სს “მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა.

სს “მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა.

access_time2020-09-08 11:55:50

საქართველოში მოღვაწე უმსხვილესი ჰოლდინგი, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2010 წელს სს “მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთი”-ს წარმომადგენლობის სახით დაფუძნდა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის რიგებს შეუერთდა.  სს “მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთი” არის ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანია საქართველოში, რომელმაც ეტაპობრივად გააფართოვა საქმიანობის არეალი და ამჟამად აქტიურად არის დაკავებული სამშენებლო, ტურიზმის, სასტუმრო ქსელების ოპერირების, სატრანსპორტო, სამედიცინო, პროგრამული უზრუნველყოფის, საბროკერო მომსახურება, უძრავი ქონებისა და პროექტების მართვა-ოპერირების, სავაჭრო ქსელების და სხვა სფერობით. საერთო ჯამში, კომპანიას ეკუთვნის 35-ზე მეტი შვილობილი კომპანია.

 

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აგვისტოდან ჰოლდინგის მფლობელობაში არსებული სასტუმრო “ეუფორია ბათუმის“ აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდა, რაც საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ასევე, “მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთმა” მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები განახორციელა საქართველოში, კერძოდ, ბათუმის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავდოსადგური; მეტრო სითი ბათუმი (რეზიდენციები, სასტუმრო, სამორინე, სპა ცენტრი, სავაჭრო ცენტრი, ბავშვთა გასართობი ცენტრი); მეტრო სიტი ლეჯენდ ბათუმი (რეზიდენციები, სასტუმრო, სამორინე, სპა ცენტრი); ასევე სასტუმრო პროექტები: ეუფორია ბათუმი; ბათუმი სქაი თაუერ; ეუფორია გოდერძი; ლეჯენდ ბიზნეს ბათუმი; ლეჯენდ ბათუმი; მეტრო ინტურისტი; სითი ჰოტელო ბათუმი.

 


„მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დღეს ბიზნეს სექტორი დგას, ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს ზრდას და ახალი წევრების მიღებას.  ამჟამად ასოციაცია კონცეტრირებულია საქართველოში ბიზნესის ოპერატორების მხარდაჭერაზე.  მივესალმებით “მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთს” და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეფექტიანი და ორივე მხარისთვის ნაყოფიერი იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.


(R)





თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა

თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა
access_time2020-10-21 22:30:43
თავდამსხმელმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.   ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.   გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.   ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელი პიკაპის ტიპის...

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა
access_time2020-10-21 19:44:46
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 2-მა ქალმა შენობა უკვე...

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა
access_time2020-10-21 19:15:40
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება. მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო...

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს
access_time2020-10-21 18:15:49
„მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ. ინფორმაციას ამის...

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-10-21 18:00:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up