სპილენძის გაძვირებას უახლოეს მომავალში ელოდებიან

სპილენძის გაძვირებას უახლოეს მომავალში ელოდებიან

access_time2021-12-07 19:00:26

ბაზრის ანალიტიკოსები უახლოეს პერიოდში სპილენძის მნიშვნელოვან გაძვირებას პროგნოზირებენ და ამის მიზეზად ორ მსხვილ მომპოვებელ ქვეყანაში - ჩილეში და პერუში - მთავრობების ახალ საგადასახადო პოლიტიკას ასახელებენ.

 


ჩილეზე მოდის ამ ლითონის გლობალური ბაზრის 25% და დეკემბრის დასაწყისში ქვეყნის პარლამენტმა ეკონომიკის ამ სექტორში გადასახადების გაზრდის გადაწყვეტილება პირველი მოსმენით მიიღო.

 


სავარაუდოდ, ეს ფასების ზრდას როგორც მინიმუმ 2022-2023 წლებში გამოიწვევს, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ძვირი სპილენძის ეპოქა გაცილებით უფრო დიდხანს გაგრძელდეს.

 


ჩილეს სენატის გადაწყვეტილებით, გადასახადი სპილენძზე 2-ჯერ გაიზრდება და ბაზარზე ამ ქვეყნის წილის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ ეს ნაბიჯი შეუმჩნევლად არ ჩაივლის.

 


ლითონის მოპოვების თვითღირებულების ზრდა სხვა ქვეყნებშიცაა მოსალოდნელი - სავარაუდოდ, ჩილეს მაგალითს პერუც გაიზიარებს, სადაც გადასახადების ზრდის საკითხი უკვე განიხილება.

 


პერუზე სპილენძის მადნის მსოფლიო მოპოვების 15% მოდის. შესაბამისად, გადასახადების მკვეთრი მატება სპილენძის ბაზრის 40%-ს შეეხება.

 



პირველ რიგში გადასახადების ზრდა შეეხება  ჩილეს სახელმწიფო კომპანია Codelco-ს, რომელმაც 2020 წელს 1,6 მლნ ტონა სპილენძი მოიპოვა.

 


ზოგადად, მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში, სპილენძზე მოთხოვნა ბუნებრივად იზრდება, რადგანაც ეს ლითონი ციფრულ მოწყობილობებში ფართოდ გამოიყენება. 2021 წლის დასაწყისიდან, გლობალური ეკონომიკის აღდგენის, მზარდი ვაქცინაციის და ფისკალურ-მონეტარული სტიმულირების აქტიური ზომების ფონზე, ლითონის ფასი იზრდებოდა.

 


დოლარის დასუსტების, სპილენძის საბადოების დიდი ნაწილის გამოფიტვის და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ინფრასტრუქტურის განახლების გეგმის წყალობით, ლითონის ფასი ტონაზე რეკორდულ 10 725 დოლარამდე ავარდა.

 


თუმცა, როგორც ჩანს, მომპოვებელი-ქვეყნების მთავრობებს თავიანთი ამ რესურსიდან მაქსიმალური მოგების მიღება სურთ, და ეს ფასიც ზედა ზღვარი ვერ იქნება.

 


ანალიტიკოსების აზრით, უახლოეს პერიოდში მსოფლიო ეკონომიკას სპილენძის მცირე, დაახლოებით 1 პროცენტიანი დეფიციტი მოელის, თუმცა, ეს უმნიშვნელო დისბალანსი მოთხოვნას და მიწოდებას შორის ლითონის გაძვირებისთვის საკმარისი არ იქნებოდა.

 


2022 წლის ბოლოსთვის ეს დეფიციტიც აღმოიფხვრება, რადგანაც დაგეგმილია მოპოვების ზრდა ჩილეში, პერუში და კონგოში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში სპილენძის ღირებულება მაინც მაღალი იქნება - პირველი რიგში განახლებადი ენერგეტიკის და ავტოტრანსპორტის ელექტრიფიცირების გამო.

 


ექსპერტები ასევე არ გამორიცხავენ, რომ გადასახადის ზრდის გამო ჩილეში მცირე მომპოვებლების დიდი ნაწილი გაკოტრდება, რაც დეფიციტს გააღრმავებს.



სპილენძთან პარალელურად ძვირდება კიდევ ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ლითონი - ალუმინი, რომელიც ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, სადენების წარმოებაში, სპილენძის ალტერნატივად გამოიყენება.

 


ალუმინის გაძვირების ზრდა გამოიწია ჩინეთში დაწესებულმა შეზღუდვებმა და ეს მაშინ, როდესაც  ამ ლითონის ბაზრის 60% სწორედ ჩინეთზე მოდის.

 

 

Kommersant





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up