სს

სს "საქნახშირის" განცხადება

access_time2020-02-26 12:22:08

სს „საქნახშირი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, ქალაქ ტყიბულში კვლავ გრძელდება მეშახტეთა სრულიად უმიზეზო პროტესტი, რაც გამოიწვია ძიძიგურის შახტის შესასვლელის დროებით დახურვამ. ამის თაობაზე მედიაშიც არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა, გვსურს გავაკეთოთ ვრცელი განმარტება, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და დეზინფორმაციის გავრცელება.


მთავარი მიზეზი, რის გამოც კომპანიამძიძიგურის შახტის ჩასასვლელის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, არის მეშახტეთა სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და კომპანიის უდიდესი პასუხისმგებლობა დასაქმებულთა წინაშე. კერძოდ, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მოწოდებული დასკვნის თანახმად, ძიძიგურის შახტის ამწე-დანადგარზე ბაგირებს ექსპლუატაციის ვადა აქვს ამოწურული და საჭიროებს ცვლილებას.


დასკვნის შესაბამისად, კომპანიამ ბაგირის გამოცვლის პროცედურა უნდა დაიწყოს, რაც რამდენიმე კვირას გაგრძელდება და დასრულებისთანავე შახტის ჩასასვლელი გაიხსნება. მეშახტეებს არაერთხელ განემარტათ, რომ კომპანიის ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინებით ხდება.


ამასთან, კომპანია მეშახტეთა მოთხოვნის შესაბამისად,არაერთ დათმობაზე წავიდა. კერძოდ, ჩვენ მათ შევთავაზეთ მინდელის შახტამდე უფასო ტრანსპორტირება, ასევე ვაცხადებთ თანხმობას, რომ ძიძიგურის შახტში ბაგირების გამოცვლის პროცესი სრულად გააკონტროლონ და მიეცათ გარანტია, რომ პროცესის დასრულებისთანავე შახტის ჩასასვლელი გაიხსნება.


მათი მოთხოვნის შესაბამისად, ასევე მიეცათ საშუალება, რომ ტაბელირება სწორედ ძიძიგურის შახტში გაიარონ და ამის შემდეგ სამუშაოდ მინდელის შახტში გადაინაცვლონ.
კომპანიამ თითოეულ მეშახტეს მყარი გარანტია მისცა, რომ არ იგეგმება არცერთი ადამიანის შემცირება, არ იგეგმება ხელფასის კორექტირება და ჩვენი გეგმები მხოლოდ და მხოლოდ მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას უკავშირდება.


მიუხედავად ამისა, გუშინდელ შეხვედრაზე, რომელსაც კომპანიის მენეჯმენტის გარდა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელიც ესწრებოდა, მეშახტეებმა წამოაყენეს მოთხოვნა, რომ ისინი ბაგირების გამოცვლის პროცესში არ იმუშავებენ, თუმცა ითხოვენ ანაზღაურებას და სამუშაო პროცესს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდებიან, როდესაც ძიძიგურის შახტის სარემონტო სამუშაოები დასრულდება.



ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს პირობა კომპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასევე, მიუღებელია პროტესტი იმ ფონზე, როდესაც კომპანიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემსახურება მეშახტეთა ინტერესებს, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოებას.


მზად ვართ, მოლაპარაკებები კონსტრუქციულ, სამუშაო რეჟიმში გავაგრძელოთ და იმედი გვაქვს, რომ პრობლემა უმოკლეს ვადებში გადაიჭრება.ამასთან, განცხადებას თან ვურთავთ სს „საქნახშირის“ ბრძანებიდან ამონარიდს, სადაც მოცემულია მეშახტეების სამუშაო ადგილზე გამოცხადებისა და აღრიცხვის შესახებ დროებითი წესი“-აღნიშნულია განცხადებაში. 




(R)



თეგები:
საქნახშირი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up