„სრულფასოვანი კვალიფიკაციის და ხარისხიანი განათლების მიღებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა თანამედროვე ტექნიკურ ლიტერატურას ენიჭება“-ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია

„სრულფასოვანი კვალიფიკაციის და ხარისხიანი განათლების მიღებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა თანამედროვე ტექნიკურ ლიტერატურას ენიჭება“-ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია

access_time2020-06-17 15:30:34

დღეს, 2020 წლის 17 ივნისს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა (ICCA) და Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH-ის ორგანიზებით პროფესიული განათლების სტუდენტის სახელმძღვანელოს “საავტომობილო გზების მშენებლობა” ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა.


საქართველოს მასშტაბით ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის, შესაბამისად, უფრო და უფრო მეტი პროფესიული საგანმანათლებლო ინსტიტუტი ერთვება პროფესიული კადრების მომზადების პროცესში და სთავაზობს კერძო სექტორს საჭიროებებზე მორგებულ პროფესიულ პროგრამებს საგზაო მშენებლობაში. ამასთან, სრულფასოვანი კვალიფიკაციის და ხარისხიანი განათლების მიღებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა თანამედროვე ტექნიკურ ლიტერატურას ენიჭება.


ღონისძიებას ესწრებოდა 50-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის იყვნენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამშენებლო კომპანიების, ბიზნეს ასოციაციების და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.


ღონისძიება გახსნეს ქ-მა ანა საბახტარიშვილმა, ICCA- ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ქ-მა თამარ ქიტიაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, დენიელ ჰაასმა, საქართველოში გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარებისა და თანამშრომლობის ხელმძღვანელმა და ჰანს-იურგენ კასენსმა, GIZ-ის კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში პროგრამის დირექტორმა.


ბ-ნი დანიელ ჰაასმა აღნიშნა: ”პროფესიონალი მუშახელის კვალიფიკაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისთვის, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეული კრიზისის სწრაფად დაძლევის თვალსაზრისით. პუბლიკაცია "საავტომობილო გზების მშენებლობა" არის შესანიშნავი მაგალითი საქართველოს სამშენებლო სექტორის მზაობისა, მისი დარგობრივი ასოციაციის ეგიდით მონაწილეობა მიიღოს და წვლილი შეიტანოს პროფესიული განათლების განვითარებასა და ხელი შეუწყოს ამ სექტორში დუალური პროფესიული განათლების დანერგვას. "


”მოხარული ვარ, რომ ICCA-ის სახით ჩვენ ვიპოვნეთ პარტნიორი, რომელმაც შეძლო ამ არაჩვეულებრივი, სრულიად ახალი და თანამედროვე სასწავლო ლიტერატურის შემუშავება, და მე ვფიქრობ, რომ ეს პუბლიკაცია ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტ საგანმანათლებლო ინსტიტუციას დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვაში,” - თქვა ჰანს-იურგენ კასენსმა.



ქ-მა თამარ ქიტიაშვილმა ხაზი გაუსვა კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა: "პროფესიული განათლების განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დარგობრივი ასოციაციების ჩართულობას. ბიზნესის მონაწილეობა პროგრამისა და სასწავლო რესურსების შემუშავებაში, ასევე სასწავლო პროცესში - ნებისმიერი ფორმით, აისახება მომავალ პროფესიონალთა განათლების ხარისხზე, რაც ისევ და ისევ ბიზნესს დაუბრუნდება სარგებელის სახით".


პანელური დისკუსიის დროს, აკადემიური სექტორის და სსიპ საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს მშენებლობის სფეროში საგანმანათლებლო ლიტერატურის მნიშვნელობასა და კვალიფიციური კადრების საჭიროებას. კერძოდ, განიხილეს თანამედროვე სასწავლო მასალის შემუშავების პიონერული მოდელი ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელობით. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს, თუ როგორ უნდა შევუქმნათ მოტივაცია შემდგომში პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯებს სამშენებლო მიმართულებით დუალური პროფესიული პროგრამების დანერგვისთვის.


ქ-მა ანა საბახტარიშვილმა, ICCA-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა: ”შრომის პროდუქტიულობის გაზრდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის წინაშეც დღეს სამშენებლო სექტორი დგას. მოდერნიზებული პროფესიული პროგრამების საშუალებით ჩვენი მიზანია, სტუდენტებს შევთავაზოთ პროფესიების დაუფლების საინტერესო და ეფექტური გზა და დამსაქმებელთათვის უზრუნველვყოთ საიმედო და მათ ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამები. თანამედროვე ლიტერატურის და სასწავლო მასალის გამოყენებით პროფესიონალ კადრად ჩამოყალიბება დღეს მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროფესიული სტუდენტისთვის და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ICCA-ს შესაძლებლობა მიეცა მონაწილეობა მიეღო ამ შესაძლებლობის შექმნაში. ”


სახელმძღვანელო “საავტომობილო გზების მშენებლობა” ააიპ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის, „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში გამოიცა.


სახელმძღვანელოს შედგენაში მონაწილეობდნენ: მერაბ ბარათაშვილი, კონსტანტინე მჭედლიშვილი, თეა ნარეკლიშვილი, ირმა ღარიბაშვილი, რამინ ძნელაძე, მანუჩარ შიშინაშვილი, გიორგი ჩუბინიძე. რედაქტორ-რეცენზენტი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე.


სახელმძღვანელოში გამოყენებულია შემდგენლებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ფოტომასალა.


საგანმანათლებლო რესურსი გასაგებად და სრულყოფილად, ლაკონურად არის ჩამოყალიბებული. წარმოდგენილ ნაშრომში მოცემული რჩევები ადვილად გასაგებია და გამოადგებათ როგორც პროფესიულ სტუდენტებს/მსმენელებს, ასევე, პროფესიული განათლების მასწავლებლებს, მოკლევადიანი პროგრამების მსმენელებს და პრაქტიკოს მეგზევე სპეციალისტებს. მომზადებული სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს საავტომობილო გზების მშენებლობის დარგში დასაქმებულ ყველა: მშენებელ-ტექნიკოსს, სამუშაოთა მწარმოებელს და სხვა კვალიფიცირებულ მუშას.


პრეზენტაცია ჩატარდა ონლაინ, MS Teams-ის საშუალებით.







დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
access_time2020-08-07 13:00:18
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის მერაბ ბაღათურიას სახელმა. კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძეს...

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ
access_time2020-08-07 19:15:27
61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა. საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა. 20-წუთიან ფილმში...

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის
access_time2020-08-07 18:10:39
სვანეთში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა პროექტში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, გურგენიძე ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით სასტუმროს ოპერირებას ქართული...

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ
access_time2020-08-07 17:00:56
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესვიზიტორების პლატფორმაზე საუბრობდა, მისი განცხადებით პლატფორმა წარმატებით მუშაობს და უკვე 2700-მდე ვიზიტორია დარეგისტრირებული, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ და გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტს ჩაიტარებენ. „წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, ერთი თვე გაიტესტა და სრულფასოვნად ამოქმედდა. გვაქვს შთამბეჭდავი ...


მსგავსი სიახლეები

up