სქემა, რომლითაც საქართველოს სრული ინტერნეტიზაცია მოხდება

სქემა, რომლითაც საქართველოს სრული ინტერნეტიზაცია მოხდება

person access_time2016-07-21 13:34:57

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პროექტის დეტალებზე პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა. მინისტრთა კაბინეტმა დღეს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ქვეყნის ინტერნეტიზაციისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს. 


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 3 გზა არსებობს: 1 კერძო კომპანიების სურვილი, თავად მოაწყონ ინფრასტრუქტურა და შემდგომში ოპერირება გაუწიონ; 


2. ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კერძო კომპანიებისთვის ბანკებიდან მიღებული სესხის სრული სუბსიდირება 120 თვის განმავლობაში; 


3 კერძო კომპანიების მხრიდან ინფრასტრუქტურის მოწყობის სურვილის არარსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო კომპანია OPEN Net-ი ჩაატარებს ტენდერს და სხვა დაინტერესებულ კომპანიებს გააკეთებინებს ინფრასტრუქტურას.


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საბოლოო ჯამში არც დონორი ორგანიზაცია - ფონდი „ქართუ“- და არც თავად სახელმწიფო ქსელის მართვასა და ოპერირებაში არ იქნებიან ჩართული და მთელი ეს ინფრასტრუქტურა კერძო კომპანიების ხელში გადავა. 



„გვექნება 3 ძირითად გეოგრაფიულ არეალად დაყოფილი საქართველო. ეს იქნება გეოგრაფიული არეალები, სადაც დღეს არსებული ოპერატორები გვეტყვიან, რომ ისინი ან უკვე არიან ამ გეოგრაფიულ არეალში, ან აპირებენ შემდეგი 3 წლის განმავლობაში ამ გეოგრაფიულ არეალში შესვლას. ისინი აიღებენ სახელმწიფოსთან გარკვეულ ვალდებულებებს, რომ ეს ნამდვილად განხორციელდება და ამ მიმართულებით არც ჩვენ და არც დონორი ორგანიზაცია არანაირ ძალისხმევას არ დახარჯავს. ეს იქნება პირდაპირი ვალდებულება კომერციული ოპერატორების. 


მეორე ბლოკი გეოგრაფიული არეალის იქნება ის სოფლები და დასახლებული პუნქტები, სადაც კომერციული ოპერატორები შევლენ იმ პირობით, რომ დონორი ორგანიზაცია მათ დაუფინანსებს კომერციული ბანკებიდან აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს 120 თვის განმავლობაში და შესაბამისად, აქ დონორი ორგანიზაციის ხარჯი იქნება კომერციული ბანკებიდან აღებული კრედიტის პროცენტის სუბსიდირება, ანუ პრაქტიკულად უფასო ფულს მივცემთ კომერციულ ოპერატორებს, რათა მათ ააშენონ თავიანთი ინფრასტრუქტურა და უფრო მიმზიდველი გახდეს მათთვის აღნიშნული მიმართულება. 


მესამე ბლოკი არის ბლოკი, სადაც კომერციული ოპერატორები იტყვიან, რომ არ აპირებენ იქ შესვლას, არც დღეს არიან და არც 3 წელიწადში აქვთ მსგავსი გეგმები და არ აპირებენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დონორი ორგანიზაცია დაუფინანსებს საპროცენტო განაკვეთს. ამ ნაწილში უკვე OPEN Net-ი, ააიპ, რომელიც შექმნილია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც იღებს გრანტებს უკვე ფონდი „ქართუდან“.


„უკვე ეს ააიპ-ი გამოაცხადებს პროექტირების, მშენებლობის და ოპერირების ინტერესთა გამოხატვას და თავიდანვე გვეყოლება განსაზღვრული კომპანიები, რომლებიც ააშენებენ და შემდეგ უკვე ოპერირებაში წაიღებენ ამ მონაკვეთს“,- განაცხადა ქუმსიშვილმა. 


მისივე თქმით, შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც მთლიანად დაფარავს მთელს საქართველოს, ყველა დასახლებულ პუნქტს, სადაც 200 მოქალაქეზე მეტი ცხოვრობს. „საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი იქნება ის, რომ 2025 წლისთვის, როდესაც მოთხოვნები გაიზრდება რეგიონებში, 30 მეგაბიტი/წამის მიწოდების შესაძლებლობა გვქონდეს. ეს არის პროექტი, სადაც დონორ ორგანიზაციის მხრიდან გაღებული იყოს 70-დან 100 მილიონ დოლარამდე სახსრები. სტრუქტურა ისეა აწყობილი, რომ დონორი ორგანიზაცია პირდაპირ გრანტს გამოყოფს და ურიცხავს გრანტს OPEN Net-ს და ეს OPEN Net-ი იხდის პროცენტს ან იხდის სამშენებლო ღირებულების თანხას, რომელიც საჭიროა. დონორი ორგანიზაცია არის გრანტორი, ის იძლევა გრანტს, ის არ რჩება არც ოპერირებაში, არც მართვაში და არც არაფერში“,- განაცხადა მინისტრმა. 


მისივე თქმით, ერთია ინტერნეტისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა და მეორე, ინტერნეტზე მოთხოვნა. როგორც ვიცეპრემიერმა განმარტა, ინტერნეტის მიწოდებისთვის საჭიროა, არსებობდეს მოთხოვნა. სწორედ ამ მიზნით, ხელისუფლება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ინოვაციურ ცენტრებს შექმნის და ადგილობრივ მოსახლეობას ინტერნეტის მოხმარებას შეასწავლის. 


„ჩვენ შარშან მსოფლიო ბანკთან გავაფორმეთ 40 მილიონ დოლარიანი კრედიტი. აღნიშნული კრედიტი ემსახურება საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნას და თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ეს 40 მილიონი წლების განმავლობაში უნდა დაიხარჯოს იმაზე, რომ ჩვენთან რეგიონებში შეიქმნას ინტერნეტის მოთხოვნა და ამასთან ერთად, განვითარდეს ინოვაციური ინფრასქტრიტურა, ეს არის ინოვაციის ცენტრები, სადაც ჩვენ მოსახლეობას ვასწავლით, თუ როგორ უნდა ისარგებლონ სწორად ინტერნეტით, ასევე არის გათალისწინებული იაფფასიანი მოწყობილობების მიწოდების პროექტი. იმიტომ, რომ თუ ჩვენ ახლა ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მოწყობით ვქმნით მიწოდების შესაძლებლობას, მეორე მხრივ, ჩვენ აუცილებლად მოთხოვნა უნდა დავახვედროთ. რადგან შეიძლება ააშენო არხი, მაგრამ მეორე მხრიდან არავინ ისარგებლოს“,- განაცხადა ქუმსიშვილმა.



ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ
access_time2020-07-10 16:10:40
„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ. 11 - 12 ივლისს, შაბათ-კვირას, ვისოლი უნიქარდის მფლობელებს საწვავზე 20 თეთრიან ფასდაკლებას შესთავაზებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად. ამას გარდა, საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ვისოლი და უნიქარდი მოგზაურობას უფრო ხელმისაწვომს გახდიან და მომხმარებლებს, რომლებიც 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით 150 ლარის ღირებულების საწვავის მოხმარებას...


მსგავსი სიახლეები

up