სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ინდოეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა

სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ინდოეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა

access_time2016-03-08 10:00:57

ტურისტული სექტორის ახალი ტენდენციები და ზამთრის სეზონის შედეგები – 2016 წლის თებერვლის მონაცემებით საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 24%-ით გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ ზაფხულის სეზონიც წარმატებული იქნება. რამდენად მეტყველებს გაუმჯობესებული სტატისტიკა ზამთრის სეზონის წარმატებაზე და როგორ ემზადება ქვეყანა ზაფხულის სეზონისთვის. 


გადაცემა „ეკონომეტრის“ კითხვებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ უპასუხა. 


- საქართველოში ბოლო ორი თვის მანძილზე ტურისტების ნაკადის ზრდის საკმაოდ დადებითი დინამიკა შეინიშნება. რაზე მიუთითებს ეს ციფრები, რამ განაპირობა ტურისტების ნაკადის ზრდა და რამდენად აისახა ეს კურორტებზე? 


- 24%-ით არის გაზრდილი მხოლოდ თებერვლის თვეში იმ საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა და ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. ციფრებში რომ გადავიყვანოთ ეს არის 70 000 ახალი ვიზიტი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შევძელით და შევქმენით ისეთი ტენდენცია ტურისტების ზრდის, რომელიც აღარ არის მიბმული რომელიმე კონკრეტულ თვეზე ან პერიოდზე. თითქმის ერთი წელია ყოველთვიურად იზრდება ტურისტების და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა საქართველოში, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ის პოლიტიკა, ის სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ ვაწარმოეთ და ის სტრატეგია აბსოლუტურად გამართლებული აღმოჩნდა და ჩვენ არამარტო კონკრეტულად რომელიმე სეზონზე ან თვეზე მივაღწიეთ ზრდას, არამედ ყოველთვიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა. 


- ზრდას რაც შეეხება, განსაკუთრებით შესამჩნევია არატრადიციული ქვეყნებიდან. მაგალითად როგორიცაა ფილიპინები და ინდოეთი. ასევე ორი თვის მაჩვენებლით მნიშვნელოვანი ზრდა არის არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან. რამ გამოიწვია ამ ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადის ასეთი შთამბეჭდავი ზრდა ძალიან მოკლე პერიოდში?



 - წინა წლის დასაწყისში ჩვენ განვსაზღვრეთ ახალი ბაზრები, საიდანაც შეიძლებოდა მეტი ტურისტი შემოგვეყვანა. ეს ერთი მხრივ იყო გეგმა, რომ გაგვეზარდა ტურისტების რაოდენობა. ასევე იყო გეგმა, რომ ბაზრების დივერსიფიცირება გაგვეკეთებინა, რათა ნაკლებად ვყოფილიყავით დამოკიდებული რეგიონში განვითარებულ სიტუაციაზე ან ტრადიციულ ბაზრებში განვითარებულ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მოვლენებზე. სპარსეთის ყურის ქვეყნები მაშინ ჩვენ განვსაზღვრეთ, როგორც სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალის მქონე ბაზრები. ჩვენ ერთობლივად, მთავრობასთან ერთად გავაკეთეთ ის, რომ ამ ბაზრებზე გავხსენით უვიზო მიმოსვლის საშუალება რეზიდენტებისათვის. ეს არის ხალხი, ვინც მუშაობს მაგალითად დუბაიში, აქვს სამსახური და დაზღვევა, მაგრამ არ არის დუბაის მოქალაქე. ამის შედეგად ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ასეულობით პროცენტით განისაზღვრება ზრდა და ეს არ არის მარტო ბოლო ორი თვის მონაცემები. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ 2015 წლის მნიშვნელოვან პერიოდზე, სადაც ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა არის. რაც შეეხება, ინდოეთს. ინდოეთი ერთ-ერთ საინტერესო ბაზრად განვსაზღვრეთ და ბევრი აქტივობა ჩავატარეთ. მე პირადადაც გახლდით ნიუ-დელიში და მუმბაიში, სადაც ჩვენ 200 სხვადასხვა ტურისტულ კომპანიას შევხვდით. ჩავატარეთ პრეზენტაციები საქართველოს შესახებ. ასევე სხვა აქტივობებმა გამოიწვია ის, რომ სპარსეთი ყურის ქვეყნები და ინდოეთი ტურისტების დიდი ზრდით გამოირჩევა. 


- თებერვალში ასევე მნიშვნელოვანი 80%-იანი ზრდა დაფიქსირდა ირანიდან, სადაც სავიზო რეჟიმი სულ ახლახანს გაუქმდა. ზოგადად რამდენად აზარალა ირანთან სავიზო რეჟიმმა ტურიზმის ნაკადი და როგორ გგონიათ რამდენად შენარჩუნდება ზრდის ასეთი ტენდენცია მომავალში?


 - ზრდის ტენდენცია აუცილებლად შენარჩუნდება. ირანი გახლდათ ისეთი სპეციფიური ბაზარი, სადაც უვიზო მიმოსვლას დიდი და მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა მიზეზების გამო. დღეს ირანი უფრო ღია ხდება მსოფლიოსთვის, ეკონომიკური მონაცემებითაც. ჩვენი მთავრობის აბსოლუტურად ადეკვატური და დროული გადაწყვეტილება, რომ უვიზო მიმოსვლა დანიშნულიყო ირანთან, გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ დავუბრუნდებით იმ მაჩვენებლებს, რომლითაც ირანი ერთ-ერთი ლიდერი იყო საქართველოში შემოსვლების კუთხით. 15 თებერვალს იყო პირველი დღე, როცა გახდა ირანელებისთვის უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან და პირველივე დღეს პირველივე ტურისტები გახლდათ იმ ჟურნალისტებისა და ტურ-ოპერატორების ჯგუფი, რომლებიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოიწვია საქართველოში, რათა აღვადგინოთ პოზიციები ირანის ბაზარზე მაქსიმალურად სწრაფად. ირანიდან ინტერესი არის და ჩვენ ამას ყველანაირად ხელს შევუწყობთ. ასევე არის ინტერესი, რომ დაინიშნოს პირდაპირი ავია მიმოსვლა. უკვე სამ ავიაკომპანიას მომართული აქვს ფრენების ნებართვაზე, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ იმ აქტივობების და ავიაკომპანიების შემოსვლასთან ერთად ირანი ერთ-ერთი საინტერესო ბაზარი გახდება. 


- ინტერესი ევროპის ქვეყნებიდანაც იზრდება, მაგალითად როგორიცაა საფრანგეთი, იტალია და ასევე დიდი ბრიტანეთი. თითქმის ყველგან ორი თვის მონაცემებით 29%-იანი ზრდაა. თუმცა ფაქტია, რომ მაინც აღმოსავლეთის ქვეყნებიდან უფრო მეტი არის ინტერესი. თქვენი აზრით რაზე მიუთითებს ეს ტენდენცია, რატომ მოდის მეტი ტურისტი აზიიდან? 


- აზიიდან მეტი ტურისტის მოსვლაზე ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ. მე შემიძლია გავაგრძელო ამ თემაზე საუბარი, თუ რატომ გამოვყავით სპარსეთის ყურე, როგორც საინტერესო ქვეყნები და საინტერესო ბაზრები. მოგეხსენებათ, რომ ამ რეგიონთან საქართველოს აკავშირებდა 3 ავიაკომპანია. საკმაოდ მოკლე იყო ფრენის ხანგრძლივობა და ჩვენ შევძელით ის, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებში არსებული ადამიანები დაგვეინტერესებინა იმით, რომ საქართველოში ემოგზაურათ, ემოგზაურათ განსხვავებულ კულტურულ და გეოგრაფიულ არეალში. ეს წარმატებით მიმდინარეობს თუ შევხედავთ იმას, რომ ასეულობით პროცენტით არის ზრდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ მივაღწიეთ ზრდის ისეთ ტენდენციას, რომელიც აღარ არის დამოკიდებული ამა თუ იმ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, ვგულისხმობთ სწორედ იმას, რომ ირანიდან 82%-იანი ზრდაც კი, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავია მთლიან მაჩვენებელში, დაახლოებით 800 ადამიანია, როდესაც ჩვენ 70 000 ადამიანზე ვლაპარაკობთ. 


- რაც შეეხება ევროპიდან ტურისტების რაოდენობის ზრდას, თქვენი აზრით რამდენად შეუწყობს ხელს ახალი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოსვლა და ახალი მიმართულებების გაჩენა ქართულ ბაზარზე? 


- მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ სახმელეთო შემოსვლები საკმაოდ დიდ წილს იკავებს ტურისტული შემოსვლების თვალსაზრისით და სწორედ ტურისტული პოტენციალის მომავალი განვითარება დამოკიდებული იქნება და არის დღესაც იმაზე, თუ რამდენი ავიაკომპანია იფრენს საქართველოში და მითუმეტეს დამოკიდებული იქნება, ეს ავიაკომპანიები რა ფასად შესთავაზებენ მომხმარებლებს საქართველოში მოგზაურობას. ის, რომ სექტემბრის თვიდან 6 ახალი მიმართულება დაემატება მხოლოდ ერთი ავიაკომპანიის საშუალებით, რომელიც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა და ბაზა ექნება ქუთაისში. ეს 6 ახალი რეისი ხელს შეუწყობს იმას, რომ ევროპიდან მეტი ადამიანი დავაინტერესოთ საქართველოში მოგზაურობით. ამის პარალელურად მარკეტინგულ აქტივობებსაც ჩავატარებთ ამ ბაზარზე.



მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-14 21:00:38
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...


მსგავსი სიახლეები

up