Check in Georgia-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვან ღონისძიებების სპონსორია სს ქართული ლუდის კომპანია

Check in Georgia-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვან ღონისძიებების სპონსორია სს ქართული ლუდის კომპანია

access_time2019-08-21 13:07:47



თანამშრომლობის ფარგლებში „ბლექ სი არენა”-ს ტერიტორიაზე სს ქართული ლუდის კომპანიის პროდუქციისა და სპეციალური საბავშვო კუთხეებია მოწყობილი, სადაც კონცერტზე დასასწრებად მისულ მაყურებელს ცივი ლუდის, გამაგრილებელი სასმელების დაგემოვნება და ბავშვების გართობა ერთდროულად შეუძლია.





თავის დროზე, სს ქართული ლუდის კომპანია ლუდისა და ლიმონათის სეგმენტში პირველი კომპანია იყო, რომელმაც „ბლექ სი არენასთან თანამშრომლობისა და პროექტ Check in Georgia-ში ჩართვის სურვილი გამოთქვა და მას შემდეგ ამ თანამშრომლობას უკვე ტრადიციული სახე აქვს.



ჩვენმა მომხმარებელმა კარგად იცის, რომ სს ქართული ლუდის კომპანიისთვის ხარისხი უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, გვერდში დავუდგეთ „ბლექ სი არენას, სადაც ხარისხიანი ივენთების ორგანიზება ხდება. „ბლექ სი არენას ბევრი მსოფლიო დონის ვარსკვლავი სტუმრობდა და ვარსკვლავთ ცვენა მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენთვის საამაყოა ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების სპონსორობა. მით უფრო, თუ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების მხარდაჭერით, მინიმუმ, მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლასაც ვუწყობთ ხელს, რადგანაც ამა თუ იმ მნიშვნელოვანი კონცერტის დასასწრებად „ბლექ სი არენას უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც სტუმრობენ, აცხადებს სს ქართული ლუდის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა მიქაცაძე.





შეგახსენებთ, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიისა“ და „ბლექ სი არენას” ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შეკვეთილში უკვე გაიმართა Black Eyed Peas-ის, Jessie J-ს, Thirty Secodns To Mars-სა და სხვა ცნობილი შემსრულებლების კონცერტები.



ბლექ სი არენასთვის ხარისხი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მსმენელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, როგორც მუსიკალური მიმართულებით, ასევე ორგანიზების კუთხით. ამ კონტექსტში სს ქართული ლუდის კომპანიასთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს ბლექ სი არენას სტუმრებს საუკეთესო ხარისხის პროდუქტი შევთავაზოთ. ძალიან გვიხარია, რომ ეს თანამშრომლობა უკვე ბევრ ღონისძიებას ითვლის და ვფიქრობთ ამ ტრადიციას მომავალშიც წარმატებულად გავაგრძელებთ, - აცხადებს „ბლექ სი არენას” მარკეტინგის და ღონისძიებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რეზი ხუნწელია.



მაშ ასე, არსებული საკონცერტო კალენდრის მიხედვით, წლის ბოლომდე „ბლექ სი არენაზე დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:


23 აგვისტო - აიდა ( Arena Di Verona-ს დადგმა);


25 აგვისტო - ოპერა გალა;


1 სექტემბერი - ჩხიკვთა ქორწილი;


7 სექტემბერი - ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის გახსნა.


(R)





თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ
access_time2020-04-08 21:20:49
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  3 სტუდენტი კომპანია „გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი გახდა.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები თამარ ათოშვილი, ანა ბუხრაშვილი და ელენე ცეცხლაძე სპეციალურ სტიპენდიას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიიღებენ.   როგორც „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  კომერციული სექტორის ჩართულობა და სტიპენდიების დაწესება სახელმწიფო უნივერსიტეტებში,...

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია
access_time2020-04-08 19:50:52
თბილისი, 8 აპრილი, 2020 - დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა.   დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით...

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ
access_time2020-04-08 20:00:05
კორონავირუსის პანდემიამ რესტორნების ბიზნესს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ყველაზე მაღალშემოსავლიანი დაწესებულებები უპრეცედენტო ვარდნის წინაშე აღმოჩნდენ, რამაც თანამშრომლების შემცირება გამოიწვია. გადარჩენის ინსტიქტმა რესტორნები აიძულა შემოსავლის ტემპის შესანარჩუნებლად ახალი გზები მოეძებნათ. ზოგი პროდუქტების მაღაზიად იქცა და ზოგი ფერმერების დახლის ფუნქციას ითავსებს,  სადაც მომხმარებელს ახალ პროდუქტის შეძენა და მისი სახლში მომზადება...

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-04-08 19:00:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-08 21:30:16
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ოთარ ნადარაია - „ჰეჯირების შემთხვევაში მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა მეტისმეტი სავალუტო რისკი არ უნდა აიღოს“ მთავრობა ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ახალ გეგმაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „რედიქს ჯგუფის“ გენერალურმა...


მსგავსი სიახლეები

up