სპეციალისტების განცხადებით, საყდრისის მიდამოებში პრეისტორიული გამონამუშევრების კვალი არ დადასტურდა

სპეციალისტების განცხადებით, საყდრისის მიდამოებში პრეისტორიული გამონამუშევრების კვალი არ დადასტურდა

access_time2017-11-07 16:56:44

„საყდრისის კომიტეტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საყდრისის მე-2 უბანზე თითქოსდა ძველი გამონამუშევარის კვალი შეინიშნებოდა, არ დადასტურდა.


კომპანია „არემჯი გოლდის“ სალიცენზიო ტერიტორიაზე სამუშაო ვიზიტით ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები არქეოლოგები ირინა ღამბაშიძე და ზურაბ მახარაძე, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსი სპეციალისტი (არქეოლოგი) – ზურაბ გიორგაძე და საყდრისის კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ.


ეროვნული მუზეუმის, ასევე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერთსაათიანი დეტალური დათვალიერების შემდეგ, დასახელებულ ტერიტორიაზე ძველი გამონამუშევარის კვალი არ აღმოჩნდა.


„ფოტოზე ასახული ვითარება ერთი შეხედვით ჰგავდა გამონამუშევარის კვალს, ჩვენ ადგილზე მივედით, დეტალურად დავათვალიერეთ ტერიტორია, თუმცა იქ ძველი გამონამუშევარის კვალი არ აღმოჩნდა“, -განაცხადა ირინა ღამბაშიძემ.
დასახელებულ ტერიტორიაზე ძველი გამონამუშევარის კვალის არსებობას არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსი სპეციალისტი (არქეოლოგი) – ზურაბ გიორგაძე ადასტურებს.



„წარმოდგენილ ფოტოებზე ჩანდა ერთგვარი ღრმულები, თუმცა ექსპერტებმა დავათვალიერეთ ტერიტორია და ეჭვი , რომ საყდრისის მე-2 უბანზე ძველი გამონამუშევარის კვალი შეინიშნებოდა, არ დადასტურდა. მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია „არემჯი გოლდმა“ ყველანაირად შეგვიწყო ხელი, რომ დეტალურად დაგვეთვალიერებინა ტერიტორია“, – აღნიშნა ზურაბ გიორგაძემ.


„აღნიშნულმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საყდრისის კომიტეტის ბრალდებები უსაფუძვლოა და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, კომპანიის სალიცინზიო ტერიტორიაზე შესაძლოა პრეისტორიული მაღაროს არსებობის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს როგორც ეროვნული მუზეუმის ასევე კულტურული მემკვიდერეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპერტებმა, რომლებმაც დღეს დეტალურად დაათვალიერეს ტერიტორია. ჩვენ მოვუწოდებთ, საყდრისის კომიტეტს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან როგორც მედიაში ასევე საზოგადოებაში.“ – განაცხადა კომპანია „არემჯის წარმომადგენელმა ამირან ქართველიშვილმა.





ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-28 21:00:46
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....


მსგავსი სიახლეები

up