Space-X-ის ყოფილი ინჟინრები სარკინიგზო გადაზიდვებში რევოლუციას ამზადებენ

Space-X-ის ყოფილი ინჟინრები სარკინიგზო გადაზიდვებში რევოლუციას ამზადებენ

access_time2022-01-26 20:00:35

ახლო მომავალში 1,5-კილომეტრის სიგრძის და ნელი დიზელის სატვირთო მატარებლები შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს - ეს სტარტაპ Parallel Systems-ის მიზანია.

 

forbes.ru-ს ცნობით, მისი დამაარსებლები მიიჩნევენ, რომ მომავალი მცირეშემადგენლობიან, ავტონომიურ და აკუმულატორებზე მომუშავე მატარებლებს ეკუთვნის. სტარტაპი Space-X-ის 3-მა ყოფილა ინჟინერმა დააარსა, ერთ-ერთი მათგანი - მეტ სოული - კომპანიის გენერალური დირექტორია.

 

Parallel Systems გეგმავს ეკოლოგიურად სუფთა, მაქსიმუმ 50 ვაგონისგან შემდგარი ელექტრომატარებლის შექმნას, მაშინ, როდესაც დღეს შტატებში 150-ვაგონიანი დიზელის საწვავზე მომუშავე შემადგენლობები დომინირებენ. ამ იდეამ რამდენიმე ვენჩურული ფონდი დააინტერესა და კომპანიამ თავისი პროექტის რეალიზებისთვის $49,6 მლნ უკვე მოიზიდა.

 

„სარკინიგზო გადაზიდვები ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე საავტომობილო და ამ ფონზე უფრო ეკოლოგიურად სუფთა და სწრაფ მატარებლებზე გადასვლა დიდი გამარჯვება იქნება ატმოსფეროში СО2-ის გამოყოფის შემცირების გზაზე“, — მიიჩნევს სოული.

 

დღეისათვის ეკოლოგიურად სუფთა სატვირთო გადაზიდვებზე ავტომწარმოებლებიც მუშაობენ - Tesla, Daimler, ძრავების მწარმოებელი Cummins, Hyundai, Volvo, General Motors უკვე აპროექტებენ სატვირთო ელექტრომობილებს. მაგრამ სოული თვლის, რომ ამერიკის პირობებში სარკინიგზო გადაზიდვები ბევრად უფრო მომგებიანია.

 

„რკინიგზით შესაძლებელია ბევრად უფრო მძიმე ტვირთების ტრანსპორტირება, რადგანაც ავტომობილების შემთხვევაში მაქსიმალური დასაშვები წონა 36 ტონაა, რკინიგზაზე კი არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. თანაც აკუმულატორები შესაძლოა განაწილდეს რამდენიმე ვაგონზე, რაც ძირითად ელმავალზე დატვირთვას შეამცირებს“, - ამბობს სოული.


 

სავარაუდოდ, აკუმულატორების სისტემა ელექტრომატარებელს ერთი დამუხტვით 800 კილომეტრს გაატარებს, რაც მეტია, ვიდრე, მაგალითად, Tesla-ს სატვირთო ელექტრომობილის შემთხვევაში. ასე რომ, ელექტრომატარებლის ექსპლუატაცია საბოლოო ჯამში უფრო ეკონომიურია, ვიდრე დღეს არსებული სატვირთო ელექტრომობილების.

 

აშშ-ის რკინიგზაზე არსებული ინფრასტრუქტურა უკვე იძლევა Parallel Systems-ის ელექტრომატარებლების ექსპლუატაციის საშუალებას და ესეც დიდი უპირატესობაა - ეკოლოგიურად სუფთა მატარებლის ამუშავებას სპეციალური მომზადება არ სჭირდება. სოულმა და მისმა პარტნიორებმა სტარტაპი 2020 წლის დასაწყისში შექმნეს, ხოლო ამ ეტაპზე ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ამერიკულ სარკინიგზო გადამზიდავებთან.

 

ამ დროისთვის Parallel Systems კერძო კომპანიების კუთვნილ სარკინიგზო მონაკვეთზე ელექტრომატარებლის პროტოტიპის ცდებს ატარებს. უახლოს კვირებში კომპანია ექსპერტებს ახალი მატარებლის პროექტს წარუდგენს.

 

Parallel Systems-ის შექმნამდე მეტ სოული, მისი ბიზნეს-პარტნიორები ბენ სტეიბლერი და ჯონ ჰოვარდი ილონ მასკის აეროკოსმოსურ კომპანია SpaceX-ში ინჟინრებად მუშაობდნენ.

 

სტარტაპის შექმნამდე, ახალი კომპანიისთვის ნიშის მოძიების მიზნით, მათ საფუძვლიანად შეისწავლეს ტრანსპორტის სფეროში ენერგიის ჭარბი ხარჯვის საკითხები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ კუთხით ყველაზე მეტი სამუშაოა პირველ რიგში სატვირთო გადაზიდვებშია.


Parallel Systems-ის შემქმნელების აზრით, ამ დარგში ძალიან დიდი პოტენციალია - შტატებში მსოფლიოში ყველაზე განვითარებული რკინიგზაა, თუმცა, მისი შესაძლებლობები ერთდროულად მხოლოდ 3%-ით გამოიყენება.


forbes.ru

 


თეგები:
რკინიგზა



დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ
access_time2022-05-19 22:38:11
დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ და განაცხადეს, რომ მზად არიან ოფიციალური კიევისთვის საჭიროებისამებრ მეტი გააკეთონ -...

აშშ-ს კონგრესმა უკრაინისათვის დამატებით 40 მილიარდიანი სამხედრო დხმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ს კონგრესმა უკრაინისათვის დამატებით 40 მილიარდიანი სამხედრო დხმარების პაკეტი დაამტკიცა
access_time2022-05-19 21:37:26
აშშ-ს კონგრესმა უკრაინისათვის დამატებით 40 მილიარდიანი სამხედრო დხმარების პაკეტი დაამტკიცა ამის — ამის შესახებ იფნორმაციას reuters...

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება
access_time2022-05-19 21:00:57
წალკის (დაშბაშის)  კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი  და სხვადასხვა ატრაქციები, მათ შორის, რესტორანი და ზიპლაინი 14 ივნისს იხსნება. ვიზიტორების მიღება კი 15 ივნისიდან დაიწყება. როგორც ცნობილია, კანიონის მონახულება გასული წლიდან უკვე შესაძლებელი...

მაკდონალდსი რუსულ რესტორნებს ადგილობრივ ოპერატორს მიჰყიდის

მაკდონალდსი რუსულ რესტორნებს ადგილობრივ ოპერატორს მიჰყიდის
access_time2022-05-19 20:30:26
მაკდონალდსის კორპორაცია (MCD.N) თავის რუსულ ბიზნესს მის ამჟამინდელ ლიცენზიატს ალექსანდრე გოვორს მიჰყიდის და რესტორნები ახალი ბრენდის ქვეშ იმუშავებენ, რაც ქვეყანაში მაკდონალდსის ყოფნას დაასრულებს. — ამის შესახებ ფინორმაციას...

FT: Polestar ელექტორმანქანების წარმოებაზე პროგნოზებს წყვეტს - მიზეზი ჩინეთში ნაწილების დეფიციტია

FT: Polestar ელექტორმანქანების წარმოებაზე პროგნოზებს წყვეტს -  მიზეზი  ჩინეთში ნაწილების დეფიციტია
access_time2022-05-19 19:49:00
შვედური “ვოლვოსა“ და ჩინური “ჯელის“ თანამფლობელი კომპანია Polestar წარმოების პროგნოზირებას თითქმის მეოთხედით ამცირებს, ამის მიზეზი ჩინეთის მასშტაბით ნაწილების დეფიციტია. - აღნიშნულ ინფორმაციას Financial Times...


მსგავსი სიახლეები

up