სპეციალისტები სავალუტო ჯიხურებთან ერთად, რეგულაციების გამკაცრებას ბანკებისთვისაც ითხოვენ - "სებ-ის ოფიციალური კურსი შეუსაბამობაში არც ბანკების კურსთან არ უნდა მოდიოდეს"

სპეციალისტები სავალუტო ჯიხურებთან ერთად, რეგულაციების გამკაცრებას ბანკებისთვისაც ითხოვენ - "სებ-ის ოფიციალური კურსი შეუსაბამობაში არც ბანკების კურსთან არ უნდა მოდიოდეს"

person access_time2016-10-20 09:40:21

 

სავალუტო ჯიხურების რეგულაციების გამკაცრების შემდეგ,  სპეციალისტები ანალოგიური რეგულაციების დაწესებას კომერციული ბანკებისთვისაც ითხოვენ. როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ჯიხურებს რეგულაციები დაუწესა. მათი განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, ზოგიერთი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მხრიდან გახშირდა გაცვლითი კურსების მაჩვენებლებით მანიპულირების გზით მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის ფაქტები. ასეთი ფაქტების აღკვეთისა და მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, სებ-ის პრეზიდენტის ბრძანებით, "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში" მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, განისაზღვრა საყურადღებო კურსის ცნება და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულება მომხმარებლისათვის კურსისა და საკომისიოს თაობაზე ინფორმაციის მიწოდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით.


"კომერსანტი" დაინტერესდა, როგორ აფასებენ აღნიშნულ რეგულაციას სპეციალისტები და რამდენად დროული იყო ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაცია? როგორც აღმოჩნდა,საბანკო სფეროს ექსპერტები აუცილებლად თვლიან სავალუტო ჯიხურების პარალელურად აღნიშნული რეგუალაცია კომერციულ ბანკებზეც გავრცელდეს.

 


საბანკო ექსპერტი დავით ასლანიშვილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში სავალუტო პუნქტების მხრიდან გახშირდა გაცვლითი კურსით მანიპულირება და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის ფაქტები,  კურსი, რომელიც ბაზარზე არსებულ კურსს ძალიან ჰგავს და სინამდვილეში ბევრად დაბალია. ამიტომაც, მისი თქმით, შექმნილი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა რეგულაცია, რომლის საფუძველზეც გარე სავალუტო ბაზრის გაკონტროლება მოხდება.



„განსაკუთრებით ასეთი სიტუაციაა შარდენზე და აღმაშენებელის გამზირზე, ანალოგიური მდგომარეობაა ბათუმში. აქ არსებული სავალუტო ჯიხურები მიმდინარე სავალუტო კურსის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ. როდესაც ლარის გაცვლითი კურსი არის 2.36 -2.37-ზე (ყიდვა-გაყიდვა), ამ კონკრეტულ უბნებში ყიდვა იყო 2.10 და გაყიდვა - 2.37 . ასეთი კურსი სავალუტო კურსის ცვლილებას ამახინჯებს. შესაძლოა, ეს ტურისტებზეა გათვლილი. ეს არ ეხება ყველა სავალუტო ჯიხურს. სავსებით რეალური კურსია რკინიგზის სადგურზე, პეკინზე. როგორც ჩანს, ტურისტული ნაკადის მოზღვავებამ განაპირობა ის, რომ გადამცვლელ პუნქტებს ასეთი ტაქტიკა აერჩიათ" -აცხადებს ასლანიშვილი.



მისი განმარტებით, ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაციები მიზნად ისახავს ამ დამახინჯებული სისტემის გამოსწორებას. როგორც ასლანიშვილი ამბობს, კარგი იქნება თუ სავალუტო ჯიხურებზე დაწესებული რეგულაცია კომერციულ ბანკებზეც გავრცელდება.



ასლანიშვილი იმედოვნებს, რომ გავრცელებული მოსაზრება,თითქოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ჯიხურებზე დაწესებული რეგულაცია უკავშირდებოდეს რეგულატორის სურვილს გააუქმოს ისინი და მოაქციოს კომერციულ, ბანკებში, სიმართლეს არ შეესაბამება. „ასეთ რისკსაც არ გამოვრიცხავ. იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა. ეროვნულმა ბანკმა განმარტა, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა"-აცხადებს ასლანიშვილი.

 


ეროვნული ბანკის მხრიდან სავალუტო ჯიხურებზე დაწესებული რეგულაციას მიესალმება „პირადი ბანკირის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ბერძენაძეც. მისი თქმით, აუცილებელია ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული რეგულაციების კონტროლი განახორციელოს.



როგორც ბერძენაძე განმარტავს, ეროვნული ბანკის მხრიდან დეტალურად უნდა იყოს გაწერილი კონტროლის სხვადასხვა მექანიზმები. კერძოდ, უნდა იყოს გაწერილი ორივე მხარის უფლებები. „სამწუხაროდ არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც მხოლოდ ერთი მხარის ინტერესები არის ხოლმე გათვალისწინებული"-აცხადებს ბერძენაძე.



მისი თქმით, აღნიშნული რეგულაცია კომერციულ ბანკებსაც უნდა შეეხოს და ზოგადად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი შეუსაბამობაში არ უნდა მოდიოდეს არც სავალუტო ჯიხურებში არსებულ კურსებთან (კურსთა შორის სხვაობები) და არც კომერციულ ბანკებში არსებულ კურსებთან.



რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ აღნიშნული ნაბიჯი შესაძლოა, ემსახურებოდეს იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა გააუქმოს სავალუტო ჯიხურები და ისინი კომერციულ ბანკებში გადავიდნენ, ბერძენაძე განმარტავს, რომ ეროვნული ბანკი თავის თითოეულ გადაწყვეტილებაში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კომერციული ბანკები გააძლიეროს, რაც  ძალიან ცუდია.



„თუ ეს ჩანაფიქრი აქვს ეროვნულ ბანკს, ვფიქრობ, რომ აქ ძალიან დიდი ბომბა დევს,რომელიც საფინანსო სისტემას და ეკონომიკას ძალიან ცუდად შემოუბრუნდება. ასეთ შემთხვევაში ძალიან ცუდ პრეცედენტთან გვექნება საქმე, რადგან მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ყველაფერი ბანკების ხელშია მოქცეული, მითუმეტეს, სავალუტო ოპერაციები. შავი ბაზარი სამწუხაროდ ისედაც არსებობს და ამ შემთხვევაში მისი წილი ძალიან გაიზრდება. მივიღებთ შავ ბაზარს, რომელიც დერეგულირებული იქნება "-აცხადებს ბერძენაძე.

 


„საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე განმარტავს, რომ ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაცია დროული და კარგია. მისი თქმით, მომხმარებლები „საზოგადოება და ბანკებს" დარღვევებთან დაკავშირებით მიმართვდნენ, რომლებიც ეროვნული ბანკისგან დახმარებას ითხოვდნენ. როგორც კეპულაძე ამბობს,აღნიშნული ცვლილება და რეგულაცია სწორედ ამან გამოიწვია.



კეპულაძის თქმით, პრობლემა არსებობდა რამდენიმე სავალუტო ჯიხურთან დაკავშირებით, რომლებიც ძირითდად ტურისტულად მიმზიდველ უბნებში იყო განლაგებული.მათ შორის, რუსთაველის გამზირზე, ლესელიძეზე.



„ასეთ ჯიხურებს გადახურდავებისას გარკვეული საკომისიო ჰქონდათ, თუმცა, ეს თვალსაჩინოდ მითითებული არ იყო. გარდა ამისა, პატარა ფურცელზე ყიდვის ადგილას წერდნენ გაყიდვის კურსს და პირიქით. ასეთ დროს რეალურად, მომხარებელი შეცდომაში შედიოდა, რაც თავისთავად პრობლემებს იწვევდა"-აცხადებს კეპულაძე.



რაც შეეხება იმას,რომ მსგავსი რეგულაცია უნდა გავრცელდეს თუ არა კომერციულ ბანკებზე, კეპულაძე ამბობს, რომ ბანკებში ვალუტის გაცვლა და ზოგადად, ბანკების რეგულირება კანონებით „ეროვნული ბანკის შესახებ" და „ეროვნული ბანკის შესახებ" ხდება.


„ მათ რეგულაციები არ აკლიათ, გარდა ამისა, ბანკებში ვალუტის გადახურდავებაზე დამატებითი საკომისიო არ არის, უბრალოდ შესაძლოა, მაღალი მარჟაა, თუმცა, ეს თვალსაჩინოდაა მითითებული. ეს რეგულაცია სავალუტო ჯიხურებს ეუბნება, რომ როგორც უნდა ისე გაყიდოს, უბრალოდ,მომხმარებელი იყოს ინფორმირებული. ბანკის შემთხვევაში ეს აბსოლუტურად სრულდება"-აცხადებს კეპულაძე.

 


სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცვლილების მიხედვით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსის, მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის (ასეთების არსებობის შემთხვევაში) შესახებ. საყურადღებო კურსი - ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ განსაზღვრული კურსია, რა დროსაც ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა 3%-ს აღემატება.




ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის შესახებ კლიენტისათვის თვალსაჩინო ადგილას (სალაროსთან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დაფაზე) განთავსება, ყიდვა-გაყიდვის კურსის ამსახველი ანალოგიური შრიფტის ზომით. აღნიშნული წესის მიხედვით, ვალუტის ყიდვისა და ვალუტის გაყიდვის კურსების ამსახველი დაფა უნდა გაფორმდეს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და თანმიმდევრობის დაცვით.




ამასთან, წესში დაზუსტდა ქვითრის გაფორმების საკითხები. ამიერიდან, პუნქტი ვალდებული იქნება მომხმარებელს ხელი მოაწერინოს ვალუტის გადაცვლის ოპერაციის ქვითარზე, რაც მომხმარებელს დამატებით საშუალებას მისცემს კიდევ ერთხელ გაეცნოს მის მიერ განხორციელებული გადაცვლის ოპერაციის პირობებს.




აღსანიშნავია, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მხრიდან მომხმარებელთა ინფორმირების ვალდებულების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, პუნქტის მფლობელს რეგისტრაციის გაუქმებიდან შემდეგი 2 წლის განმავლობაში არ ექნება უფლება ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს. ამასთანავე, ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნული პირი არ იქნება უფლებამოსილი იყოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის პარტნიორი/აქციონერი, მართველობითი ორგანოს წევრი ან/და დირექტორი.


 



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-06 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.მაია სიდამონიძე: უახლოესი ორი წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში უცხოელი ტურისტები გამოჩნდნენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოში შემოსული ავიარეისების ¾-ს სწორედ ქვეყნის...

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა
access_time2020-08-06 17:40:00
პირველად ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზას ტვირთის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი გაეზარდა. სატვირთო გადაზიდვები სახელმწიფო კომპანიის შემოსავლის ყველაზე დიდ ნაწილს აგენერირებს. 2019 წელს რკინიგზამ ამ გზით 109.4 მლნ დოლარი მიიღო, რაც წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლის ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია როგორც მშრალი, ასევე თხევადი ტვირთების გადაზიდვებმა. ჯამში რკინიგზამ გასულ წელს 174.2 მლნ დოლარის შემოსავალი...

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-06 16:00:25
6 აგვისტოს, ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, ტავის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ. 20 აგვისტომდე ფრენები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება:✔️ რიგა - თბილისი | ყოველ...

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე
access_time2020-08-06 16:30:15
ქვევრის ლუდის გამოჩენამ არამარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორია დამზადების ტექნოლოგია, როგორ ხვდება ლუდი ქვევრში, რამდენად მაღალია მომხმარებლების დაინტერესება და რა პოზიცია უჭირავს ქვევრის ლუდს საერთაშორისო ბაზარზე – ამ დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ მწარმოებელი კომპანიის Gotsa Wines-ის მფლობელს ბექა გოცაძეს დაუკავშირდა. „როგორც მეღვინეობაში მთავარი არის ყურძენი და ვენახი, ისე ლუდში მთავარია ალაოდა...

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის
access_time2020-08-06 19:50:38
ბოლო თვეებში ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის, 5 წლიანი უწყვეტი ზრდის შედეგები მე-2 კვარტალში დაინგრა, როდესაც ქვეყნის მშპ, ინვესტიციების და შიდა მოხმარების ვარდნის გამო 9,5%-ით დაეცა. 2020 წლის მე-2 კვარტალი ეკონომიკური თვალსაზრისით, ბოლო 75 წლის მანძილზე ყველაზე საშინელი იყო. ამის კარგი მაგალითია ნიუ-იორკი, სადაც მარტის დასაწყისიდან 2800 საწარმო დაიხურა, ხოლო 240 000 მცირე ოჯახური კომპანიიდან (ყავახანები, სილამაზის სალონები, პატარა...


მსგავსი სიახლეები

up