S&P თიბისის საქმის განხილვის გაგრძლებას არ ელის

S&P თიბისის საქმის განხილვის გაგრძლებას არ ელის

access_time2019-04-15 15:10:53

GBC) - Standard&Poor’s (S&P) არ ელის, რომ მიმდინარე გამოძიება TBC Bank-ის კონკრეტული აქციონერების დანაშაულის ჩადენის ბრალდებებზე, უფრო ფართო განხილვის საგანი გახდება ბანკისთვის ან მთლიანად სისტემისთვის.


თუმცა, ამავდროულად, S&P ბანკის სისტემურ მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ სისტემის წმინდა სესხების და ვალდებულებების 40% სწორედ TBC-ზე მოდის.


Standard&Poor’s-ის აზრით, საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა რეგიონულ კონტექსტში ხელსაყრელია.


კერძოდ, ისტორიულად ინფლაცია 2010-2017 წლების განმავლობაში 4%-ზე დაბალია.


S&P ფიქრობს, რომ ცენტრალური ბანკი უახლოეს მომავალში 3%-იან ინფლაციურ სამიზნეს დააკმაყოფილებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.


მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის გათვალისწინებით, საქართველო დაუყოვნებლივ მოერგო გარე პირობების ცვლილებებს, ამავე დროს, თავიდან აიცილა მკვეთრი და საზიანო ქცევები რეალურ ეფექტურ გაცვლით მაჩვენებლებში ორივე მიმართულებით.



ამასთანავე, S&P მიიჩნევს, რომ საბანკო სისტემა რჩება შედარებით ძლიერ პოზიციაზე.


“უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლარი მნიშვნელოვნად დასუსტდა 2015-2016 წლებში, მაშინ, როდესაც შესუსტდა ეკონომიკური ზრდა, უმოქმედო სესხები 7-8%-ზე შენარჩუნდა (სებ-ის კალკულაციების მიხედვით)”, - აღნიშნულია ანგარიშში.


სავალუტო ფონდის კალკულაციების მიხედვით, უმოქმედო სესხებმა 2018 წლის ბოლოსთვის 2.7% შეადგინა.


ამავდროულად, მათი აზრით, მაღალი დოლარიზაციის მაჩვენებელი მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობას აფერხებს.


მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის ბოლოსთვის შემცირება თითქმის 70% იყო, ადგილობრივი დეპოზიტების დოლარიზაცია კვლავ მაღალი - 62%-ზეა.


S&P დადებითად აფასებს იმ ძალისხმევას, რომელიც ეკონომიკის დოლარიზაციისკენაა მიმართული, მათ შორის შიდა და უცხოური ვალუტის ვალდებულებების განმსაზღვრელი ლიკვიდურობის მოთხოვნებს, საპენსიო რეფორმის განხორციელებას, საშინაო ვალის კაპიტალის ბაზრის განვითარებას და დეპოზიტების დაზღვევის დანერგვას, სხვა ღონისძიებებთან ერთად.


“ვფიქრობთ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ადგილობრივი დაკრედიტების პორტფელი წლიურად დაახლოებით 14%-ით გაიზრდება (მათ შორის უცხოური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით), მაშინ როდესაც 2013-2018 წლების განმავლობაში ტრენდი 19%-ზე დაბლა ნარჩუნდებოდა”.


მიუხედავად იმისა, რომ მოწყვლადობა კვლავ რჩება, განსაკუთრებით საცალი დაკრედიტების სეგმენტში, S&P დადებითად აფასებს რეგულატორის მცდელობებს, რისკების გაფანტვის მიმართულებით.


მათ შორის, წარმოდგენილი ღონისძიებები მოიცავს ლიმიტებს სესხის ღირებულებასთან და გადახდის შემოსავალთან, ასევე გაძლიერებულ არასაბანკო სექტორის ზედამხედველობას. დამატებითი კაპიტალის მოთხოვნებს სისტემური ბანკებისათვის და ხელს უწყობს არაკანონიკური სექტორის ზედამხედველობას.


GBC






აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...

თემურ ჭყონია: „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში, მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„

თემურ ჭყონია:  „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში,  მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„
access_time2019-07-22 16:30:05
ბიზნესმენი, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია ლარის  არასტაბილურობის გამო,  ეროვნული ბანკის ფუნქციების გადახედვის საჭიროებას ხედავს. მისი განმარტებით, ლარის არასტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის განმსაზღვრელია და არამარტო ბიზნესის. გარდა ამისა, არასტაბილური  ლარი მოქმედებს ყველაფერზე, მათ შორის ბიზნესზე, რადგან ქვეყანაში ყველაფერი სწორედ ბიზნესისგან...

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ
access_time2019-07-22 15:00:41
2019 წლის ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 33,993 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 29,991 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,940 მლნ ლარით ნაკლებია. კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 47,933 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის მაისში - 63,984 მლნ იყო. ამასთან, მიმდინარე წლის ივნისში, ბანკების შემოსავლებმა 345,001 მილიონი ლარი,...

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას
access_time2019-07-22 14:37:52
ქართული ბიზნესები მუდმივ რეჟიმში ცდილობენ, რომ საკუთარი სავალუტო რისკები მინიმუმამდე შეამცირონ. იმის გამო, რომ საქართველოში გაყიდული საქონლის ნახევარზე მეტი არის იმპორტირებული, საქონლის რეალიზაცია კი, ეროვნულ ვალუტაში ხდება, ბიზნესი ბუნებრივად სავალუტო რისკის წინაშე დგება. ლარის მერყეობის ზრდასთან ერთად ამ ბიზნესებისთვის ოპერირება გართულდა. მოიმატა გაურკვევლობამ იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს იმპორტირებული პროდუქციის სარეალიზაციო ფასი და სადამდე შეიძლება ის...


მსგავსი სიახლეები

up