„სპორტის სხვა სახეობები, რომლებიც ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა ყურადღების მიღმა რჩება და ხელშეწყობა არ აქვთ“ -  ბუთა ელოშვილმა

„სპორტის სხვა სახეობები, რომლებიც ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა ყურადღების მიღმა რჩება და ხელშეწყობა არ აქვთ“ - ბუთა ელოშვილმა

access_time2022-06-15 14:00:45

„მეგობრებთან ერთად დავაფუძნეთ საქველმოქმედო ბანაკი „კავკასიონი“ რომელიც 20 ივნისს  ამოქმედდება“. - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბრენდი საქართველო“  მოთხილამურე ბუთა ელოშვილმა ისაუბრა. მისი თქმით ეს  არის სამთო- სათავგადასავლო სპორტის ბანაკი, რომელიც როგორც  ზამთრის ასევე  ზაფხულის სკოლებს მოიცავს და მიზანი საქართველოს სხვადასხვა მაღალმთიანი რეგიონიდან ბავშვების ჩამოყვანა და სხვადასხვა სამთო და სათავგადასავლო სპორტით დაინტერესებაა.

 

როგორც  ბუთა ელოშვილმა აღნიშნა, ბანაკის  დაფუძნების იდეა გაუჩნდათ, რადგან მაღალმთიანი სოფლები იცლება და ახალგაზრდების  მიგრაცია  დიდი ქალაქებისკენ ხდება თუმცა  საქართველოს რეგიონებს  განვითარების  დიდი პოტენციალი აქვს.

 

„ეს იდეა იქიდან გამომდინარე გაგვიჩნდა, რომ  ბოლო პერიოდში  სოფლები  იცლება და  მიგრაცია  არის ქალაქისკენ, რაც  ძალიან  ცუდია .  ჩვენი  ქვეყანაც და  ბუნებაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ხალხი ყველა რეგიონში ცხოვრობდეს, გარკვეულ საქმეს აკეთებდეს, ჰქონდეს შემოსავალო და მარტო ქალაქისკენ მიგრირება არ  უწევდეთ.


პრობლემა  არის ის,  რომ  ბავშვებს ინფორმაცია არ აქვთ, სამთო სპორტი  ძვირია  და  მათ  არანაირი  ხელშეწყობა  არ   აქვთ. გვინდოდა, რომ ეს  ბავშვები წამოგვეყვანა და მათთვის  სპორტის  სხვა  სახეობებიც გაგვეცნო და დაგვენახებინა  მათთვის  თუ როგორ  შეეძლოთ  განვითარება და რეგიონებში დასაქმება და  რა  პერსპექტივები აქვთ ამისთვის, ეს  შეიძლება  იყოს  ტურიზმი , სამთო სპორტი და სხვა“-  აღნიშნა ბუთა ელოშვილმა.

 


ელოშვილის თქმით  ფეხბურთში დიდი თანხები იხარჯება, თუმცა სპორტის სხვა  სახეობები, რომლებიც ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა ყურადღების მიღმა  რჩება და  ხელშეწყობა არ აქვთ.

 

“საქართველოს მოსახლეობის  დიდ  ნაწილს საერთოდ არ აქვს გაგებული სამთო სპორტზე, კლდეზე ცოცვაზე და  სხვაზე გაგებული, უმეტესობა მიყვება  კალათბურთს  ფეხბურთს და  რაგბის.

 

საქართველოს  2/3  არის  მაღალმთიანი და  ეს სამთო ტურიზმის  განვითარების  საშუალებას გვაძლევს, რაც  საბოლოო  ჯამში ქვეყანას  უფრო მეტ ეკონომიკურ  შემოსავალს  მოუტანს და  ეს  ახალგაზრდები სპორტული ცხოვრებით უფრო მეტად  დაკავდებიან.

 

როდესაც ევროპაში და სხვა  ქვეყნებში  ჩავდივართ  უცხოელებს საქართველოს  მთებით და ბუნებით ვაცნობ, და  ძალიან უკვირთ  როცა  იგებენ  რომ მაღალმთიანი სოფლები,  , კულტურა და   5000  მეტრიანი მწვერვალები  გვაქვს ,  მას  შემდეგ რაც  გაიგეს, რომ საქართველოში  თავისუფალი სრიალისთვის  ბევრი  საშუალებაა  ძალიან ბევრი ჩამოვიდა საქართველოში.

 

დაახლოებით  4-5  წელია,  რაც  საქართველო  უცხოელ  სპორტსმენებს,  ექსტრემალური  სპორტის  მიმდევრებში და  ათლეტებში პოპულარული გახდა,  გვაქვს მიმის საშუალება,რომ ვიყოთ ისეთივე პოპულარული, როგორც ავსტრიის  ალპებია.“. - აღნიშნა ბუთა  ელოშვილმა.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up