სპორტის სასახლისა და მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტის“ მიმდებარედ მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დასრულდა

სპორტის სასახლისა და მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტის“ მიმდებარედ მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დასრულდა

person access_time2016-01-18 13:57:39

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ შპს „ლოჯიკ გრუპის“ მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სპორტის სასახლესა და მის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე განხორციელებულ საინვესტიციო სამუშაოები დაათვალიერა.  


პროექტის ფარგლებში დღეს გაიხსნა სპორტის სასახლისა და მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტის“  მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი, რომლის რეაბილიტაციაც ორი თვის წინ დაიწყო. 


„სპორტის სასახლის“ 100%-იანი  წილი  30 წლის ვადით - საინვესტიციო  ვალდებულებით  შპს „ლოჯიკ გრუპს“ 2007 წელს გადაეცა.  


 „შპს „ლოჯიკ გრუპთან“ გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა შენობის მიმდებარედ  საზოგადოებრივი სივრცის მოწყობას.  ასევე ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული სპორტის სასახლის ადაპტირება   შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.   გასულ წელს თბილისის  მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ლოჯიკ გრუპს“ შორის შედგა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც შესაბამისი სამუშაოები გასულ წელსვე დაიწყო. 



მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის კარლო ლაფერაძის განცხადებით: ეს არის ძალიან კარგი მაგალითი მუნიციპალიტეტის და კერძო სექტორის თანამშრომლობის. კერძო სექტორს, რომელსაც მმართველობაში აქვს აღებული მუნიციპალური ქონება მოაწყო საზოგადოებრივი სივრცე. ასევე ჩვენი ინიციატივით მოხდა სპორტის სასახლის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ცენტრალურ შესასვლელში დამონტაჟდა პანდუსი, დარბაზში მოეწყო აივანი ეტლით მოსარგებლე მაყურებლებისთვის, გაკეთდა ორი ადაპტირებული სველი წერტილი, უკანა შესასვლელში ეტლით მოსარგებლე პირებისთვის დამონტაჟდა ჰიდრავლიკური ამწე (პლატფორმა). ეს არის კარგი დასაწყისი და მაგალითი სხვა ადმინისტრაციული თუ მართვაში მყოფი შენობების რეაბილიტაციის.“


შპს „ლოჯიკ გრუპს“ ამ დროისთვის განხორციელებული აქვს  სამი მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. ხელშეკრულების თანახმად  შპს „ლოჯიკ გრუპმა“ სულ ჯამში უნდა განახორციელოს ხუთი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. 


გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლის  მშენებლობა დაიწყო 1957 წელს და  დასრულდა 1961 წელს. 

 

 



საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up