სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში

access_time2021-09-24 17:55:02

საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში მედიისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში.



„ახალი „გოსთი“დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული მაგალითი“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მაკრ კლეიტონმა პრეზენტაციაზე.



როგორც ბრენდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა  ფრენკ ტიმანმა აღნიშნა, -  ,,როლს როისი“  არის წარმატების კვინტესენციური სიმბოლო, ხოლო ,,გოსთს“   მასთან ერთად მოაქვს ახალი, თანამედროვე მიმართულება ფუფუნების სამყაროში."


https://fb.watch/8aLRLZBNfv/


ახალი ,,გოსთი“ სრულყოფილია თავისი სიმარტივით, თუმცა ამ სუფთა გარემოს შექმნა ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა გახლდათ მარკის ისტორიაში ახალი მოდელის დიზაინერებმა, ინჟინრებმა და ხელოსნებმა მოითხოვეს თავისუფლება ახალი ,,გოსთის“  კონკრეტული პერსონის შესაქმნელად. ამ გუნდმა შეძლო შეექმნა ჭეშმარიტად სუპერ-ფუფუნების პროდუქტი.




ახალი ,,გოსთი“ გულისხმობს  ფუფუნების მზარდ დაფასებას, რომელიც გამოირჩევა მინიმალიზმითა და სისუფთავით და გამყარებულია დიდებული მასალით. ახალი ,,გოსთის" დიზაინზე მუშაობის გარიჟრაჟზე ამ მიდგომას ,,პოსტ ოპულენსი“ ეწოდა- მოძრაობა, რომელიც განისაზღვრება მასალის ავთენტურობით და არა აშკარა განცხადებებით, რაც უკვე ფესვებს იდგამდა არქიტექტურაში, მოდაში, სამკაულებსა და ნავის დიზაინში.



ინტერიერის, ისევე როგორც ექსტერიერის  ესთეტიკა იყენებს მინიმალისტურ პრინციპებს.  გადატვირთული  დეტალები და ზედაპირული მორთულობა უარყოფილ იქნა არა მხოლოდ უფრო მშვიდი გარემოს შესაქმნელად, არამედ მასალის ნივთიერების უკეთ წარმოსაჩენად და   პერსონალიზაციის გავლენის  მაქსიმალურად ხაზგასმის  მიზნით.



თბილისში ექსკლუზიურ ღონისძიებას ,,როლს-როის მოტორ ქარზ ბაქომ“ უმასპინძლა, რომელიც ბრენდის ექსკლუზიური სავაჭრო წარმომადგენელია ამიერკავკასიაში.



საღამო „ანი პირველი ივენთსმა“ გააფორმა.



ქართულ ბაზარზე Rolls-Royce Ghost-ის დებიუტის PR მხარდაჭერას უზრუნველყოფს სააგენტო SYMMETRADIGITAL


 


(R)


თეგები:
როლსროისი



ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
access_time2021-10-21 11:55:49
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 6 მილიონი ევრო მიიღო. თანხა მთლიანად ამ სეგმენტის გაჯანსაღებასა და განვითარებას, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებასა და სწრაფ რეაბილიტაციას მოხმარდება.   სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში ამ სეგმენტისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობისა და ადგილობრივი საბანკო სექტორის...

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა
access_time2021-10-21 15:00:35
American Intercontinental Healthcare Group-ის ოპერატორობით თბილისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა, რომელიიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით შეიქმნა. პროექტის განხორციელებისთვის გაწეული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.    ჯანდაცვის სექტორისთვის სტრატეგიული ობიექტი წარმოდგენილია 183 საწოლით და სხვადასხვა მიმართულების განყოფილებით, რომელიც...

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა
access_time2021-10-21 09:55:18
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ციფრული ტრანსფორმაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს ძირითადი ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა - „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის დანერგვაც კომპანიამ წარმატებით დაასრულა. „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც მანამდე არსებული ძირითადი ბიზნესპროცესების მართვის სისტემა ჩანაცვლდა, გაცილებით მოქნილი და საბანკო სფეროში აპრობირებულია...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-10-20 21:00:05
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. ინტერნეტ–გადახდების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა - როგორ შეცვალა პანდემიამ მომხმარებლის ქცევა კოვიდ პანდემიის ფონზე საბარათე ოპერაციებისა და ბარათით გადახდების მაჩვენებლები რადიკალურად შეიცვალა, რადგან პანდემიის დასაწყისში ვირუსის შემანელებელ ერთ-ერთ ფაქტორად...

აფხაზეთში მაინერების ამოღება ელექტროენერგიის მოხმარებას 5-7%-ით შეამცირებს

აფხაზეთში მაინერების ამოღება ელექტროენერგიის მოხმარებას 5-7%-ით შეამცირებს
access_time2021-10-20 19:00:27
ბოლო 2-3 წელია, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა კრიპტოვალუტის მაინინგს ებრძვის და რამდენიმე ათასი ერთეულის ამოღება ოფიციალურადაც დაადასტურა. თუმცა ქართველი ენერგეტიკოსები ამ პროცესის მიმართ უნდობლობას აშკარად ამჟღავნებენ. ენერგეტიკოს გია არაბიძეს აღსრულების მექანიზმი სუსტი ეჩვენება. თუმცა ოკუპირებულ რეგიონში მაინინგის ამოღების ფაქტების საფუძველზე ასკვნის, რომ აფხაზეთს შესაძლებლობა აქვს ენერგომოხმარება 5-7%-ის ფარგლებში შეამციროს. ,,მაინინგს აფხაზეთი ებრძვის...


მსგავსი სიახლეები

up