სრულიად ელექტრო ვოლვო XC40 წარმოგიდგენთ უახლეს საინფორმაციო სისტემებს

სრულიად ელექტრო ვოლვო XC40 წარმოგიდგენთ უახლეს საინფორმაციო სისტემებს

access_time2019-10-11 11:40:02

16 ოქტომბერს ვოლვო წარმოადგენს სრულიად ელექტრო ავტომობილს Volvo  XC40-ს, უახლეი საინფორმაციო სისტემით, რომელიც მხარდაჭერილია ანდროიდის და გუგლის ტექნოლოგიური პლატფორმების მიერ. ვოლვომ განახორციელა საინფორმაციო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც გამოყენებული იქნება ვოლვოს უახლეს მოდელ XC40-ში. ანდროიდის სისტემის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა მომხმარებლის უპრეცენდენტო პერსონალიზაცია, რაშიც ასევე დიდ როლს ასრულებს გუგლი, თავისი ტექნოლოგიური სერვისებით.

 

ვოლვო არის პირველი კომპანია, რომელიც თანამშრომლობს გუგლთან, ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემების მიმართულებით და მომხმარებელს სთავაზობს ინტეგრირებულ Google Assistant-ს, Google Map-ს და Google Play Store სისტემებს. ახალ სისტემაში წარმოდგენილია სრულად ინტეგრირებული ანდროიდის საავტომობილო სისტემა, რომელიც აერთიანებს გუგლის რუკებს, გუგლ ასისტენტს და სხვა საავტომობილო აპლიკაციებს.

 

ელექტრო XC40 არის ასევე პირველი ვოლვო, რომელიც მიიღებს პროგრამების და ოპერაციული სისტემის განახლებას ჰაერის მეშვეობით. სრულიად ელექტრო XC40 მუდმივად განაგრძობს განახლებას და გაუმჯობესებას, მიუხედავად სისტემების იმ პიკური რაოდენობისა, რომელიც ავტომობილს ქარხნიდან მოჰყვება.

 

„საბოლოოდ ჩვენ შევძელით და გაძლევთ იმ გამოცდილებას ავტომობილში, რომელსაც აქამდე მხოლოდ სმარტფონის საშუალებით იღებდით, თუმცა ეს ახლა ხდება უფრო უსაფრთხოდ, ხოლო საჰაერო განახლებების მეშვეობით თქვენი ვოლვო მუდმივად დარჩება ლიდერი ტექნოლოგიური პროდუქტების მიმართულებით.“ - განაცხადა ვოლვოს ტექნიკურმა დირექტორმა ჰენრიკ გრინმა.


 

ანდროიდის საავტომობილო ოპერაციული სისტემის ერთ-ერთი საუკეთესო მახასიათებელი არის, ის რომ აღნიშნული სისტემა მოიცავს მილიონობით დეველოპერს. ახალ ვოლვოში ხელმისაწვდომია ის ტექნოლოგიები და სერვისები რომლებიც წარმოდგენილია Play Store-ში. გუგლის ასისტენტი მოგცემთ შესაძლებლობას აკონტროლოთ სისტემა თქვენი ხმის მეშვეობით, თქვენ  შეგიძლიათ შეასრულოთ მოქმედებები, როგორებიც არის ტემპერატურის კონტროლი, ადგილმდებარეობის მონიშვნა, სასურველი მუსიკის ჩართვა და სხვა, ასევე  შეძლებთ მესიჯების გაგზავნას. 

 

მთელი ეს ინტეგრაცია განპირობებულია მძღოლის ყურადღების შენარჩუნებისთვის. გუგლის ასისტენტი გაძლევთ საშუალებას აკონტროლოთ თქვენი სმარტფონი მასთან შეხების გარეშე. გუგლი მოგამარაგებთ უახლესი რუკებით და გამცნობთ ვითარებებს გზებზე რეალურ დროში, რაც მოგცემთ საშუალებას წინასწარ გაიგოთ არსებული შეფერხებების შესახებ და თავი აარიდოთ გადატვირთულ ქუჩებს. ეს ტექნოლოგიები გააუმჯობესებს თქვენი XC40-ის შესაძლებლობებს Advanced Driver Assistance Systems-ის მხრივ, ავტომობილს მიაწვდის ინფორმაციებს გზებზე სიჩქარის ლიმიტების შესახებ ან გზის მრუდების შესახებ, რომელებიც გამოყენებული იქნება მძღოლის გარეშე მართვისთვის.

 

ვოლვოს ჯგუფი ასევე განაგრძობს დამაკავშირებელი სერვისების განვითარებას ტექნოლოგიური სერვისის Volvo On Call-ის მეშვეობით. მაგალითისთვის, ახალი სისტემა სრულად იქნება ინტეგრირებული Volvo On Call-თან, რაც მოგცემთ ელემენტის დონის და დატენვის სტატუსის ნახვის საშუალებას. Volvo On Call-ი გამოიყენება ისეთი მოქმედებების შესასრულებლად თქვენი სმარტფონის მეშვეობით, როგორებიც არის ზამთარში ავტომობილის წინასწარი გათბობა, პარკინგზე ავტომობილის პოვნა, ავტომობილის გაღება /დაკეტვა ან გასაღების გაზიარება. 

 

 (R)

 


თეგები:
volvo



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up