სპეციალისტები ბიზნესში დასაქმებულთა ხელფასების ზრდის სტატისტიკას ვერ ხსნიან

სპეციალისტები ბიზნესში დასაქმებულთა ხელფასების ზრდის სტატისტიკას ვერ ხსნიან

person access_time2016-06-07 13:00:44

2016 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 70,7 ლარით გაიზარდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ბიზნესსექტორში საშუალო ხელფასმა 922,4 ლარს მიაღწია. მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესში დასაქმებულთა საშუალო ხელფასები.


თუ მსხვილ ბიზნესში საშუალო ხელფასი 1092,2 ლარია, საშუალო ბიზნესში 724,8 ლარი, ხოლო მცირე ბიზნესში – 513,1 ლარი.


საინტერესოა, რამ განაპირობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასის 70-ლარიანი მატება?


გადასახადის გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელი გიგლა მიქაუტაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, რამდენ ადამიანს გაეზარდა ხელფასი, რადგანაც საშუალო მაჩვენებლის ზრდა, შესაძლოა, გამოეწვია ტოპმენეჯერების ხელფასების ზრდას.


„მნიშვნელოვანია არა საშუალო ხელფასი, არამედ მედიანა. საშუალო ხელფასი შეიძლება ტოპმენეჯერების ხელფასების ზრდის ხარჯზე გაიზარდოს. ამიტომ ასე ცალსახად ეს რიცხვი არაფერს გვეუბნება. ეს შეიძლება იყოს არა ეკონომიკური ბუმის ბრალი, არამედ ინფლაციის გამო დამქირავებლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება“,- აცხადებს გიგლა მიქაუტაძე.


კითხვაზე, სმენია, თუ არა რომელიმე კომპანიაში ინფლაციის გამო ხელფასების გაზრდის შესახებ, მიქაუტაძე პასუხობს, რომ ასეთი ინფორმაცია არ აქვს.


მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ საქსტატი გაავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებაც, თუ რამდენად მოიმატა ანაზღაურებამ მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესში ცალ-ცალკე.


„ჩვენ 700 ათასი დასაქმებულიდან 500 ათასი გვყავს ადამიანი, რომელსაც დაახლოებით 500 ლარი აქვს ხელფასი. აქ თუ არის ზრდა, ამის შეფასება იქნებოდა საინტერესო“,- აცხადებს მიქაუტაძე.


სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე კი მიიჩნევს, რომ ამ მაჩვენებლებს ზომიერი ოპტიმიზმით უნდა შევხედოთ, რადგანაც „ეკონომიკური სასწაული“ ნამდვილად არ მომხდარა. მისი შეფასებით, 70-ლარიანი მატება დაახლოებით 8%-9%- იანი მატებაა და თუ ინფლაციურ ფაქტორებსაც გავითვალისწინებთ, განსაკუთრებული მატება არ არის.


„თუ საშუალო ხელფასის ზრდა მოხდა რეალური სექტორის ხარჯზე და შემცირდა ბიზნეს აქტიურობა რომელიმე დარგში, მაგალითად სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ამან შეიძლება გავლენა ვერ მოახდინოს დასაქმებულთა რაოდენობაზე, მაგრამ მოახდინოს გავლენა ხელფასის ოდენობის ზრდაზე. ანუ შემცირდეს დაბალანაზღაურებადი სამუშაოები და გაიზარდოს მაღალანაზღაურებადის რიცხოვნობა“,- აცხადებს სოსო არჩვაძე.


გასულ წელს ქვეყანაში სულ მილიონ 780 ათასი ადამიანი ფიქსირდებოდა დასაქმებულად. აქედან დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების სახელმწიფო პროგრამით 458 ათასამდე ადამიანმა ისარგებლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანების თვიური შემოსავალი თვეში 500 ლარს არ აღემატებოდა.



 




BAG-ის ინიციატივით,შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება

BAG-ის ინიციატივით,შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება
access_time2019-12-06 10:55:02
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინიციატივით და მიმართვის საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ბოლო სამი თვეა მიმდინარეობდა კონსულტაციები და გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ, როგორც...

ინფრასტრუქუტურის ყოფილი მაღალჩნოსნები ქართულ სამშენებლო ბიზნესში უცხოური კომპანიების დომინირებას აფასებენ

 ინფრასტრუქუტურის ყოფილი მაღალჩნოსნები ქართულ სამშენებლო ბიზნესში უცხოური კომპანიების დომინირებას აფასებენ
access_time2019-12-06 11:40:11
ქართულ სამშენებლო სექტორში უცხოური კომპანიების დომინირებაზე „კომერსანტმა" სხვადასხვა მხარის პოზიციები არაერთხელ გააჟღერა. ამჯერად ყოფილი მინისტრებისა და საავტომობილო დეპარტამენტის მაღალჩინოსნების პოზიციით დავინტერესდით. უფრო კონკრეტულად კი,  რატომ გაქრნენ ადგილობრივი  კომპანიები სამშენებლო სექტორიდან მაშინ, როდესაც წლების წინ ქვეყანაში არსებული სამუშაოების 80 პროცენტს ქართული კომპანიები ასრულებდნენ? ამ კითხვებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და...

„საქართველოში პენსია არ გვაქვს, ეს მხოლოდ ერთჯერადი დახმარებაა“

„საქართველოში პენსია არ გვაქვს, ეს  მხოლოდ ერთჯერადი დახმარებაა“
access_time2019-12-06 10:50:58
„არ მეგონა სიბერის თუ შემეშინდებოდა, ხვალინდელი დღის კი არა უკვე დღეს დაღამებისაც მეშინია, რადგან მშიერი ვიძინებ. ამას ცხოვრება ჰქვია? ყველაფერი გაგვიძვირდა, საარსებო საჭმელს ვეღარ ვყიდულობ.არის პროდუქტები, რომელზეც დიდი ხანია უარი ვთქვი, მაგალითად ხორცი, ვეღარ ვყიდულობ იმიტომ, რომ ძალიან გაძვირდა. ხილსაც იშვიათად ვყიდულობ, ისიც თითო-თითოს. არაფერს ვამბობ წამლებზეც, რომელშიც მთელი ჩემი პენსია იხარჯება. პირადად მე რამდენიმე წამალს ვსვამ და...

ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
access_time2019-12-05 14:50:25
5 დეკემბერს, ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  5 დეკემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონრები და სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ერთობლივი სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებულ ლიბერთის...

სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა აკაკი ზოიძის მიერ ჯანდაცვის სფეროსთვის განხორციელებული ღირებული საკანონმდებლო ინიციატივა ვერ გაიხსენეს

სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა აკაკი ზოიძის მიერ ჯანდაცვის სფეროსთვის განხორციელებული ღირებული საკანონმდებლო ინიციატივა  ვერ გაიხსენეს
access_time2019-12-06 10:00:44
უმრავლესობის დეპუტატმა და ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარემ აკაკი ზოიძემ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი პოლიტიკიდან წასვლა კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას უკავშირდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორცილების დროს, რა კანონპრექტი შეიმუშავა ჯანდაცვის კომიტეტის...


მსგავსი სიახლეები

up