სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

access_time2020-01-25 11:00:19

სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.

 

გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების მართვა-გადამუშავების ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითაც აქვს ნაკისრი, თუმცა ჯერჯერობით ნარჩენების განცალკევებულ ურნებში შეგროვებაც ჭირს.

 

გადაცემის თანაწამყვანმა, სოსო გალუმაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სახელმწიფო როგორც ჩანს, ჯერ მზად არ არის, რომ ამოქმედდეს კანონი მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომელიც მწარმოებელ კომპანიებს საკუთარი პროდუქციის წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას დაავალებს.

 


„მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებით არის ორი პრობლემა; ერთი ის, თუ რამდენად მზად არის სახელმწიფო. დავუშვათ, შევაგროვე ნარჩენები და გადავეცი, მაგრამ ვინ გადაამუშავებს? ანუ აქ მთავარი თემა ის არის, რომ ვთქვათ კერძო სექტორი აჰყვა კანონმდებლობას, მაგრამ მეორეს მხრივ ხვდება,რომ სახელმწიფო მზად არ არის. საიდან შეიძლება ეს დავასკვნათ? პირველი ის, რომ კანონმდებლობა არსებობს, მაგრამ ძალაში შესვლას ძალიან დიდი ხანია, ველოდებით. მეორე – მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ძალიან ბევრი კონსულტაცია გაიმართა, კიდევ არ ვიცით რა მოდელით წავალთ – გერმანულით თუ თურქულით. და მესამე – მოდი ვნახოთ, რა ხდება ნაგავსაყრელებზე. ფაქტობრივად, ის რაც დაგეგმილი იყო, რომ გამართული ევროპული რეგიონული დონის სუფთა ნაგავსაყრელები უნდა გვქონოდა, არ არის“, – განაცხადა სოსო გალუმაშვილმა.

 

ნარჩენების მართვის ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი გულიაშვილმა აღნიშნა, რომ ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოები ნედლეულის ნაკლებობას განიცდიან და ფაქტობრივად ნახევარი დატვირთვით მუშაობენ, რადგან ნარჩენების განცალკევებული ე.წ. სეპარირებული მეთოდით შეგროვების წესი [როდესაც სხვადასხვა ტიპის ნარჩენი, მაგალითად პლასტმასის და მინის ბოთლი, ან ელემენტი სხვადასხვა ურნაში თავსდება] საქართველოში ჯერ კიდევ არ არის სრულფასოვნად დანერგილი. გულიაშვილის მოსაზრებით, როდესაც ამოქმედდება კანონი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების შესახებ, ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოებს საკმარისი ნედლეულიც გაუჩნდებათ.

 

„ჩვენს წევრებს დღეს ნედლეულის პრობლემა აქვთ. მათ რა წარმადობაც აქვთ და რა დატვირთვითაც შეუძლიათ მუშაობა, ამის 50 პროცენტსაც ვერ აღწევენ, რადგან ნედლეულის მოპოვება უჭირთ. ეს განპირობებულია იმით, რომ არ არის სეპარირებული შეგროვება. მათი მომწოდებლები ამ ეტაპზე ძირითადად კერძო ბიზნესები არიან, რომლებსაც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აქვთ და ეს სეპარირებული შეგროვება უკვე დანერგეს. როდესაც ეს [ნედლეულის მიწოდება] გაიზრდება, რა თქმა უნდა, გარკვეულ სექტორებში წარმადობის გაზრდა გახდება საჭირო. მაგალითად, ქაღალდის გადამუშავების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს და შეიძლება ითქვას, რომ შეგროვებული ქაღალდის 80 პროცენტი შეიძლება გადამუშავდეს. დღეს გადამუშავებისთვის საჭირო ნარჩენების 40-50 პროცენტსაც ძლივს აგროვებენ. თუმცა გარკვეული მიმართულებებით ამ კომპანიებსაც სჭირდებათ გაზრდა. მაგალითად, მინის გადამუშავების დიდი რესურსი გვაქვს. არსებობს ქსანში დიდი მინის ქარხანა, რომელსაც სრულად შეუძლია გადაამუშაოს, რაც კი საქართველოში მინაა. პლასტმასის მიმართულებით არის პრობლემები. თუმცა ახლაც მიმდინარეობს ინვესტირება, ერთი კომპანია აშენებს ქარხანას, რომელიც თვეში 1000 ტონა პლასტმასის ბოთლს გადაამუშავებს, რაც საკმაოდ დიდი მოცულობაა“, – განუცხადა გიორგი გულიაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.



1tv




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up