სოზარ სუბარი - ტელეკომპანიაში არანაირ შეჭრაზე საუბარი არ არის, ეს არის უბრალოდ ტყუილი, ტემპერატურის აწევის მორიგი მცდელობა

სოზარ სუბარი - ტელეკომპანიაში არანაირ შეჭრაზე საუბარი არ არის, ეს არის უბრალოდ ტყუილი, ტემპერატურის აწევის მორიგი მცდელობა

access_time2021-03-11 16:40:00

არანაირ შეჭრაზე საუბარი არ არის, ეს არის უბრალოდ ტყუილი, ტემპერატურის აწევის მორიგი მცდელობა. ოპოზიცია ახლა ეცდება გამოაგოროს რაღაც ახალი თემა, რომლითაც ეცდებიან მოლაპარაკების ჩაშლას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.


სუბარის თქმით, კარგი იქნება, თუ ტელეკომპანია „პირველი“ ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლებს.


„მე ძალიან არ მინდა, რომ ახლა ეს აწეული ხმაური გამოდგეს ზუსტად ის თემა, რომლითაც ეცდებიან მოლაპარაკების ჩაშლას. იმედია, ასე არ არის და იმედია. რაც შეეხება ძალით შეჭრას, ბუნებრივია, ეს არ იგულისხმება. რაც შეეხება გამოძიებას, კარგი იქნება თანამშრომლობა, გამოძიება ფაქტების და მასალების გარეშე არ არსებობს. მე რასაც ვუსმენდი და შეიძლება არასწორად მახსოვს, სწორედ „პირველის“ ეთერში ამბობდნენ, მოგვიტანეს ოთხი ფლეშკა, რაღაც კონვერტიო. ვერანაირ წყაროზე ვერ გავა ვერავინ, თუ ტელევიზიამ არ იცის წყაროს ვინაობა, პროკურატურას ვერაფერს ეტყვის. შეჭრა ვისაც ახასიათებდა, ძალიან კარგად გვახსოვს. ძალიან კარგად გვახსოვს „ტელეიმედში“ შეჭრილი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სპეცრაზმი, ნაცემი ჟურნალისტები, დეპუტატები, რომლებიც იქ დახვდნენ. ძალიან კარგად გვახსოვს რეზინის კი არა, ჩვეულებრივი ტყვიებით დაცხრილული „იბერია“, ძალიან კარგად გვახსოვს გათიშული ეთერიდან და მე ვიყავი სახალხო დამცველი, ვინც აღვადგენინე მაშინ ამერიკის და ევროკავშირის წარმომადგენლებს მაუწყებლობა ტელეკომპანია „კავკასიის“ და „25-ე არხის“. ეს ყველაფერი აღარ განმეორდება. ძალიან კარგად გვახსოვს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეზოში შეგდებული ყუმბარა და ეს ყველაფერი აღარ განმეორდება. კარგად გვახსოვს „რუსთავი 2“, წართმეული მისი მფლობელისთვის, გვახსოვს „იმედი“ წართმეული მისი მფლობელისთვის და გადაცემული ვიღაც ჯოზეფ ქეიზე. კარგად გვახსოვს დახურული არხები და ტელეკომპანია „საქართველოსთვის“ წართმეული სიხშირეები. დღეს მსგავსი რამ არ განმეორდება“, – განაცხადა სუბარმა.





1tv.ge










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up