სოზარ სუბარი - ოპოზიციამ დაიწყო მოწოდებები, რომ მოლაპარაკებები უნდა განახლდეს, პარალელურად კი დაიწყეს ძალადობრივი აქციები, ეს ნიშნავს, რომ ისინი თვალთმაქცობენ

სოზარ სუბარი - ოპოზიციამ დაიწყო მოწოდებები, რომ მოლაპარაკებები უნდა განახლდეს, პარალელურად კი დაიწყეს ძალადობრივი აქციები, ეს ნიშნავს, რომ ისინი თვალთმაქცობენ

access_time2021-02-20 11:35:24

„ქართული ოცნების” დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, მმართველი გუნდი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა ოპოზიციის მხრიდან აქციების დაწყება ნიშნავს, რომ ისინი თვალთმაქცობენ და შეთანხმება არ უნდათ.

ამასთან, როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის პოლიტიკუი კრიზისი, რომელიც მთავრობის მეთაურის წასვლით შეიქმნა, “შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამოწურულია”.

„როდესაც მთავრობის მეთაური მიდის, ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკური კრიზისი, მაგრამ ეს არის ხანმოკლე პოლიტიკური კრიზისი. საქართველოს ზუსტად ორ დღეში ეყოლება ახალი, ქმედითუნარიანი მთავრობა და შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი ამოწურულია.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, მოლაპარაკებების მაგიდა ჩვენ არ დაგვიტოვებია. იქ ვიყავით ყოველთვის. ველოდებოდით ოპოზიციას, ოღონდ ულტიმატუმის გარეშე. არანაირი ახალი არჩევნები არ იგეგმება, არჩევნები იქნება 2024 წელს. სხვა მხრივ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ. თუმცა ის, რაც ოპოზიციამ დაიწყო მოწოდებები, რომ მოლაპარაკებები უნდა განახლდეს, პარალელურად კი დაიწყეს ძალადობრივი აქციები, ნიშნავს, რომ ისინი თვალთმაქცობენ და ნიშნავს, რომ მათ მოლაპარაკებები არ უნდათ. ეს გამოჩნდა ლიდერების განცხადებებში. ვგულისხმობს ზურაბ ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს, რომლებმა თქვეს, რომ რამდენიმე ლიდერი პოლიტიკური პარტია არ აპირებს პარლამენტში შესვლას, როგორც არ უნდა დამთავრებულიყო მოლაპარაკებები. მათი მიზანი იყო რევოლუციის და გადატრიალების მცდელობა. დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ გადატრიალება ვერ მოხდება”,- განაცხადა სუბარმა.


რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს, სუბარი ამბობს, რომ “საქართველოს მეგობრები 2012 წელსაც ასე მოგვიწოდებდნენ, რომ არცერთი დამნაშავე არ მიგვეცა პასუხისმგებლობაში”.

„ჩვენ, ბუნებრივია, ვერ გავითვალისიწნებდით მსგავს მოწოდებებს. კანონი კანონია. როგორც არის დაუშვებელი შტურმი კაპიტოლიუმზე, ისეა დაუშვებელი შტურმი საქართველოს პარლამენტზე”,- განაცხადა სუბარმა.

IPn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up