სოხუმის სანაპიროზე ასწლოვანი პალმების გაჩეხვაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განცხადებას ავრცელებს

სოხუმის სანაპიროზე ასწლოვანი პალმების გაჩეხვაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განცხადებას ავრცელებს

access_time2018-10-19 21:35:17

სოხუმში პალმების გაჩეხვა არ არის გამოსავალი, მათი გადარჩენა შესაძლებელია სათანადო ღონისძიებების გატარებით, – ამის შესახებ სოხუმის სანაპიროზე პალმების გაჩეხვასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

ვახტანგ ყოლბაია პრობლემის აღმოსაფხვრელად მზადყოფნას კიდევ ერთხელ ადასტურებს და აცხადებს, რომ  სოხუმი ჰუმანიტარულ საკითხებზე კონსტრუქციული ნაბიჯების გადასადგმელად კვლავ არ აღმოჩნდა მზად.

 

„სოხუმში, სანაპირო ზოლის გასწვრივ დაიწყო აფხაზეთის სიმბოლოდ ქცეული ასწლოვანი პალმების გაჩეხვა. როგორც ცნობილი გახდა, პალმების გაჩეხვა გამოწვეულია მავნებელი მწერის გავრცელებით, რომელმაც ზღვისპირა ქალაქში დააზიანა პალმები და საფრთხე შეუქმნა სხვა კულტურებსაც. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ჩვენთან შეთანხმებით, დაავადების გავრცელების წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების გატარების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვეს. სამწუხაროდ, გაუგებარი, სუბიექტური მიზეზების გამო, როგორც ჩანს სოხუმი კვლავ არ აღმოჩნდა მზად ჰუმანიტარულ საკითხებზე კონსტრუქციული ნაბიჯების გადასადგმელად. პალმების გაჩეხვა არ არის გამოსავალი, მათი გადარჩენა შესაძლებელია სათანადო ღონისძიებების გატარებით.


 

ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ აფხაზეთის იქ არსებულ დღევანდელ ხელისუფლებას, ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად სოხუმში დაუშვან საერთაშორისო სპეციალისტები. ჩვენი პასუხისმგებლობაა, მომავალ თაობას შევუნარჩუნოთ ის გარემო, რომელიც უზრუნველყოფს მათ მშვიდობიან ცხოვრებას ეკოლოგიურად ჯანსაღ, ბუნებრივ გარემოში. კიდევ ერთხელ ვადასტურებ მზაობას ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ეს არის ჰუმანიტარული საკითხი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან“, – აღნიშნულია ვახტანგ ყოლბაიას განცხადებაში.

წყარო: 1TV



თეგები:
სოხუმი



"ყაზტრანსგაზი" და კალაძის ინტერესები - კომპანიის წამყვან თანამდებობებს თბილისის მერის პროტეჟეები იკავებენ

access_time2019-01-20 21:29:31
დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი? დედაქალაქის მერია პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს კანონში არსებული რეგულაციებისკენ იშვერს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში ადამიანების ცხოვრება დაშვებულია. დიდი დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევისგან ქალაქის მერის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას პოლიტიკური ოპონენტები უზნეობად აფასებენ. კახა კალაძე...

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების ნაკლებად ცნობილი შემქნელები
access_time2019-01-20 20:00:48
მსოფლიო ბრენდების მფლობელების და დამაარსებლების...

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“

ფარული ჩანაწერი, რომელმაც კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა „ოლიგარქი“
access_time2019-01-19 21:30:38
ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება. წყარო კურიერს უყვება, რომ...

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ

10 წლის ჩელენჯი - 10 ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ
access_time2019-01-20 12:00:01
გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი გარდაქმნები გაიარა, ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა რამდენიმე ფაქტი საქართველოს ეკონომიკის შესახებ 2008 წლისა და 2018 წლის...

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“

ზურაბ გურული - „ ისტერიკა იმაზე, რომ დიღომში მომხდარ ტრაგედიას კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან, არის უშედეგო ფარსი“
access_time2019-01-19 20:00:36
ზურაბ გურული — აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი — დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად...


მსგავსი სიახლეები

up