სოზარ სუბარი - რომ არა ჩვენი ტოლერანტობა და მიმღებლობა, ქართველი ერი ვერ იარსებებდა, კარგი იქნება, თუ ამას გაიაზრებს ერიც და ბერიც

სოზარ სუბარი - რომ არა ჩვენი ტოლერანტობა და მიმღებლობა, ქართველი ერი ვერ იარსებებდა, კარგი იქნება, თუ ამას გაიაზრებს ერიც და ბერიც

access_time2019-11-09 16:40:27

ძალიან ცუდია და ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანაში არის რამდენიმე ასეული ან შეიძლება, რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელთათვისაც არამხოლოდ მიუღებელია განსხვავებული აზრი, არამედ მზად არიან, ის ფიზიკური ძალადობით ჩაახშონ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველა კანონდამრღვევი აგებს პასუხს.

 

„ყველა ადამიანი, ვინც გაბედავს და კანონს დაარღვევს, ვინც ფიზიკურ ძალადობაზე გადავა, პასუხს აგებს კანონის წინაშე და პასუხს აგებს მთელი სიმკაცრით.  პოლიციამ გუშინ გააკეთა მაქსიმუმი და მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს, რომლებიც საათების განმავლობაში ითმენდნენ და აღკვეთდნენ უმსგავსობას, რომელიც ხდებოდა. მიუხედავად ამისა, არიან დაზარალებულები დაზიანებულები. დარწმუნებული ვარ, თითოეული ადამიანი, ვინც კანონს გადაამეტა, აგებს ძალიან მკაცრად პასუხს, სისხლის სამართლის წესით ისინი, ვინც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და ადმინისტრაციული წესით, ვინც ადმინისტრაციული გადაცდომა ჩაიდინა. იმ მოძალადე ადამიანების ქმედება არამხოლოდ ცივილიზებულ ნორმებს, ადამიანურ უფლებებს ეწინააღმდეგება, ეწინააღმდეგება ქართულ ტრადიციას, ქართული ტოლერანტობის იდეას, რომელმაც გაგვაძლებინა ამ ათასწლეულების განმავლობაში“, – განაცხადა სუბარმა.

 

მისი თქმით, ერმაც და ბერმაც კარგად უნდა გაიაზრონ, რა გეოგრაფიულ გარემოში ცხოვრობს საქართველო.

 

„ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, ისეთ გეოგრაფიულ მდებარეობაში, სადაც რომ არა ეს ჩვენი ტოლერანტობა, მიმღებლობა და გახსნილობა სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის მიმართ, უბრალოდ ქართველი ერი ვერ იარსებებდა და კარგი იქნება, ამას თუ გაიაზრებს ყველა, ერიც და ბერიც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა.


 

საქართველოში გუშინ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“  თავმჯდომარე  გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; „ქართულმა მარშმა“ და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.

 

აქციებზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 27 პირი, ფილმის ჩვენებისას ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. ასევე დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი.

 

ამასთან, შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, ექვს კინოთეატრში დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებული დროის შესაბამისად გაიმართა.

 

 

პირველი არხი





აშშ-ის საელჩო - გული გვწყდება, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი

აშშ-ის საელჩო - გული გვწყდება, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი
access_time2019-11-14 17:49:00
ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ ნათქვამია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის საელჩომ თავის დროზე დადებითად შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ განცხადებული განზრახვა, 2020 წელს სრულ პროპორციულ...

მამუკა ხაზარაძე რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება

მამუკა ხაზარაძე  რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციას უერთდება
access_time2019-11-14 15:55:25
საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე  მხარდამჭერებს მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ. ამის შესახებ განცხადებას ის სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს: “მეგობრებო! დღეს, საქართველოს მართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მან არად ჩააგდო საქართველოს მოსახლეობა, დაარღვია მათ წინაშე დადებულ პირობა და უარი თქვა პროპორციული საარჩევნო სისტემის...

„იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩაგვეტარებინა“

„იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით  ჩაგვეტარებინა“
access_time2019-11-14 15:57:28
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ მნიშვნელოვან ეტაპს გადის, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, აუცილებლად მიმაჩნია, გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რაც ამ დღეებში პარლამენტში ვითარდება. იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა...

ანა დოლიძე: „შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გააწნა“

ანა დოლიძე: „შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით, რომელიც  „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გააწნა“
access_time2019-11-14 14:56:47
„შეშფოთებული ვარ იმ ამბებით,რაც მომდის საქართველოდან. ამ წუთებში ვიმყოფები ყაზახეთში, ვატარებ რამდენიმე საჯარო ლექციას, დღეს შეხვედრა მქონდა უზენაეს სასამართლოში. შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით,რომელიც გააწნა „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას“-ამის შესახებ იურისტმა ანა დოლიძემ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მისი განცხადებით, სიმწრით მოპოვებული პროპორციული არჩევნები დღეს სახელდახელოდ...

ლევან კობერიძე „ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?

ლევან კობერიძე „ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?
access_time2019-11-14 13:55:16
“გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა? ეტყობა დამატებითი მოქმედება არის. თუ დატოვება უნდოდათ და ასეთი მკვეთრი განცხადებების გაკეთება, ჩვენ როდესაც რამეს ვაპროტესტებდით, ვინც დავტოვეთ თავის დროზე უმრავლესობა.. ვერ გეტყვით, გავარკვევ რა ვითარებაა, მაგრამ სპექტაკლის ნაწილი მეჩვენება ” უთხრა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ტელეკომპანია პირველს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტი ჩააგდო, უმრავლესობა კი რამდენიმე დეპუტატმა...


მსგავსი სიახლეები

up