SpaceX ხომალდზე სახელად, Crew Dragon, 4 ადგილს გაყიდის და მსურველები შეძლებენ, ორბიტაზე იმოგზაურონ. ჯერჯერობით ექსპედიციის ფასი უცნობია. ინფორმაციას ამის შესახებ abcNews-ი ავრცელებს.
„კონკრეტული მისია 4 ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, რომ დაამყაროს სიმაღლეზე ყოფნის მსოფლიო რეკორდი და დედამიწა ნახოს ისე, როგორც Gemini-ს პროგრამის შემდეგ არავის უნახავს“, - ნათქვამია Space Adventures-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, ეს მისია იქნება პირველი ორბიტული ტურიზმის მაგალითი, რომელიც სრულად ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდება.
„მისია სათავეს დაუდებს იმას, რომ კოსმოსში მოგზაურობა სამომავლოდ ყველა ადამიანისთვის შესაძლებელი გახდეს, ვინც კი ამაზე ოცნებობდა“, - განაცხადა SpaceX-ის პრეზიდენტმა, გვინ შოთველმა.
იაპონელმა მილიონერმა, იუსაკუ მაეზავამ მილიონობით დოლარი გადაიხადა იმისთვის, რომ ყოფილიყო პირველი, ვისაც კოსმოსში მოგზაურობის შანსი მიეცემოდა.
imedinews.ge