S&P: გარდაბანი-2 თბოსადგურის ამუშავება GOGC-ის ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს

S&P: გარდაბანი-2 თბოსადგურის ამუშავება GOGC-ის ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს

access_time2019-10-17 09:50:12

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ი, რომელმაც ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგი „B+“-დან „BB -“-მდე გააუმჯობესა, გარდაბანი-2 თბოსადგურის ამუშავების მნიშვნელობაზე მიათითებს.თბოსადგურის ექსპლოატაცია დაიწყება წლის ბოლოს. სააგენტო შედეგად კორპორაციის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელის. S&P აღნიშნავს, რომ გაიზრდება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება.


იგივე მოლოდინი აქვს ავტორიტეტულ საფინანსო ინსტიტუტს J.P. Morgan-ს. მისი გათვლებით, 2020 წლისთვის ნავთობისა და გაზის კორპორაციის საოპერაციო მოგებაში კუთვნილი თბოელექტროსადგურების წილის (EBITDA) 75%-მდე ზრდას ელის.



„2019 წლის ბოლოს „გარდაბანი 2“-ის თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებას შედეგად მოჰყვება კორპორაციის შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც კორპორაციის ფინანსურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნავდა ორგანიზაცია ივნისში მომზადებულ ანგარიშში. იქვე მითიტებული იყო, რომ სასესხო ვალდებულებების კორპორაციის მოგებასთან შეფარდების კოეფიციენტის („net leverage”) მერყეობა, რომელსაც იწვევს მიმდინარე და სამომავლო პროექტებში კორპორაციის მიერ განსახორციელებული მსხვილი ინვესტიციები, დასტაბილურდება 2020 წლისთვის, განხორციელებული პროექტებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე.


gbc.ge





დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“
access_time2020-01-25 18:00:28
შუა საუკუნეებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ძირითადად სამხრეთით - სომხეთისა და შირვანისკენ (თანამედროვე აზერბაიჯანი) იყო მიმართული. წერილობით წყაროებში შემორჩენილი მწირი ინფორმაციის თანახმად, შავი ზღვის მიმართულებას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. მხოლოდ XVII საუკუნიდან მოგვეპოვება მრავალი ცნობა ხელსაყრელი საპორტო ადგილის შესახებ, რომელიც უკვე “ანაკლიად” მოიხსენიება.   აღსანიშნავია, რომ ანაკლიის საპორტო აქტივობა დაემთხვა დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრების ზოგად...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...


მსგავსი სიახლეები

up