სსფ-ს  მისიის პროგნოზი რეალისტურია, თუმცა, ის მოსახლეობის კეთილდღეობაზე  ვერ აისახება

სსფ-ს მისიის პროგნოზი რეალისტურია, თუმცა, ის მოსახლეობის კეთილდღეობაზე ვერ აისახება

access_time2018-08-29 15:30:41

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის  მიერ  2018 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის  5.5 პროცენტამდე გაზრდას  ეკონომისტები „კომერსანტთან“ აფასებენ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ პროგნოზი რეალისტურია, თუმცა, ის მოსახლეობის კეთილდღეობაზე  ვერ აისახება.  



ეკონომისტ ირაკლი მაკალათიას განცხადებით, პროგნოზი არ ნიშნავს ზუსტ ციფრს, ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებში ცდომილების ზღვარი ყოველთვის გათვალისწინებულია. მისი შეფასებით, სავალუტო ფონდის პროგნოზი რეალისტურია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ   2018 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ 5.3 პროცენტიან ზრდას.


 

როგორც მაკალათია აცხადებს, 2012 წლის შემდეგ 5 პროცენტზე მაღალი  ეკონომიკური ზრდა საქართველოს არ ჰქონია. თუმცა, მისივე შეფასებით, 5.5 პროცენტიანი  ზრდა საქართველოს ეკონომიკისთვის გარდამტეხი არ იქნება. „ეს მაჩენებელი დაბალია, განსაკუთრებით, საქართველოსთვის  და მსგავსი ტიპის ქვეყნისთვის.  ჩვენთან რომ განვითარებაზე იყოს საუბარი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უნდა დაფიქსირდეს“-აცხადებს მაკალათია.



მისი შეფასებით, არასწორია  იმაზე აპელირება, რაც წინა ხელისუფლების დროს ხშირად ხდებოდა. კერძოდ, რომ ჩვენ ამერიკის და მაგალითად, გერმანიაზე მეტი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. მისი განცხადებით,ამ მაჩვენებლების შედარება არ შეიძლება.


 

„ვთქვათ, 2018  წლის პირველ კვარტალში საქართველოს  5.3 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, გერმანიას  კი -1.6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გერმანიას გავასწარით. გერმანიამ 1.6 პროცენტიანი  ზრდა 11.74 მილიორდი ევროს დამატებით მიაღწია , ანუ ქვეყანამ ამ რაოდენობის აწარმოა და აქედან მიიღეს 1.6 პროცენტი. საქართველოს ეკონომიკამ კი   320.4 მილიონი ლარით მეტი, რაც ეკონომიკაში ბევრს არაფერს არ ნიშნავს.



 

მაღალი ეკომიკური ზრდა გამომდინარეობს იქიდან, რომ გასულ წელს იყო საკმაოდ დაბალი ეკნოომიკური მაჩვენებლები და ამასთან შედარებით უფრო გაზრდილმა ეკონომიკამ  5.3 პროცენტიანი ზრდა გვიჩვენა. ეს არითმეტიკული თამაშია და  არა რეალური ეკონომიკის ზრდის დაფიქსირება“-აცხადებს მაკალათია.



ეკონომისტი აკაკი ცომაია სავალუტო ფონდის მისიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 5.5 პროცენტამდე ზრდას რეალურს უწოდებს, თუმცა, აცხადებს, რომ ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე ნაკლებად აისახება. მისი განცხადებით, საქართველო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანაა, შესაბამისად, 5.5 პროცენტი არ არის ეკონომიკური ზრდის ის ტემპი, რომელიც მოსახლეობაზე ასახვას ჰპოვებს.


 

როგორც ცომაია განმარტავს, საქართველოს ძირეული ეკონომიკური ძვრები არ ხდება. „ჩვენთან  ძირითადად, ფულადი გზავნილების  ხარჯზე იზრდება ეკონომიკა და არა ინვესტიციების შემოსვლის ან წარმოების განვითარების ხარჯზე“-აცხადებს ცომაია.


 

მისი განცხადებით, ეკონომიკური ზრდა რომ მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახოს, ის ორნიშნა უნდა იყოს.



საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ  საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2018 წლისთვის 4.8 პროცენტიდან 5.5 პროცენტამდე გაზარდა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, რომელიც ფონდის მისიის დასრულებას ეძღვნება.

 

 

„ეკონომიკურმა აქტივობამ იმატა 2018 წლის პირველ ნახევარში. წლიურმა ზრდამ 5.7 პროცენტი შეადგინა, რასაც ხელი შეუწყო ძლიერმა საგარეო მოთხოვნამ, ფულადი გზავნილების და დაკრედიტების ზრდამ. წინასწარი მონაცემებით, ივნისის ბოლოს მდგომარეობით, ბიუჯეტიც მოსალოდნელზე უკეთესად სრულდებოდა. ინფლაციამ ივლისში 2.8 პროცენტი შეადგინა და წლის განმავლობაში მეტწილად საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე (3 პროცენტზე) ქვემოთ იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაციის პროგნოზი დაბალ დონეზე ნარჩუნდება, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია დაიწყო და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა. ამავდროულად, დეპოზიტებისა და სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი კლებას განაგრძობს. მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით 2018 წლის ზრდის პროგნოზი 4.8 პროცენტიდან 5.5 პროცენტამდე გავზარდეთ. მოსალოდნელი მაღალი ეკონომიკური აქტივობა და სავაჭრო პირობების შესუსტება, სავარაუდოდ, გაზრდის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. ეკონომიკურ პერსპექტივაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები, რაც განპირობებულია რეგიონში არსებული ვითარებით და სავაჭრო კონკურენციით, რეზერვების დაგროვების და მოქნილი გაცვლითი კურსის შენარჩუნების საჭიროებას წარმოშობს“, – განაცხადა ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა.



ავტორი სოფო ქსოვრელი 

 






თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?
access_time2019-07-20 16:00:59
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის სკოპინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების პირველი ეტაპის პროცედურაა.   აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველო სხვადასხვა ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, შესაბამისად, ევროპისთვის საქართველო ნავთობითა და გაზით მომარაგების კუთხით უმნიშვნელოვანეს პარტნორად მოიაზრება.   არსებული მდგომარებით, საქართველოში ბუნებრივი აირით მომარაგება...

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის
access_time2019-07-20 14:00:53
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის შესახებ ქართული მედია-სივრცე დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკის...

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი
access_time2019-07-20 12:00:47
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ქვეყნის პარლამენტმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. კონსერვატიული და მშრომელთა პარტიები ორივე...


მსგავსი სიახლეები

up