ისტორიაში პირველად, კომპანია SpaceX-ის ხომალდით Crew Dragon კოსმოსში მხოლოდ მოყვარული ასტრონავტებით დაკომპლექტებული ეკიპაჟი გაფრინდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ხომალდმა სტარტი აშშ-ში, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან აიღო. ეკიპაჟში ოთხი წევრია: მილიარდერი ჯარ აიზეკმანი, რომელმაც მისია დააფინანსა, გეოლოგი სიან პროკტორი, სამხედრო ძალების ვეტერანი კრის სემბროსკი და ჯანდაცვის სისტემის თანამშრომელი ჰეილი არსენო. ისინი დედამიწის ორბიტაზე 3 დღეს გაატარებენ.
მისიის სახელწოდებაა Inspiration4, მისი მიზანი კი 200 მილიონი დოლარის შეგროვებაა მემფისის ბავშვთა საავადმყოფოსთვის St. Jude Children's Research Hospital. სწორედ აქ განიკურნა ბავშვობაში ძვლების სიმსივნისგან ეკიპაჟის წევრი ჰეილი არსენო.
საჭირო თანხა სტარტამდე ნახევარი საათით ადრე შეგროვდა.
imedinews.ge