სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში: მთავრობა ახორციელებს წარმატებულ რეფორმებს

სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში: მთავრობა ახორციელებს წარმატებულ რეფორმებს

access_time2020-02-15 13:01:02

სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში: ვფიქრობთ, სტრუქტურული რეფორმების წყალობით,  საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი იქნება.


 

ვფიქრობთ, სტრუქტურული რეფორმების წყალობით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი იქნება, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში სელიმ ჩაკერმა ფონდის მიერ გავრცელებული რელიზის კომენტირებისას. 

 

მისი თქმით, 2019 წელს მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობა ტურიზმის სექტორის დივერსიფიცირებამ, დაკრედიტების ტემპის ზრდამ, მეტი საგადასახადო შემოსავლების მობილიზებამ, რომელიც მიმართულ იქნა კაპიტალური ხარჯების გასაზრდელად.  


 

„უნდა აღინიშნოს ის პოზიტივი, რომელსაც საქართველომ მიაღწია გასულ წელს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 4.6-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. წინასწარი შეფასებით, 2019 წელს  ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი, ერთ-ერთი ეს იყო ტურიზმის სექტორის მდგრადობა.  საქართველომ შეძლო ამ დარგის კიდევ უფრო დივერსიფიცირება. მთავრობამ მოახერხა მეტი საგადასახადო შემოსავლების მობილიზება და კაპიტალური ხარჯების გაზრდა, რამაც რეკორდულ ნიშნულს -  მშპ-ს 8 პროცენტს მიაღწია.  ეროვნულმა ბანკმა  სარეზერვო მოთხოვნა დაწია კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში არსებულ დეპოზიტებზე, რამაც გამოიწვია უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზრდა. ყველაფერმა ამან განაპირობა მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. მთავრობა ახორციელებს წარმატებულ რეფორმებს. პარლამენტში შედის გადახდისუუნარობის კანონპროექტი, რაც ჩვენი აზრით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქეყანაში ბიზნესგარემოს. საქართველოს მთავრობასთან ერთად  ვმუშაობთ პენსიების ინდექსაციაზე, რომელსაც ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს მოქალაქეებისთვის,“ - განაცხადა სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა.

 

მისი თქმით, 2020 წელი საქართველოსთვის საარჩევნო წელია და მნიშვნელოვანია სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო.

 

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა გახანგრძლივებულია ერთი წლით.  პროგრამას აქვს თავისი მიზნები. ვიმედოვნებთ, საქართველო შეასრულებს ამ მიზნებს და მიაღწევს რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, მოახდენს ინფლაციის შემცირებასა და შეინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას,“ - განაცხადა სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში სეილმ ჩაკერმა.


თეგები:
სსფ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up