Spectator.us: დასავლეთი ახლა უნდა შფოთავდეს საქართველოს დამსხვრეული დემოკრატიის გამო

Spectator.us: დასავლეთი ახლა უნდა შფოთავდეს საქართველოს დამსხვრეული დემოკრატიის გამო

access_time2021-02-23 19:45:13

კავკასიის რეგიონი აზიასა და ევროპას შორის კვლავინდებურად სტრატეგიული კარიბჭეა.

2021 წლის საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის პირველი გამოვლინებები სახეზეა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გასულ კვირას მოულოდნელად თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.


ბოლო 8 წლის მანძილზე ის უკვე მეექვსე პრემიერ-მინისტრია. ყველა მათგანი ერთი პარტიის „ქართული ოცნების“ წევრები არიან, რომელიც 2012 წლიდან ქვეყნის ხელისუფლების სათავეშია.


პარტიის დამფუძნებელი, ყოფილი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პირველი პრემიერ-მინისტრი იყო. მან პოზიცია ერთ წელიწადში დატოვა და განაცხადა, რომ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს უკვე მიაღწია. ამ ფაქტს სკეპტიკურად უყურებდნენ საზოგადოებაში, შედეგად კი მათი ეჭვები გამართლდა. ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარის პოსტი შეინარჩუნა, ხოლო მისი „მემკვიდრეები“ განიხილებოდნენ, როგორც ივანიშვილის პირადი ხელქვეითები. პრემიერების პოსტიდან წასვლა კი განიხილებოდა, როგორც მათი პოსტიდან გათავისუფლება.


როგორც ჩანს, სწორედ ასე მოხდა გიორგი გახარიას შემთხვევაშიც. ყოფილი პრემიერი განმარტავს, რომ მისი გადადგომა პარტიაში უთანხმოებას უკავშირდება მისი წინააღმდეგობის გამო ოპოზიციური პარტიის წევრის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. გახარია ირწმუნებოდა რომ მელიას დაკავება ძალადობის სერიის საწყისი იქნებოდა.


მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო 2 არჩევნები გამარჯვებით დაასრულა, რაც უფრო დიდხანს არის პარტია ქვეყნის სათავეში, მით უფრო ძლიერია  ქვეყნის გადახრა დემოკრატიისგან. სასამართლო პროცესები მთელი რიგი უთანხმოებებით მიმდინარეობდა, მაგალითად გიორგი მამალაძის საქმე, რომელიც სასჯელს საეკლესიო პირის მკვლელობის მცდელობისთვის 2017 წლიდან იხდის. ეს იყო სასამართლო, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. სასულიერო პირების ნაწილი ირწმუნებოდა, რომ საქმე ჩაწყობილი იყო და მამალაძეც თავს უდანაშაულოდ ცნობდა.  მოგვიანებით, თბილისში ორი ახალგაზრდას მკვლელობის გამო დაიწყო გამოძიება, სადაც კორუფციის ფაქტებიც გამოვლინდა. ადვოკატები, რომლებიც საქმეში მონაწილეობდნენ,  ამბობდნენ, რომ მუქარის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ მაშინ, როდესაც მათი ვერსია პროკურატურის ვერსიას არ დაემთხვა. ამას მოჰყვა  მასობრივი მიტინგები, სახელმწიფოს მხრიდან სავარაუდოდ უკანონო ჩარევის წინააღმდეგ.



საპროტესტო გამოსვლების „აფეთქება“ 2019 წელსაც იყო, როდესაც ხელისუფლებამ დანაპირები საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, არ შეასრულა. რის შედეგადაც 240 ადამიანი დაშავდა და აქციის ორმა მონაწილემ დაზიანება რეზინის ტყვიებით თვალის არეშე მიიღო. ერთი წლის შემდეგ,  ჟურნალისტებმა დაიწყეს კვლევა და გამოავლინეს 2020 წლის არჩევნების დროს ხმების მოსყიდვის ფაქტები.


მას შემდეგ, რაც 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, შეიქმნა ეჭვები, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 1990-იან წლებში რუსეთში ქონება დააგროვა, ოფიციალურ მოსკოვთან საიდუმლო კავშირებს ინარჩუნებს. თუმცა „ქართული ოცნების“ რიტორიკა ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვას უსვამს ხაზს, მისი უფრო და უფრო ანტიდემოკრატიული ქცევა განიხილება როგორც დასავლური ნორმების უგულებელყოფა.


ხელისუფლება ამ დრომდე ინარჩუნებს ძალაუფლებას ოპოზიციური პარტიების არასაკმარისი სიძლიერის გამო, მათი უმეტესობა ზედმეტად პატარაა იმისთვის, რომ არჩევნებზე რამე სახის ზეგავლენა მოახდინოს.


თავის მხრივ, დასავლეთს სჭირდება საქართველოს სტაბილური დემოკრატია. კავკასიის რეგიონს ძველებურად სტრატეგიული კარიბჭის როლი აქვს ევროპასა და აზიას შორის ისევე, როგორც ეს მთელი ისტორიის მანძილზე იყო.(საქართველო იყო დაპყრობილი ხალიფატის, თურქ-სელჩუკების, ოსმალეთის იმპერიის, მეფის რუსეთის და საბჭოთა კავშირის მიერ). ასევე კავკასია ბუნებრივი რესურსების სამშობლოა, რომელიც რუსეთის ან ირანის კონტროლქვეშაა. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი დასავლეთის მხრიდან საქარველოსა და აზერბაიჯანის  მხარდაჭერისა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.


თურქეთი კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც დასავლეთმა საქართველოზე უნდა იზრუნოს. ის დრო, როდესაც თურქეთი მცირე აზიის ერთგული მოკავშირე იყო და სტრატეგიული სიახლოვე ჰქონდა ახლო აღმოსავლეთთან და რუსეთის სამხრეთ ფლანგთან, როგორც ჩანს დასრულდა. ერდოღანის მმართველობამ აჩვენა, რომ თურქეთი დასავლეთის პარტნიორად დიდხანს ვერ დარჩება, ამიტომ ვაშინგტონსა და ბრიუსელს უწევთ რეგიონალური სტრატეგიული აქტივების გადამისამართება.


საქართველო დასავლეთისთვის ერთადერთი ნამდვილი მეგობარია კავკასიის რეგიონში - ბუნებრივია იმ პირობით, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთთან მჭიდრო მეგობრობას არ გააგრძელებს, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს.

 

Spectator.us

 

მარიამ მორგოშია

 





„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-03-05 15:00:36
მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის ფორმატით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო და დეველოპერულ ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს, რომელთა უმეტესობა წლების მანძილზე დაგროვდა და სახელმწიფოს დროულ რეაგირებას საჭიროებს. როგორც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, სამშენებლო სექტორს სახელმწიფო სტრუქტურებში არ ჰყავს ერთი პირდაპირი კურატორი, რომელიც მოისმენს მათ წინაშე არსებულ...

„დავიწყეთ დარბაზის მომზადება გახსნისთვის, პირბადე სავალდებულოა, მაგრამ არა ინტენსიური ვარჯიშის დროს“ - World Class

„დავიწყეთ დარბაზის მომზადება გახსნისთვის, პირბადე სავალდებულოა, მაგრამ არა ინტენსიური ვარჯიშის დროს“ -  World Class
access_time2021-03-05 17:30:20
თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ, 15 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, ფიტნეს დარბაზები გაიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე თებერვლის ბოლო კვირაში მიიღეს. World Class-მა გახნის დღისთვის მზადება უკვე დაიწყო. პრემიუმ კლასის ფიტნეს ცენტრის შემადგენლობაში საუნაც შედის, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს ექნება შესვლის საშუალება. ხოლო პირბადის ტარება სავალდებულო წინა გახსნის დროსაც იყო, თუმცა მხოლოდ გარკვეულ ზონებში. „დავიწყეთ...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-05 21:30:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„რეგულაცია ხარჯების გაზრდას და საეჭვო გარიგებების შემცირებას გამოიწვევს“ - ლომბარდებს შსს-ისთვის ინფორმაციის მიწოდება დაევალათ ლომბარდებს, ანუ „სესხის გამცემ სუბიექტებს“ აქვთ ვალდებულება 1-ელი აპრილისთვის უკვე...


მსგავსი სიახლეები

up