სოხუმში ოპოზიციის მიერ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრის გამო ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა დაიწყო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ოპოზიციამ კი ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბასთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა.
სოხუმში, ოპოზიციის მომხრეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ. აქცია დრამის თეატრის შენობის წინ დაიწყო და მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გაგრძელდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად ჩატარდა. მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 47.38% მიიღო, ალხას კვიცინიამ კი 46.19%.
imedinews