საქართველოს ბანკი თავის მომხმარებლებს სთავაზობს არაერთ ციფრულ პროდუქტსა და მომსახურებას, ბანკს საკუთარ ტელეფონში და თანაც საკომისიოს გარეშე. ეს ყველაფერი კი სერვისცენტრში მისვლასა და ნაღდ ფულთან შეხების საჭიროებას თავიდან აგარიდებთ.
საქართველოს ბანკი იზიარებს პასუხისმგებლობას, იმოქმედოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესაბამისად. სწორედ ამიტომ თავის მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას − ოპერაცია, რომელიც ბანკში სრულდებოდა, შესრულდეს მობილბანკით სახლში, თანაც, უკვე საკომისიოს გარეშე.
რას გააკეთებ საკომისიოს გარეშე მობილბანკში / ინტერნეტბანკში?
• გადაიხდი კომუნალურებს;
• დაფარავ ჯარიმის გადასახადს;
• გადარიცხავ თანხას პირადი ნომრით საქართველოს ბანკში;
• გადარიცხავ თანხას ანგარიშის ნომრით იქ, სადაც გინდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
• გადარიცხავ თანხას ბიუჯეტში;
• შეუკვეთავ ბარათს;
• მიიღებ საერთაშორისო ფულად გზავნილს.
კიდევ რა უპირატესობაა მობილბანკში / ინტერნეტბანკში?
• გახსნი ანაბარს მეტი სარგებლით;
• აიღებ სესხს წამებში;
• დააკონვერტირებ თანხას უკეთესი კურსით;
• დაბლოკავ / განბლოკავ ბარათს მომენტალურად;
• ამოიღებ ამონაწერს pdf-ის / excel-ის ფორმატებში;
• დააზღვევ ბარათს;
• აკონტროლო პერსონალური ფინანსები.
Tskapp და Apple Pay
შეიძლება სამსახურში ფიზიკურად არ გამოცხადდე, თუმცა, ამა თუ იმ მიზეზის გამო გარეთ გასვლა ხანდახან, ალბათ, მაინც დაგჭირდება. ამ შემთხვევაში კი პირად ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.
თუ თქვენ აიფონი გაქვთ, უკონტაქტო გადახდებისთვის შეგიძლიათ Apple Pay გამოიყენოთ, ანდროიდის შემთხვევაში კი Tskapp დაგეხმარებათ.
ამ შემთხვევაში ქეშის გამოყენება აღარ მოგიწევთ და გადახდებს უკონტაქტოდ, ბარათით ან მობილურით განახორციელებთ.
(R)