამულეთა უმრავლესობის ნდობა საბოლოოდ დაკარგა, თუმცა, ამავე დროს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ის თავის პოპულარობას მაინც ინარჩუნებს.  მისი მმართველობა შენარჩუნებულ საწარმოებთან, სოციალურ გარანტიებთან, აყვავებულ სოფლის მეურნეობასთან და გაწკრიალებულ ქალაქებთან ასოცირება.   თუმცა, დეტალური შესწავლის შემთხვევაში ნათელი ხდება, რომ ლუკაშენკოს მიერ აშენებული სისტემა შედარებით მაღალ სოციალურ ...

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება
access_time2020-09-24 14:00:38
აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აჭარის რეგიონში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. „ვსაუბრობდით...


მსგავსი სიახლეები

up