S&P-ის შეფასებით, საბანკო სისტემა მყარ პოზიციებს ინარჩუნებს - საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გაუმჯობედა

S&P-ის შეფასებით, საბანკო სისტემა მყარ პოზიციებს ინარჩუნებს - საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გაუმჯობედა

access_time2019-04-16 12:00:00

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Standard&Poor's- მა (S&P) საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ BB - - ის დონეზე დაადასტურა.

 

  • სარეიტინგო სააგენტო S&P-ის შეფასებით, ეროვნული ბანკი ინფლაციას მიზნობრივ დონესთან ახლოს შეინარჩუნებს

  • სარეიტინგო სააგენტო S&P-ის შეფასებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მონეტარული პოლიტიკის მოქნილობას აძლიერებს


  • სარეიტინგო სააგენტო S&P საერთაშორისო რეზერვების დაგროვების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებს დადებითად აფასებს


სარეიტინგო სააგენტო S&P-ის შეფასებით, საბანკო სისტემა მყარ პოზიციებს ინარჩუნებს.

 

გავლენიანი სარეიტინგო კომპანია თავის ანგარიშში ხაზს უსვამს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას და უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს.

 

S&P - ის მიხედვით, საქართველოში ინფლაცია ისტორიულად სტაბილურად დაბალია და 2010-2017 წლებში საშუალოდ 4%-ზე ნაკლებს შეადგენდა. შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი ინფლაციის მიზნობრივ დონესთან ახლოს შენარჩუნებას შეძლებს.

 

S&P-ი ხაზს უსვამს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. ეროვნული ბანკის საოპერაციო დამოუკიდებლობა აღნიშნულია როგორც ინსტიტუტების სიძლიერის კარგი მაგალითი. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი  მონეტარული პოლიტიკის მოქნილობას აძლიერებს, თუმცა დოლარიზაციის მაღალი დონე კვლავ გამოწვევად რჩება. განსაკუთრებით აღსანიშნავია მცურავი გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოში წლებია მოქმედებს და საგარეო შოკების შერბილების ფუნქციას ასრულებს. წარსულში მცურავი კურსის პირობებში საქართველომ სწრაფად მოახდინა შეცვლილ საგარეო პირობებთან ადაპტირება და იმავდროულად შეძლო თავიდან აეცილებინა რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის საზიანო რყევები ორივე მიმართულებით, რითაც ხელი შეუწყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური სირთულეების თავიდან აცილებას და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას. საპირისპირო პროცესები განვითარდა რეგიონის სხვა ქვეყნებში, სადაც საკრედიტო კრიზისმა კიდევ უფრო გააღრმავა ეკონომიკური პრობლემები, - აღნიშნავს S&P.

 


პოზიტიურად არის შეფასებული საერთაშორისო რეზერვების დაგროვების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. აღნიშნულია, რომ რეზერვების დონის განსაზღვრისას ეროვნული ბანკი სწორებას ახდენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის შეფასების მაჩვენებელზე (ARA metrics). რეზერვების შევსების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა წესებზე დაფუძნებული უცხოური ვალუტის შესყიდვის ოფციონები შემოიღო, რომელიც კომერციულ ბანკებს საშუალებას აძლევს, რომ უცხოური ვალუტა ეროვნულ ბანკს მიჰყიდონ მაშინ, როდესაც ეროვნულ ვალუტას  გამყარების ტენდენცია გააჩნია. S&P მიიჩნევს, რომ გაზრდილი რეზერვები მომავალში უკეთ დაიცავს საქართველოს საგარეო შოკების დროს.

 

S&P-ის მოსაზრებით, დოლარიზაციის მაღალი დონე, მიუხედავად 2017 წლის შემდგომ საგრძნობი კლებისა, მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობას აფერხებს.

 

სააგენტო დადებითად აფასებს ეკონომიკის დოლარიზაციის შემცირებაზე მიმართულ ძალისხმევას, კერძოდ - ლიკვიდობის მოთხოვნების განსხვავებას ადგილობრივი და უცხოურ ვალუტის ვალდებულებების მიხედვით, საპენსიო რეფორმის დანერგვას, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობასა და დეპოზიტის დაზღვევის შემოღებას.

 

აღსანიშნავია, რომ უმოქმედო სესხები (ეროვნული ბანკის გათვლებით) მთლიან სესხებთან მიმართებით 7-8%-ის ფარგლებში ნარჩუნდებოდა, მიუხედავად ლარის დოლართან მიმართებით საგრძნობი გაუფასურებისა და 2015-2016 წლებში ეკონომიკური ზრდის შენელებისა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, უმოქმედო სესხები 2018 წლის ბოლოს 2.7%-ს შეადგენდა. ჩვენ მოველით, რომ  საქართველოს ეკონომიკა საშუალოვადიან პერიოდში რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალ ზრდას შეინარჩუნებს, - აცხადებს S&P.

 

სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში საკრედიტო პორტფელი წლიურად საშუალოდ 14%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გათვალისწინებით) გაიზრდება.

 

ასევე პოზიტიურადაა შეფასებული ეროვნული ბანკის ძალისხმევა, შეამციროს დაკრედიტების ტენდენციით გამოწვეული რისკები და აღნიშნულია, რომ გარკვეული მოწყვლადობები მაინც ნარჩუნდება, განსაკუთრებით საცალო სესხების სეგმენტზე. S&P-ი ხაზს უსვამს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებს: სესხის მომსახურების და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტების დანერგვას, სისტემური ბანკებისთვის დამატებითი კაპიტალის მოთხოვნის შემოღებას და არასაბანკო სექტორის მეთვალყურეობის გაძლიერებას.

 

სააგენტოს შეფასებით კონკრეტული აქციონერების საქმიანობასთან დაკავშირებული მიმდინარე გამოძიება ბანკისთვის ან მთლიანი სისტემისთვის ფართომასშტაბიანი პრობლემა არ გახდება. წმინდა სესხებისა და ვალდებულებების 40%-იანი წილით, თიბისი ბანკი სისტემურად მნიშვნელოვანია. საბანკო სისტემა მყარ პოზიციებს ინარჩუნებს.






სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...

„კომერსანტის„ ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება

„კომერსანტის„  ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
access_time2019-04-24 15:30:47
„კომერსანტისთვის „ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს. ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ...


მსგავსი სიახლეები

up