სოზარ სუბარი - „დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად, ჩვენი გუნდის წევრები, ყველა გამოწვევას დავძლევთ“

სოზარ სუბარი - „დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად, ჩვენი გუნდის წევრები, ყველა გამოწვევას დავძლევთ“

access_time2020-10-28 22:24:39

„დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მხარდაჭერისთვის, სამგორში, რომელიც არის ერთი მხრივ გამოწვევებით სავსე, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან დიდი შესაძლებლობების რაიონი. ცხოვრებაში მარტივი გზებით არ მისარგებლია და 35 წელია ყოველთვის იქ ვარ, სადაც საქართველოში რაღაც ხდებოდა, თუმცა დღეს ჩემს ცხოვრებაში ასე ვფიქრობ, ყველაზე სერიოზული დღეა, ყველაზე მეტად სანერვიულო, ყველაზე საპატიოც, იმიტომ რომ არ არის ადვილი იყო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმ რაიონში, რომელიც არის თბილისის ყველაზე დიდი რაიონი, მრავალეთნიკური, მოსახლეობით ყველაზე დიდი“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა  წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„ცოტას ვნერვიულობ და თავში მიტრიალებს, სულ მახსენდება ჩვენი დიდი წინაპრის სიტყვები -„აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო“, თუმცა შიში რა მოსატანია იქ, როდესაც გვერდით გიდგას ძალიან ძლიერი გუნდი და ზუსტად ვიცი, რომ ამ გუნდთან ერთად ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით და ძალიან მალე შევქმნით ჩვენს უკეთეს მომავალს და უკეთეს ქვეყანას. ეს არის გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, რომელთან ერთადაც ამ 8 წლის წინ, მთავარი ღირებულება გახდა ადამიანი, მისი უფლებები, მისი ინტერესები. ყველაფერი ტრიალებს დღეს ადამიანის, საქართველოს მოქალაქის ირგვლივ და ეს იქნება ჩვენი უპირველესი საზრუნავი მთავრობაშიც, პარლამენტშიც, თვითმმართველობაშიც, სამგორშიც და მთელ საქართველოშიც და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველა ერთად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად, ჩვენი გუნდის წევრები, ყველა გამოწვევას დავძლევთ.


მე სამგორში არ დავბადებულვარ მაგრამ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ სამგორში გავატარე. აქ შევქმენი ოჯახი, აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ ჩემი შვილები, ჩემი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო წლები სწორედ სამგორთნ მაკავშირებს და კარგად ვიცი, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ სამგორი ხვალ უკეთესი იყოს და გამოწვევები ერთად დავძლიოთ.


თავის დროზე, გასულ საუკუნეში სამგორი ცნობილი იყო თავისი ძალიან დიდი წარმოებებით და მაღალკვალიფიციური მუშახელით, თუმცა 90-იან წლებში ეს ყველაფერი გაჩერდა და უამრავი მაღალკვალიფიციური ადამიანი უმუშევარი დარჩა. დღეს სამგორში უმუშევრობა ყველაზე დიდი გამოწვევაა. ყველაფერს გავაკეთებ და გვერდში დავუდგები ყველა იმ ბიზნესმენს, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს სამგორში, ამისთვის აქ ყველაფერი არსებობს - არის მუშახელი, არის ინფრასტრუქტურა და ყველა შესაძლებლობა, რომ ეს გავაკეთოთ. ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ერთად, საქართველოს მთავრობა, მერია, გამგეობა, საკრებულო შევძლებთ გადავჭრათ ეს ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც სამგორელების წინაშე დგას და ოთხი წლის შემდეგ სრულიად სხვა სამგორი იქნება. იქნება სამგორი, რომელიც თბილისის ყველაზე კომფორტული საცხოვრებელი გარემო იქნება, ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და მწვანე გარემო.



სამგორში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა. ერთ-ერთი ჩემი მიმართულება იქნება ხელი შევუწყო ამ ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას ქვეყნის ცხოვრებაში, როგორც სამგორის, ისე მთლიანად ქვეყნის ცხოვრებაში. თუმცა ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ პარლამენტი არ არის მხოლოდ სამგორი, პარლამენტის წევრმა მხოლოდ თავის რაიონზე არ უნდა იზრუნოს. ამიტომ, გაძლევთ პირობას, ძალიან აქტიური ვიქნები ყველა იმ საქმეში, რაც ქვეყნის განვითარებას სჭირდება. აქტიურად ვიმუშავებ ყველა იმ საკითხზე, რაც შეეხება ადამიანის უფლებების დაცვას, რეგიონების განვითარებას, ეკონომიკის გაძლიერებას და საქართველოს სწრაფ ინტეგრაციას ევროკავშირსა თუ ნატოში, დევნილთა პრობლემების ღირსეულ გადაწყვეტას და დაუღალავად ვიბრძოლებ რომ მივაღწიოთ ჩვენს მთავარ მიზანს - დეოკუპაციას.


ჩვენს ზურგს უკან არის დასახლება, რომელშიც რამდენიმე წლის წინ, რამდენიმე ასეულმა დევნილმა მიიღო ძალიან კარგი ბინა, თუმცა, გაცილებით ბევრი დევნილია თუნდაც იმავე სამგორში, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ბინა და ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ . ეს არის მთელ საქართველოში და ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა იქნება, ყველა დევნილმა მიიღოს ღირსეული საცხოვრებელი. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა ახდება ყველა დევნილის და ჩვენი, ყველას მთავარი ოცნება, როცა ყველა დევნილი დაბრუნდება თავის საკუთარ სახლში, დაბრუნდებიან სოხუმში, დაბრუნდებიან ცხინვალში, გაგრაში, ახალგორში და ჩვენ ყველანი ვიზეიმებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ იქნება ერთიანი და მთლიანი ოსებთან, აფხაზებთან და ჩვენს თანამოძმეებთან ერთად.


ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა სამგორელს, „ქართული ოცნების“ ერთგულ წევრებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ღირსეულად გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას ნდობისთვის, აქ ყოფნისთვის, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში.


ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.







Glovo მიტანის სერვისის შემდეგი თაობის, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს

Glovo მიტანის სერვისის შემდეგი თაობის, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს
access_time2020-12-01 09:55:23
•             ყველა საცალო და სასურსათო პროდუქტის მიწოდება ოცდაათ წუთზე ნაკლებ დროში განხორციელდება თბილისი, 2020 წლის 26 ნოემბერი: ბარსელონაში დაარსებული ტექნოლოგიური კომპანია Glovo, ახალი ბიზნეს განყოფილების, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს. ესაა მესამე თაობის კომერცია, რაც გულისხმობს ოცდაათ წუთში ან უფრო ნაკლებ დროში ყველაფრის მიწოდებას ქალაქებში.   Glovo საცალო და...

„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?

„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები  თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?
access_time2020-12-01 10:50:13
ბრიტანელმა ექსპერტებმა გამოსცეს რეკომენდაციები, რომელშიც აღინიშნა, რომ აუცილებელია იმ პროდუქტების მიღება,რომელშიც D ვიტამინი და ომეგა 3 ჭარბობს, რათა გაძლიერდეს იმუნური სისტემა,განსაკუთრებით, ვირუსული ინფექციის დროს. ექსპერტების ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ დაბალანსებულმა,ჯანსაღმა კვების რაციონმა შეიძლება გააუმჯობესოს ორგანიზმის ამტანობა პატარებში,გაზარდოს იმუნური წინააღმდეგობა ვირუსის მიმართ და ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ...

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური
access_time2020-12-01 11:00:48
„ეს ყველაფერი ძალიან არაჯასაღად გამოიყურება. ჩემი სარესტორნო სივრცე ისედაც ერთადგილიანი იყო, სხვები კი მაქსიმალურად დაშორებული მაგიდებით.  დაცული იყო ყველა რეგულაცია ისევე, როგორც უმეტეს დაწესებულებაში, მაგრამ მაინც მოვყევი ამ პროცესებში,“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ რესტორატორმა, შეფ კონსტანტინე თედელურმა ისაუბრა. შეფ კონსტანტინეს ერთმაგიდიანი ბუტიკური რესტორანი - „შეფ კონსტანტინე თედელური“, ასევე Graph Sandwich IV და კრწანისის რეზიდენციის...

არანაირად არ ველოდით აუზების დახურვას, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადის - ვაკის საცურაო აუზი

არანაირად არ ველოდით აუზების დახურვას, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადის - ვაკის საცურაო აუზი
access_time2020-12-01 12:00:15
„არც ველოდით აუზების დახურვას, რადგან მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ წყლით კორონავირუსი არ გადადის. ეს ყველაფერი არ ყოფილა ჩვენთან გავლილი და კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა,“ - საცურაო აუზების კიდევ ორი თვით დახურვის შესაძლო შედეგებსა და მიზანშეწონილობაზე „კომერსანტს“ ვაკის საცურაო აუზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ესაუბრნენ. როგორც უკვე ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნესცენტრები და...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-30 21:00:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“     საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ...


მსგავსი სიახლეები

up