პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარის განცხადებით, ვაქცინების გამოშვება შედარებით ნაკლები ტემპით ხდება, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო.
მისივე თქმით, შედარებით ღარიბი ქვეყნებიდან საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ვაქცინას მიიღებს და თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით, რა ინფორმაციაც მაქვს, ვაქცინა უნდა ყოფილიყო თებერვლის შუა რიცხვებში. გადაიდო ორი-სამი კვირით. შესაბამისად, მარტის პირველ ნახევარში იქნება. ზოგადად, პრობლემა არის თვითონ მსოფლიოში. გაცილებით ნაკლები ტემპით ხდება ვაქცინის გამოშვება, ვიდრე იყო დაგეგმილი კომპანიების მიერ. შედარებით ღარიბი ქვეყნებიდან საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ვაქცინას მიიღებს და თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
1tv.ge