კომპანია “ენერგონისა“ და „SMART business Georgia“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება აქტიურ ფაზაში შევიდა. ხორციელდება ენერგონის ციფრული ტრანსფორმაცია და კომპანიის სრულად გადაყვანა ევროპის სამშენებლო ბაზრის წამყვან ERP გადაწყვეტილება - 4PS Construct-ზე.
იგეგმება ერთდროულად ათი მოდულის გაშვება და როგორც სათაო ოფისის, ისე სხვადასხვა გეოგრაფიულ ლოკაციაზე არსებული ყველა პროექტის ინტეგრირება ერთიან ციფრულ სისტემაში.
ამასთანავე, ხორციელდება ბიზნეს პროცესების მოდიფიცირება წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
კომპანია SMART business უკვე მე-12 წელია კონსულტაციას უწევს კლიენტებს და ავითარებს ERP, CRM და ღრუბლოვან გადაწყვეტილებებს : Microsoft-ის Dynamics 365, Office 365, Azure, Power BI პროდუქტებზე დაყრდნობით.
SMART business Georgia-მ 2020 წელს საქართველოში Microsoft-ის წლის საუკეთესო პარტნორის სტატუსი დაიმსახურა, რაც მაღალ პროფესიონალიზმსა და ხარისხს ადასტურებს.
(R)