სპარსეთის ყურის ქვეყნები ნავთობის გაიაფების შედეგებს უპრეცედენტო ზომებით ებრძვიან

სპარსეთის ყურის ქვეყნები ნავთობის გაიაფების შედეგებს უპრეცედენტო ზომებით ებრძვიან

person access_time2016-01-18 20:30:59

ინტერნეტ-გამოცემა „ბლუმბერგის“ თანახმად, ირანს მოეხსნა მრავალწლიანი სანქციები. ამასობაში კი, სპარსეთი ყურის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები დადგნენ მძიმე ეკონომიკური გამოცდის წინაშე, რომელიც მათ არ ჰქონიათ გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ. 

 

ხსენებული ქვეყნების მთავრობები უპრეცედენტო ზომებს მიმართავენ რათა გაუმკლავდნენ ნავთობის გლობალური გაიაფებით გამოწვეულ სავალალო შედეგებს. პირველ რიგში, მიმდინარეობს საკმაოდ ხელგაშლილი სოციალური პროგრამების შეკვეცა ბიუჯეტის მზარდი დეფიციტის შესავსებად. ზოგიერთ ქვეყანაში კონტრაქტორებს მთავრობები უგვიანებენ გადასახადს, ამასობაში კი, კომპანიები კვეცავენ დასაქმებულთა რაოდენობას ხარჯების შემცირების მიზნით.

 

თეირანის გარდა, ახლო აღმოსავლეთის სააქციო ბირჟების ინდექსები დაეცა გამომდინარე იმ რეალური პერსპექტივიდან რომ მსოფლიო ბაზარზე ირანის ნავთობის დამატება კიდევ უფრო გაზრდის გლობალური ნავთობის სიჭარბეს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო გააიაფებს ნავთობს. დღეს მისი ფასები 30 დოლარზე დაბალია, რის გამოც ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების მთავრობებს მოუწევს კიდევ უფრო მეტად შეამცირონ ის სოციალური პროგრამები, რომლებითაც წლების განმავლობაში სარგებლობდნენ ხსენებული ქვეყნების რიგითი მოქალაქეები.  

 

სპარსეთის ყურის ქვეყნები ბოლო 40 წლის განმავლობაში დიდად იყვნენ დამოკიდებულნი ნავთობისა და გაზის ექსპორტსა და სახელმწიფო-საზოგადოებრივ ხარჯებზე. ამის გარდა, მათთვის სხვა პოლიტიკა ცნობილი არ იყო და ბუნებრივია, შექმნილ ვითარებაში არ არსებობს სწრაფი გამოსავლის მოძებნის საშუალება. ცხადია, ნავთობის გაძვირების გარეშე, რეფორმების მთელი სიმძიმე აღნიშნული ქვეყნების რიგით მოქალაქეებს დააწვება, რომლებმაც თვალი უნდა გაუსწორონ შემოსავლების შემცირებას. 



იმ დროს როცა ირანის ეკონომიკა სერიოზულ ზარალს განიცდიდა ბირთვული პროგრამით შემოღებული სანქციების გამო, სპარსეთის ყურის ქვეყნები თავიანთ ფინანსურ რეზერვებს ავსებდნენ. ყველა მათგანმა ჩამოაყალიბა სუვერენული ფონდები, რომლებიც თავიანთ აქტივებში იძენდნენ აქციებს გლობალური კომპანიებისა დაწყებული ბრიტანული „ბარკლაის“ ბანკით, დამთავრებული ამერიკული „ჯენერალ ელექტრიკით“. სამთავრობო სექტორში დასაქმებულები ძირითადად ადგილობრივი მოქალაქეები იყვნენ, ხოლო კერძო სექტორში ძირითადად უცხოელები საქმიანობდნენ.


სტატიაში ვკითხულობთ:

 

„გასული წლის პირველი თერთმეტი თვის განმავლობაში, საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის აქტივებმა 96 მილიარდი დოლარით იკლო და შეადგინა 628 მილიარდი დოლარი. მთავრობამ გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე გაიტანა სახელმწიფო ვალდებულების ფასიანი ქაღალდები, რათა ამოევსო ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ეკონომიკური პროდუქტის 15 პროცენტს აღწევს. გარდა ამისა, ხელისუფლება აპირებს წილების გაყიდვას ისეთ სახელმწიფო აქტივებში, როგორიცაა ავტომაგისტრალები და აეროპორტები. შესამჩნევად შემცირდა საწვავის სუბსიდირებაც. არ გამორიცხავენ აგრეთვე საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობსარეწი კომპანიის ნაწილობრივ პრივატიზაციასაც. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, არც ერთი შესაძლო ეკონომიკური რეფორმა არაა ტაბუდადებული. 

 

მსგავსი რეფორმები ტარდება სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებშიც. ბაჰრეინსა და ომანში გაძვირდა საწვავი, გაუქმდა კორპორატიულ გადასახადებზე ყველანაირი შეღავათები. სუბსიდიები შემცირდა გაერთიანებულ არაბთა ემირატებსა და ყატარში. ესაა ორი ქვეყნა, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, ყველაზე უკეთ არიან მომზადებულნი გლობალურ ბაზრებზე ნავთობის სიჭარბისთვის. აქ გასათვალისწინებელია ამ ქვეყნების აქტივების სიდიდე შედარებით მცირერიცხოვანი მოსახლეობის პირობებში. 

 

ერთერთი ანალიტიკოსის თქმით, მმართველებსა და რიგით მოქალაქეებს შორის პოლიტიკური კონტრაქტი გულისხმობს ქვეყნის მატერიალური დოვლათის ფართო განაწილებას. ცხადია, ამ მხრივ ნებისმიერ ცვლილებას ექნება გარკვეული პოლიტიკური შედეგებიც. 

 

შექმნილი ვითარება გარკვეულად მტკივნეულია რეგიონის ფინანსური ბაზრებისთვის. ბანკთაშორისი სესხება შესამჩნევად გაძვირდა. ამასობაში კი ინვესტორები კითხვის ქვეშ აყენებენ ცენტრალური ბანკების მზადყოფნას- მომავალშიც გააგრძელონ ეროვნული ვალუტების დოლარის კურსთან დაფიქსირების პოლიტიკა - ნათქვამია ინტერნეტ-გამოცემა „ბლუმბერგის ბოლო გამოშვებაში. 



რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი გააკეთა. „ქართული ოცნების“...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-09-17 13:00:26
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივებას, მათი რაოდენობის გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას. დღევანდელი მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. Mastercard–ის უნიკალურ...


მსგავსი სიახლეები

up