სპეციალური დეპოზიტარის შერჩევა ეროვნული ბანკის უაზრო კაპრიზია, რომელიც საპენსიო ფონდისთვის დამატებითი ხარჯი იქნება - ლევან სურგულაძე

სპეციალური დეპოზიტარის შერჩევა ეროვნული ბანკის უაზრო კაპრიზია, რომელიც საპენსიო ფონდისთვის დამატებითი ხარჯი იქნება - ლევან სურგულაძე

access_time2020-05-21 10:00:35

ობლიგაციების შენახვა, სადაც საპენსიო სააგენტო ფულს დააბანდებს, შესაძლოა „საქართველოს ბანკს“ მიანდონ. საპენსიო სააგენტო სპეციალიზირებული დეპოზიტარის ტენდერის დასკვნით პროცედურას ატარებს, გამარჯვებულ კომპანიასთან 3 წლიანი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს. სპეციალიზებული დეპოზიტარის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ფინანსური ინსტიტუტი იბრძვის, აქედან ორი ქართული ბანკი („თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“), ერთი კი სომხეთის სახელმწიფო ცენტრალური დეპოზიტარია (Central Depository of Armenia OJSC).


საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ახალ ტენდერში სავარაუდოდ „საქართველოს ბანკი“ გაიმარჯვებს, რადგან ამ თემაზე საუბარი მისი თანამდებობაზე ყოფნის დროსაც მიმდინარეობდა. თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა ეროვნულ ბანკს, რომელიც ცენტრალური დეპოზიტარის ფუნქციას ასრულებს, სპეციალიზირებული დეპოზიტარის შესარჩევი ტენდერის გამოცხადება და მისთვის ყველაფრის გადაბარება.


„კომერციულ ბანკებს შეუძლიათ სპეციალური დეპოზიტარის მომსახურების გაწევა, ჩემი იქ ყოფნის დროს ორივე ქართულ ბანკს („თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“) ვესაუბრეთ, მათ თქვეს, რომ შეუძლიათ ამის გაკეთება, თუმცა იმ მოთხოვნების შესრულება რაც მათ მოუწევთ, დამატებითი დეპარტამენტის შექმნას მოითხოვს,  ეს კი საკმაოდ ძვირი დაჯდება. ვფიქრობ, ეს დამატები დანახარჯი საპენსიო ფონდისთვის ზედმეტი და უაზრო ხარჯი იქნება, რომელიც ფონდს დააწვება და შესაბამისად ხალხის თანხიდან უნდა გადაიხადონ. ახლა ტენდერი მიმდინარეობს, ჩემი ვარაუდით, ყველაფერი იქეთკენ მიდის რომ გამარჯვებული „საქართველოს ბანკი“ იქნება.


ეროვნულმა ბანკმა უნდა განსაზღვროს აკმაყოფილებს თუ არა დამატებით მოთხოვნებს ესა თუ ის ორგანიზაცია. აღნიშნული მოვალეობა ჩვენს ცენტრალურ დეპოზიტარს რომ შეესრულებინა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ რატომღაც დაიბლოკა, ძალიან გამიკვირდა რატომ და ამბობენ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ის სპეციალიზირებული დეპოზიტარი ვერ გახდება. ახლა გამოცხადებულია შესარჩევი ტენდერი და იქ 3 მონაწილეა, “საქართველოს ბანკი”, “თიბისი” და OJSC. ვფიქრობ, ეს უბრალოდ ცენტრალური ბანკის უაზრო კაპრიზია, ამიტომ გადაწყვიტა სხვას გადააბაროს ეს ფუნქცია, შეიძლება აქ რაიმე პიროვნულიც იკვეთება, არ ვიცი, მაგრამ რაღაც ვარაუდები მაქვს, თუმცა ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი“,
- განაცხადა ლევან სურგულაძემ.


ლევან სურგულაზე იმ დეტალებზეც საუბრობს, რაც სპეციალიზირებულ დეპოზიტარს დაეკისრება. მისი თქმით, დღეს ცენტრალური დეპოზიტარი ანუ სებ-ი არის სრულად აღჭურვილი ყველა იმ იარაღით, რომ ეს ფუნქცია ბოლომდე შეასრულოს, თუმცა ამ მოვალეობას თავს არიდებს.


„სპეციალიზებული დეპოზიტარის ძირითადი მოვალეობები იქნება ფასიანი ქაღალდების დეპონირება, საპენსიო აქტივების რეგულარული აღრიცხვა და ანგარიშგება. აღსანიშნავია რომ დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობა წარმოადგენს რეგულირებად საქმიანობას და საპენსიო სააგენტოს წინასწარი შერჩევის შემდეგ, სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციის შესრულების მსურველმა ორგანიზაციამ შესაბამისი ავტორიზაცია უნდა გაიაროს საქართველოს ეროვნულ ბანკთან. დღეს ცენტრალური დეპოზიტარი არის სრულად აღჭურვილი იმ ყველა იარაღით, რომ ეს ფუნქცია ბოლომდე შეასრულოს, თუმცა საქართველოს კანონში დაგროვებითი პენსიის შესახებ განასაზღვრული არის ე.წ. სპეციალიზირებული დეპოზიტარის ცნება, რომელიც მხოლოდ საპენსიო დანაზოგებს ეხება. აქ კი უკვე ცენტრალური და სპეციალიზირებული დეპოზიტარების საქმიანობები გაიმიჯნება“, - განმარტავს ლევან სურგულაძე.


აღსანიშნავია, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, ჯამურად პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა (აქტიური წევრები) 1,003,162 ადამიანს შეადგენს, რაც მთლიანად ქვეყნის მოსახლეობის 27%-ია. საპენსიო ფონდში დღეისათვის დაახლოებით 736 მილიონ ლარია მობილიზებული, ჯამურად კი ფონდში ყოველთვიურად საშუალოდ 45-50 მილიონი ლარი ირიცხება.


ნინო თამაზაშვილი




არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
access_time2020-06-03 14:55:09
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად...

2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“

 2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“
access_time2020-06-03 17:15:26
საქართველოში კაფე-რესტორნები გაიხსნა. ერთ კვირაში კი დახურული ტიპის სივრცეების გახსნაა დაგეგმილი. „არ ველოდით ამ რაოდენობის სტუმრებს, თუმცა შევძელით,რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა“ - განაცხადა  „კომერსანტის დილაში“ „ქარხანა დეველოპმენტის“ (ღვინის ქარხანა N1) გენერალურმა  დირექტორმა მერაბ ჭიქაძემ. „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველ...


მსგავსი სიახლეები

up