სს „საქართველოს რკინიგზასა" და სარაგბო კლუბ „ლოკომოტივს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სს „საქართველოს რკინიგზასა" და სარაგბო კლუბ „ლოკომოტივს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

access_time2017-04-05 18:12:05

 სს „საქართველოს რკინიგზასა" და სარაგბო კლუბ „ლოკომოტივის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც კომპანია სარაგბო გუნდის სპონსორი გახდება.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს რაგბის კლუბ „ლოკომოტივის" დამფუძნებელმა, თემურ ბენდიანიშვილმა და სს „საქართველოს რკნიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ. მემორანდუმის გაფორმებას დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთამინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.

 

„რაგბი საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ძალზემნიშვნელოვანია რომ საქართველოს რკინიგზას რაგბის და ზოგადად სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ასეთი მხარდაჭერა ნამდვილად სამაგალითოა და მისაბაძია ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. ვფიქრობ, საკლუბო რაგბის ხელშეწყობა დამატებითი სტიმული იქნება ჩვენი ახალგაზრდა სპორტმენებისათვის. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მივესალმები „საქართველოს რკინიგზის" ამ ინიციატივას და იმფაქტს, რომ კომპანიამ ქართულ სპორტში 2013 წლიდან მოყოლებული რამდენიმემილიონი ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა." -განაცხადა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

 


„ სს „საქართველოს რკინიგზა" აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერის პროგრამას. ჩვენ მიმდინარე წელსაც გავაფორმეთ სასპონსორო ხელშეკრულებასარაგბო გუნდ „ლოკომოტივთან". „ლოკომოტივი" საქართველოს რკინიგზის წიაღში წარმოიშვა და ყველა რკინიგზელს განსაკუთრებული ურთიერთობა დასითბო აკავშირებს ამ კლუბთან. ჩვენი მიდგომაა, თუ გვსურს რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები იყოს ძლიერი, უპირველეს ყოვლისა ქართული კლუბები უნდაიყვნენ ძლიერები. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ქართულ სპორტის დაფინანსება კლუბების დონეზე,"- განაცხადა სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

 

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზა უკვე წლებია აქტიურად ახორციელებს საკლუბო გუნდების ფინანსურ მხარდაჭერას, რომელთა შორისაა რაგბის კლუბი „ლოკომოტივი-2008", კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, საკალათბურთო კლუბი „სოხუმი" და ასევე წყალბურთელთა გუნდი „ლოკომოტივი".ჯამში, 2013-2017 წლებში სს „საქართველოს რკინიგზამ" სხვადასხვა სპორტული სახეობების დაფინანსებისათვის კომპანიის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი გაიღო. სამომავლოდ, სს „საქართველოს რკინიგზა" რაგბის კლუბებისთვის და მთლიანად ქართული სპორტისთვის ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

 

 

 



გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...

სილქნეტის ქსელში ჩართულ ახალ აბონენტს ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები უპრეცედენტო ფასად გაუაქტიურდება

სილქნეტის ქსელში ჩართულ ახალ აბონენტს ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები უპრეცედენტო ფასად გაუაქტიურდება
access_time2020-02-17 13:30:48
დღეიდან სილქნეტის ოტიკურ ქსელში ჩართულ აბონენტს, სპეციალურ ფასად ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები გაუაქტიურდება: ტელევიზია:  239 არხი - პაკეტი  პრემიუმ + ინტერნეტი:  100 მბ/წმ სიჩქარე  - პაკეტი  Formula 1 აქციის ფარგლებში, თბილისში პაკეტის ღირებულება შეადგენს თვეში 55 ლარს 6 თვით, ხოლო რეგიონში -თვეში 34 ლარს 1 წლის ვადით.  ...

BAG-ში „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს

BAG-ში „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს
access_time2020-02-17 12:55:19
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) საკანონმდებო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, BAG-ის წევრებთან ერთად, განხილული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი თანმდევი ცვლილებების პაკეტით, რომელიც შემუშავდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. შეხვედრას გაუძღვნენ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე და საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე, ლაშა ნოდია. შეხვედრის ფარგლებში...

უბისა-შორაპანის მშენებელ ჩინურ კომპანიას გაფრთხილება მიეცა

უბისა-შორაპანის მშენებელ ჩინურ კომპანიას გაფრთხილება მიეცა
access_time2020-02-17 13:29:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებელი და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. შეხვედრაზე, სოფელ უბისაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მშენებელი და ზედამხედველი კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია...

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მართვას კომპანია Cepsa განახორციელებს-პროექტის შედეგად,საქართველოში საწვავი შესაძლოა 15-20%-ით გაიაფდეს

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მართვას კომპანია Cepsa განახორციელებს-პროექტის შედეგად,საქართველოში საწვავი შესაძლოა 15-20%-ით გაიაფდეს
access_time2020-02-17 16:00:53
შპს „ფაზის ოილი“ და საკონსულტაციო კომპანია Deloitte & Touche ყულევის მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის განხორციელებას გეგმავენ. საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროცესში მონაწილეობას ამ სფეროს მსოფლიოს არაერთი ლიდერი კომპანია მიიღებს. „ფაზის ოილის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გია...


მსგავსი სიახლეები

up