„სპარი“ლოჯისტიკურ ცენტრს აამოქმედებს

„სპარი“ლოჯისტიკურ ცენტრს აამოქმედებს

access_time2019-11-12 16:00:01

„დამოუკიდებელი დილერების სიცოცხლისუნარიანობა დაღმავალ ტრენდს აჩვენებს“-ამის შესახებ „სპარის“ მმართველმა დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.მისი განმარტებით, ამის გათვალისწინებით, „სპარი“ უბნის მაღაზიის ტიპის ბიზნესებს თავის პირობებს სთავაზობს, რაც ფრანჩიზაში გამოიხატება. „ვყიდით ერთგვარად ბრენდს, მათ შეუძლიათ „სპარის“ ბრენდით ისარგებლონ“, – აცხადებს მანჯგალაძე.


მისივე განცხადებით, 2020 წლიდან იგეგმება „სპარის“ ლოჯისტიკური ცენტრის ნაწილობრივ ამუშავებაც. „ლოჯისტიკური ცენტრი არის ის, რომ ჩვენ მომხმარებელთან ვუზრუნველყოთ ის, რომ პროდუქტი მუდმივად გვქონდეს, რაც შეეხება მომწოდებელთან და მწარმოებელთან ურთიერთობას, მწარმოებლიდან საცალო გაყიდვამდე რაც უფრო შემცირდება ის გზა, რაც მომხმარებლამდე მიიტანს პროდუქტს, შეამცირებს იმ ხარჯებს რაც შემდეგ მომხმარებლის გასახდელია,“ – აცხადებს მანჯგალაძე.


კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ლოჯისტიკური ცენტრების განვითარება და ამაში მონაწილეობა, რომ ფასიდან სადისტრიბუციო დანახარჯების ამოგდება მოხდება, მანჯგალაძე განმარატვს, რომ სადისტიბუციო დანახარჯების ამოგდება სრულად ვერ მოხდება. „ფაქტია, რომ რგოლის ამოგდებით, მწარმოებლის მომხმარებლამდე ხარჯის ფაქტორი უნდა შემცირდეს“-აცადებს მანჯგალაძე.



მისივე განმარტებით, „სპარი“ ვითარდება არამარტო თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით და აქვს განვითარების გეგმაც. „სპარს“ დღევანდელი მდგომარეობით, ყველაზე მცირე ფორმატის (80 კვადრატული მეტრი) მაღაზიაში 3 200 სახეობის პროდუქტი აქვს წარმოდგენილი. ყველაზე დიდი ფორმატის მაღაზია კი დღეს ქუთაისშია.


„შესულები ვართ სვანეთში, ათვისებული გვაქვს კახეთის რეგიონი. განვითარების გეგმა კომპანიას საქართევლოს ყველა რეგიონში აქვს. არსებობს აგრესიული განვითარების გეგმა, არამხოლოდ მაღაზიების განვითარებით, არამედ პარტნიორობის და ფრანჩაიზინგის გზით. მილიონი ლარის ბრუნვა ერთ დღეში გვიგენერირდება ჩვენს ქსელში არსებული დაახლოებით 240 მაღაზიიდან, აქედან 26 პარტნორია და აქვს 100 მაღაზია“-აცხადებს მანჯგალაძე.


მისივე განცხადებით, კომპანია „სპარი“ ჰოლანდიაში 1932 წელს დაარსდა. საქართველოში კი ის 1995 წლიდან ოპერირებს.


„ბიზნესპარტნიორი“


თეგები:
სპარი



გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად

გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად
access_time2020-09-20 20:13:05
“ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ქვეყანა მივიღეთ, გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, ხიდები – ეს ყველაფერი იყო ისეთ სავალალო მდგომარეობაში, სისტემურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ – 8 წელი არ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა ნორმალურ ფორმაში მოგვეყვანა. მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში დახარჯოს 20 მილიარდი ლარი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ესეც არ იქნება სამყოფი. ” თქვა...

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა
access_time2020-09-20 20:35:56
ჩაკ ფინი მაღაზიების ქსელის Duty Free-ს წყალობით მილიარდერი გახდა, თუმცა, ამან მისი მოკრძალებული, და ასკეტური ცხოვრების წესი ვერ შეცვალა. მან სპეციალური ფონდი Giving While Living შექმნა, რომლის მიზანიც იყო აქტიური საქველმოქმედო საქმიანობის წარმოება სიცოცხლეში, და არა ფულის გადაცემა ფონდებისთვის გარდაცვალების შემდეგ,ბოლო 40 წლის მანძილზე ფინიმ ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დოლარი გაიღო. 2012 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ 2 მლნ. დოლარი გადადო იმისთვის, რომ მას...

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?
access_time2020-09-20 15:25:59
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა. მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც...

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში
access_time2020-09-16 16:05:58
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა.   მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას   XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც გამომწვარი მიწა...

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა
access_time2020-09-20 16:50:05
Tesla-ს აქციების ფასის რეკორდულმა ვარდნამ მცირე ინვესტორების განწყობებზე ვერ იმოქმედა - ისინი კვლავ დარწმუნებულები არიან, რომ კაპიტალებს მომავალში აბანდებენ, და მათი ნაწილის სამუშაოს შეცვლაზეც კი მიდის, ოღონდ საყვარელ კომპანიასთან ახლოს იყოს. სწორედ ამ, საცალო აქციონერების დამსახურებაა ელექტროკარების მწარმოებლის კაპიტალიზაციის მუდმივი ზრდა. აქციების 20%-იანმა ვარდნამ Tesla-ს «ფან-კლუბის“ რწმენა ვერ შეარყია. მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ინჟინერისთვის დევიდ ბერდისთვის,...


მსგავსი სიახლეები

up