19-საათიანი ფრენის შემდეგ ისტორიაში პირველი კერძო ხომალდი, რომელზეც ადამიანები კოსმოსში გაფრინდნენ, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, Space X-ისხომალდი Crew Dragon, რომლის ბორტზეც ამერიკელი ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი იმყოფებიან სადგურს თბილისის დროით 18 საათსა და 16 წუთზე მიუერდა.
Crew Dragon-მა სტარტი 30 მაისს, კანავერალის კონცხიდან აიღო. ეს ამერიკიდან ასტრონავტების კოსმოსში გაშვების პირველი შემთხვევაა. სტარტის განხორციელების პირველი მცდელობა 28 მაისს, უამინდობის გამო გადაიდო.
Imedinews