ს.ს მისო „კრისტალი“  საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის  კონკურსის  ‘Meliora 2018’- ის  გრან პრის  მფლობელია

ს.ს მისო „კრისტალი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის ‘Meliora 2018’- ის გრან პრის მფლობელია

access_time2018-12-14 17:08:50

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში ‘Meliora 2018’- ის გრან პრის მფლობელი ს.ს მისო „კრისტალი“ გახდა. კომპანიას ჯილდო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილემ, კარლო ნატალემ გადასცა.


კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული საუკეთესო პროექტები 13 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდა. კონკურსში მონაწილეობას 91 კომპანია იღებდა, ფინალურ ეტაპზე კი 41 კომპანია მათ მიერ განხორციელებული 76 პროექტით გადავიდა.


კონკურსის დამოუკიდებელი ჟიური შედგებოდა წამყვანი უცხოელი და ქართველი ექპერტებისგან, მათ შორის იყვნენ: თერთმეტი საერთაშორისო ექსპერტი (დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, დანიიდან, ისრაელიდან, ნორვეგიიდან, სლოვაკეთიდან, და სხვა ქვეყნებიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.


,,ძალიან დიდი მადლობა ‘მელიორას’, ძალიან დიდი მადლობა ჟიურის წევრებს, მათი კეთილგანწყობისთვის და იმისათვის, რომ ჩვენი, წვლილი საზოგადოებაში მთელი ჩვენი ოცწლიანი არსებობის განმავლობაში ამ ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენთვის, ძალიან საპასუხისმგებლო პრიზით დააფასეს.'' განაცხადა ,,კრისტალის'' გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის უფროსმა მაია ქობალიამ.


დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ს.ს მისო ,,კრისტალის'' სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ - არჩილ ბაკურაძემ ,,ძალიან დიდი მადლობა, ვამაყობ იმით, რომ ამდენი პასუხისმგებლიანი ბიზნესი ვართ და ამ არაჩვეულებრივმა ორგანიზაციამ CSRDG-იმ და მისმა მხარდამჭერებმა შეძლეს მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად, ამ მომენტის შექმნა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს აღიარება, იმიტომ რომ ჩვენი სექტორი მაინცდამაინც არ სარგებლობს კარგი რეპუტაციით და ჩვენ ჩვენი პროფესიონალური ღირსების საქმედ გავიხადეთ, დაგვემტკიცებინა, რომ ფინანსური სექტორი შეიძლება იყოს პასუხისმგებლიანი. მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს - მთელს კრისტალს და კრისტალელებს, რომლებიც ვიცი, რომ ძალიან გახარებულები იქნებიან. გუშინ ჩვენ გადავაჭარბეთ 100 000 ნიშნულს, ანუ ჩვენ ვემსახურებით 100 000-ზე მეტ ძალიან მაგარ ადამიანს საქართველოში. იმედია, რომ ჩვენი საქმიანობით ხელს ვუწყობთ, ადამიანების განვითარებას და ასევე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეგვაქვს მნიშვნელოვანი წვლილი. დიდი მადლობა ამ აღიარებისთვის კიდევ ერთხელ და წარმატებებს გისურვებთ.''




კონკურსი ხორციელდებოდა ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” პროექტის ფარგლებში.



(R) 


თეგები:
კრისტალი



„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია
access_time2019-03-22 17:40:34
29 მარტს 19 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ბიზნესლიტერატურის პროექტ „ლურჯი ოკეანის“  ფარგლებში მორიგი წიგნის პრეზენტაცია იმართება.  ამჯერად დენიელ პინკის ცნობილი ბიზნეს-ბესტსელერი სახელწოდებით Drive ითარგმნა. წიგნისა და ღონისძიების მთავარი თემა მოტივაციაა. ღონისძიების სახელიც წიგნში განხილული თეორიიდან გამომდინარეობს „მოტივაცია 3.0 - რა გვამოძრავებს სინამდვილეში“. წიგნი გამოსვლისთანავე გახდა New York Time-ის ბესტსელერი და დღემდე არ კარგავს...

მრავალფუნქციური კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება

მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება
access_time2019-03-19 19:00:10
მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება. საუბარია, პროექტზე, რომლის განხორციელება ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება.„კომერსანტი“ დაუკავშირდა თავად, პროექტის განმახორციელებელ კომპანია, შპს „დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე“  ხელმძღვანელ ივერი ჭალიძეს და პროექტის ირგვლივ დამატებითი დეტალების გაჟღერება სთხოვა.  როგორც  ჭალიძე განმარტავს, ამ დროისთვის კომპანიას თბილისის მერიაში სამშენებლო ნებართვის მისაღებად განაცხადი...


მსგავსი სიახლეები

up