SpaceFarms-პირველი ავტომატიზირებული მეურნეობა საქართველოში თებერვალში ონლაინ პლატფორმას ჩაუშვებს

SpaceFarms-პირველი ავტომატიზირებული მეურნეობა საქართველოში თებერვალში ონლაინ პლატფორმას ჩაუშვებს

access_time2021-02-02 15:00:39

SpaceFarms, სასტუმრო სტამბა - ს ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც სხვადასხვა  ბიოლოგიურად სუფთა ბოსტნული იზრდება, რომელსაც რესტორნების შეფმზარელები სხვადასხვა კერძების  მოსამზადებლად აქტიურად იყენებენ. 

SpaceFarms, როგორც საცალო ასევე კორპორატიულ  გაყიდვებზე მუშაობს.

კომერსანტი დეტალებისთვის SpaceFarms-ის პროექტის ავტორს ტუსია ღარიბაშვილს დაუკავშირდა, მისი განმარტებით spacefarms-ში ყველაფერი ავტომატიზირებულია და იმისათვის, რომ  მცენარე ჯანსაღი  გაიზარდოს, ყველა პროცესი არის მართვადი, კერძოდ კი ტენიანობა, ტემპერატურა, ჰაერში co2-ის რაოდენობა, ჰაერის ცერკულაცია, წყალში მჟავიანობის და საკვები ელემენტების რაოდენობა, აგრო ლედ განათების სიხშირე და ინტესივობა.  ეს ყველაფერი კი სტაბილურ მოსავლს იძლევა.


მე პირადად ავტომატიზირებულმა და მდგრადმა მეურნეობამ ძალიან დამაინტერესა, შევისწავლე რა ინერგებოდა აგრო-მეურნეობაში, რომელი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით შეიძლებოდა მდგრადი მეურნეობის შექმნა. რის შემდგომაც ურბანული მეურნეობის ტექნოლოგიურ განვითარებაში დიდი ინტერესით ჩავერთე. 


SpaceFarms 150 კვადრატულ სივრცეშია მოწყობილი, სადაც ყველაფერი  ავტომატიზირებულია, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ მცენარე  მიუხედავად სეზონისა წელიწადის ნებისმიერ დროს იზრდებოდეს. 


SpaceFarms, ქალაქის შუაგულში მდებარეობს, მეურნეობა სრულიად დახურულ კონტროლირებად გარემოში მიმდინარეობს, ასევე ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი და IOT სისტემა, რომელიც სათბურში პროცესების მართვას ამარტივებს.

სპეციალურ პროგრამაში ყველა პროცესი წინასწარ არის გაწერილი რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მცენარისთვის შესაბამისი გარემო შევქმნათ. -  აღნიშნა ტუსია ღარიბაშვილმა.



Spacefarms - ის მიზანი, ტექნოლოგიურად მდგრადი მეურნეობაა, მცენარეების წარმოების  დროს  არ  გამოიყენება  პესტიციდები, გამომდინარე იქიდან, რომ  ვერტიკალური მეურნეობაა იზოგება  მიწის  ფართი, რაც 150 კვადრატულ მეტრზე გაცილებით მეტი რაოდენობის პოდუქტის მოყვანის  შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე ეს ტრადიციული  მეურნეობის პირობებში იქნებოდა.


ტუსია ღარიბაშვილი განმარტავს, რომ დახურულ კონტროლირებად გარემოში მეურნეობის განვითარება მომავლზე მორგებული მეურნეობაა, სადაც ტრადიციულ მეურნოებასთან შედარებით ნაკლები წყალი გამოიყენება.


ჩვენ სათბურში მცენარე თესლის დაჩითილებიდან ყველა ეტაპს გადის , იზრდება სრულიად  ჯანსაღი და სუფთა ბოსტნეული. 

ჩვენ გვსურდა, ბოსტნეული მომხმარებელთან რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მეურნეობა ქალაქის  შუაგულში გაგვეშენებინა.

ჩვენი ბოსტნეული სრულიად ჯანსაღი და  ყველა გემოვნური თვისებებთ მიდის ჩვენს მომხმარებელთან, -  აღნიშნა ტუსია ღარიბაშვილმა.


Spacefarms ამ ეტაპზე ლიმიტირებულ პროდუქციას აწარმოებს. ტუსია  ღარიბაშვილის განმარტებით ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი და აგრომეურნეობაში ახალი ხედვის დანერგვა, რომელიც მომავალზეა ადაპტირებული და ორიენტირებული.


Spacefarms- ში მოდის სალათის ფურცლები, სურნელოვანი მწვანლები, დეკორატიული მცენარეების ნაირსახეობა  და ბევრი სხვა ბოსტნული. 

ტუსია  ღარიბაშვილმა  კომერსანტთან საუბრისას სამომავლო  გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ spacefarms შესაძლებლობა აქვს, რომ მომხმარებელს მომსახურეობა შესთავაზოს, რაც კონსალტინგს და CEA  მეურნეობის აშენებას გულისხმობს.



მომხმარებელს ვისაც აინტერესებს მეურნეობის დახურულ კონტროლირებად გარემოში წარმოება, არა მხოლოდ  სქართველოში  არამედ მის  ფარგლებს  გარეთაც შეუძლიათ, რომ შეგვიკვეთონ პროექტი და ჩვენ მათ დავუგეგმავთ და მსგავს  მეურნეობას  ავუშენებთ, -  აღნიშნა  ტუსია  ღარიბაშვილმა


ტუსია  ღარიბაშვილის  პირველი პროექტი,  რომელიც  მეგობართან  ქეთევან  ბეჟიტაშვილთან  ერთად  2017 წელს დაარსა Urban Greens იყო, რომელიც მიკრომწვანილებს აწარმოებდა და მიზანი შეფ მზარეულებისთვის მიკრომწვანილების  ნარსახეობის  გაცნობა იყო.

ყველაფერი 15 კვადრატული პატარა სათბურიდან დავიწყეთ. თაროები ვერტიკალურად გავაშენეთ, დავგეგმეთ ყველა პროცესი, მოვიძიეთ  ინფორმაცია, საერთაშორისო კომპანიებთან ვისგანაც თესლები შემოგვქონდა დავამყარეთ კომუნიკაცია.

პირველი პეიროდი  იყო  საექსპერიმენტო,   ბევრი ცოდნა შევიძინეთ-  აღნიშნა  პროექტის ავტორმა.

SpaceFarms სამომავლოდ მომხმარებელს როგორც ტექონოლოგიური ასევე სერვისის მხრივ ბევრ ინოვაციურ სიახლეს შესთავაზებს.




თაკო კვაჭანტირაძე







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up