სოხუმური დეჟავიუ

სოხუმური დეჟავიუ

access_time2020-01-18 20:00:11

 

აფხაზეთში ისევ დაიკავეს პრეზიდენტის სასახლე. ხელისუფლება ისევ იცვლება, თუმცა, ქვეყნის პრობლემები არ წყდება.

 

თვეების მანძილზე ოპოზიციის ათასობით მომხრე ითხოვს პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომას 2019 წლის სექტემბერში ჩატარებულ არჩევნებში მასობრივი გაყალბების გამო. სტიქიური მიტინგები გადაიზარდა მასშტაბურ არეულობაში - მეამბოხეები შევარდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში და დაიკავეს პარლამენტი.

 

უკმაყოფილების ტალღის პროვოცირება მოახდინა აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს საკასაციო ინსტანციის გადაწყვეტილებამ, რომელმაც აღიარა საპრეზიდენტო არჩევნების კანონიერება. თანაც, ამ პროცესში მონაწილეობდა რამდენიმე მოსამართლე, რომელსაც გაუვიდა ვადა.

 

არეულობის პირველივე საათებიდან მეამბოხეებს დაუჭირა მხარი პარლამენტმა, რომელმაც მოუწოდა პრეზიდენტს გადადგომისკენ. სოხუმში ჩამოვიდა რამდენიმე მსხვილი რუსი ჩინოვნიკი, მათ შორის აფხაზეთის კურატორი კრემლში, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი.

 

საბოლოოდ, რაულ ხაჯიმბა გადადგა და აფხაზეთში დაიწყო მზადება ახალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

 

ცნობილი აფხაზი პოლიტოლოგის და ჟურნალისტის ინალ ჰაშიგის თქმით, ხაჯიმბას მარცხის მთავარი მიზეზი იყო მისი დაბალი რეიტინგი და ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნულოვანი ნდობა.

 

„არჩევნებში ხალხმა მისცა ხმა ოპოზიციას, რომელიც ასევე არაა დიდად პოპულარული, თუმცა, აღიქმება ქვეყნის მოსახლების მიერ როგორც ნაკლები ბოროტება. ყველა უკმაყოფილოა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, ხოლო ბოლო წვეთი გახდა პრეზიდენტის დაცვის წევრის მონაწილეობა სამი ადამიანის მკვლელობაში 24 ნოემბერს სოხუმის სანაპიროზე“ - მიიჩნევს ექსპერტი.

 

დღევანდელი სიტუაცია აფხაზეთში ძალიან ჰგავს 2014 წელს ხელისუფლების შეცვლის პროცესს, იმ განსხვავებით, რომ მაშინ ხაჯიმბა იყო ოპოზიციაში, დღე კი  - ხელისუფლებაში. მანამდე ხაჯიმბამ სამჯერ სცადა საპრეზიდენტო არჩევნების მოგება, თუმცა, სამივეჯერ - წარუმატებლად.

 

2004 წელს მან წააგო არჩევნები უფრო პოპულარულ სერგეი ბაგაფშთან, იმის მიუხედავად, რომ მას ღიად უჭერდა მხარს მოსკოვი - არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხაჯიმბას შეხვდა თავად ვლადიმერ პუტინი.

 

ბაგაფში წარმოადგენდა ბიზნეს-საზოგადოებას, რომელიც ისწრაფოდა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისკენ. არჩევნების შემდეგ იყო მცირე შეხლა-შემოხლა, საბოლოოდ კი, მხარეები შეთანხმდნენ  - ხაჯიმბას ერგო ვიცე-პრეზიდენტის პოსტი.


 

2008 წელს ყველაფერი მოხვდა ხმაურის გარეშე  - ბაგაფშმა პრობლემების გარეშე მოიგო შემდეგი არჩევნები  - ალბათ ამაში თავისი როლი ითამაშა საქართველოს საბოლოო დამარცხებამ და რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარებამ  - არავის ეცალა პოლიტიკური გარჩევებისთვის.

 

თუმცა, 2011 წელს ალექსამდრე ანქვაბთან დამარცხება ხაჯიმბამ, ვერ გადაიტანა - 2014 წელს მისმა მომხრეებმა მოითხოვეს პრეზიდენტის გადადგომა, და დაიკავეს მისი ადმინისტრაციის შენობა.

 

1 თვის მანძილზე მისმა მომხრეებმა მიაღწიეს პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომას, დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლებიც ჩატარდა  25 აგვისტოს - არჩევნებში გაიმარჯვა ხაჯიმბამ.

 

2014 წლის მოვლენების წინ, იმდროინდელი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ვიტალი გაბნიამ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი უკმაყოფილების მიზეზი გახდა აფხაზეთში შექმნილი სავალალო მდგომარეობა.

 

„ქვეყანა მიცურავს თვითდინებით, და ეყრდნობა მხოლოდ დოტაციებს რუსეთიდან. ვერ იქნება სუვერენული ის ქვეყანა, რომლის ბიუჯეტიც 2\3-ით ივსება სხვა სახელმწიფოს მიერ. ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც არჩეულ იქნა დიდი ნდობის პირობებში, გადაიქცა მეფედ“ - თქვა მაშინ მან.

 

დღეს ინფანტილიზმს, რუსეთის კმაყოფაზე არსებობას და არაკომპეტენტურობას აბრალებენ უკვე თავად ხაჯიმბას.

 

პრეტენზიები ნებისმიერი აფხაზური ხელისუფლებისადმი არ იცვლება, რადგანაც, არ იცვლება ვითარება ქვეყანაში. აფხაზეთი დღემდე ცოცხლობს რუსული დოტაციების წყალობით - 2019 წელს დასრულდა საინვესტიციო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც არაღიარებულმა რესპუბლიკამ მიიღო თითქმის 6 მლრდ. რუბლი ინფრასტრუქტურის აღდგენაზე.

 

გზები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები - ეს ობიექტები მუდმივად ფიგურირებენ რუსულ საინვესტიციო პროგრამებში, რომელთა დაფინანსებაზე მოსკოვმა 10 წლის მანძილზე გამოჰყო 40 მლრდ. რუბლი, თუმცა, ქვეყანას ისევ აკლია სოციალური ინფრასტრუქტურა, გზები კი შეუკეთებელია დედაქალაქშიც კი.

 

2010 წელს რუსეთში პირველად აღმოაჩინეს, რომ აფხაზეთში დაფინანსების ათვისებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია - სოხუმში სადღაც უკვალოდ გაქრა თითქმის 350 მლნ. რუბლი.

 

რუსეთის ფედერაციის აუდიტის პალატამ აღნიშნა, რომ ამის მიზეზი გახდა სახსრების დაგვიანებული გადარიცხვა, არაეფექტური ხარჯები, სამუშაოების შესრულებაზე შესაბამისი კონტროლის არარსებობა.

 

მას შემდეგ მრავალმილიონიანი დარღვევები გამოვლინდება რეგულარულად.

 

2010 წელს აფხაზეთში შეიქმნა თავისი აუდიტის პალატა, თუმცა, ამან ვერ შეცვალა სიტუაცია - 2010-2014 აუდიტორებმა აღმოაჩინეს 1 მლრდ. რუბლზე მეტი თანხების გაფლანგვის ფაქტები. თანაც, უზარმაზარ თანხების იპარავდნენ ყველა დონეზე  - ფული ქრებოდა ისეთ პროექტებში, როგორც სტადიონების, სკოლების, საბავშვო ბაღების, გზების, ხიდების, და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა.

 

2015 წელს აფხაზეთის ვიცე-პრემიერმა დმიტრი სერიკოვმა შეაფასა დანაკარგები 1,6 მლრდ. რუბლად, და ეს - მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც შესაძლებელი იყო დამტკიცება.

 

თუმცა, ამას არ მოჰყოლია დიდი შედეგები - გენერალური პროკურატურა უარს ამბობდა გამოვლენილ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეების აღძრაზე, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ვერ პოულობდა ამისთვის საკმარის ფორმალურ მიზეზებს -  მოპარული ფული ფორმდებოდა ისე, რომ დოკუმენტაცია არ იყო საკმარისი გამოძიების დასაწყებად, თანაც აფხაზეთის კანონმდებლობა საერთოდ არ არეგულირებს სხვადასხვა საკითხებს - ეს კი იძლევა ფულის მასშტაბური ფლანგვის საშუალებას კანონის ფორმალური დარღვევის გარეშე.

 

2020-2022 წლებში აფხაზეთის ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება კიდევ 4,5 მლრდ. რუბლი. გამოყოფილი სახსრების დაპატრონებისთვის იბრძვის რამდენიმე მსხვილი პოლიტიკურ-კრიმინალური კლანი, რის გამოც არაა გასაკვირი, რომ სიტუაცია ქვეყანაში არ იცვლება.

 

შეიძლება, ახალმა ხელისუფლება, მოახერხოს კრიმინალთან გამკლავება, თუმცა, ეკონომიკის ამუშავებას დასჭირდება სულ სხვა მიდგომები. რადიკალური ცვლილებების გარეშე არა აქვს მნიშვნელობა ვინ მოიგებს შემდგომ  არჩევნებს  - ადრე თუ გვიან ის მიიღებს ახალ აფეთქებას, და ისტორია ისევ გამეორდება.

 

Lenta.ru


თეგები:
ხაჯიმბა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up