„აჭარა ტექსტილის“ დირექტორი - პრემიერმა რამდენჯერმე აღნიშნა და სავსებით ვეთანხმებით, რომ „ლოკდაუნი არ განიხილება

„აჭარა ტექსტილის“ დირექტორი - პრემიერმა რამდენჯერმე აღნიშნა და სავსებით ვეთანხმებით, რომ „ლოკდაუნი არ განიხილება

access_time2020-10-20 23:53:57

პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე აღნიშნა და ჩვენ სავსებით ვეთანხმებით, რომ „ლოკდაუნი“ აღარ განხორციელდება, რადგან ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გადაიტანს, - ამის შესახებ „აჭარა ტექსტილის“ დირექტორმა გია ლომინაძემ, პრემიერ-მინისტრისა და მსხვილი დამსაქმებლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მანვე აღნიშნა, რომ როდესაც საქართველოში პირველი „ლოკდაუნი მოხდა, მთელს მსოფლიოში იგივე პროცესი მიმდინარეობდა და თვალში მოსახვედრი არ იყო, მაგრამ ახლა რომ მოხდეს, საკმაოდ რთული იქნება.

„პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე აღნიშნა და ჩვენ სავსებით ვეთანხმებით იმაში, რომ „ლოკდაუნი აღარ განხორციელდება, იმიტომ რომ ჩვენი ეკონომიკა ამას ვეღარ გადაიტანს. ეს, ალბათ, ძალიან მტკივნეული იქნება კონკრეტულად ჩვენი საწარმოსთვისაც, იმიტომ რომ როდესაც საქართველოში პირველი „ლოკდაუნი მოხდა, მთელს მსოფლიოში იგივე პროცესი მიმდინარეობდა და თვალში მოსახვედრი საქართველოს სიტუაცია არ იყო, მაგრამ ახლა რომ მოხდეს, საკმაოდ რთული იქნება. ასევე, ყურადსაღები ფაქტია ის, რომ პირველ ეტაპს, საქართველომ თავი ძალიან კარგად გაართვა და მსოფლიოს ბრენდებისგან დიდი ნდობა მიიღო. ხაზს ვუსვამ, რომ კონკრეტულად ჩვენს შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი შეკვეთები წამოვიდა ნაცვლად იმ ქვეყნებისა, როგორიც არის შუა აზიის ქვეყნები, იორდანია და ეგვიპტე. მათი შეკვეთები, ფაქტობრივად, საქართველოში წამოვიდა, რაც საფუძველი გახდა იმის, რომ უკვე მე-4 საწარმოს მშენებლობა დავიწყეთ ქალაქ რუსთავში. თუ „ლოკდაუნი“ მოხდება, ჩვენ არ ვსაუბრობთ ფინანსურ ზარალზე, ჩვენთვის მთავარია, რომ ის დიდი ნდობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს კომპანიას აქვს, ამ შემთხვევაში, ისეთი დამკვეთებისგან, როგორიც არის „ნაიკი და „ადიდასი, შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ იმ ტენდენციით, როგორიც არის დაგეგმილი„, - განაცხადა „აჭარა ტექსტილის„ დირექტორმა.

ლომინაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი ძალიან ბევრ შეღავათზე იყო, მათ შორის საშემოსავლო გადასახადზე.

„საშემოსავლო გადასახადი ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ჩვენთან დასაქმებულებს, ძირითადად, აქვთ 1500 ლარამდე ხელფასი და შესაბამისად, ეს ძალიან დიდ პოზიტიურ ეფექტს მოახდენს. ასევეა, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც დღეს გამახვილდა ყურადღება, ესაა პრივატიზების საკითხი. თუ ჩვენ გვსურს, რომ უცხოური ინვესტიციები მოვიზიდოთ, პრივატიზების საკითხის უფრო გამარტივება და რეგულაციების გამარტივება, შესაბამისად, უფრო მომხიბვლელი იქნება სხვადასხვა კომპანიებისთვის, ვინც საქართველოს მიზნობრივ ბაზრად განიხილავს.


პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზაობა, რომ ნებისმიერი პროექტი, თუნდაც ძალიან მცირე პროექტი სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი იქნება. თუ რამე შეფერხებები არსებობდა ამ მხრივ, გარკვეული ჯგუფები იმუშავებენ იმისთვის, რომ ეს შეფერხებები არ არსებობდეს და ძალიან მარტივად შევძლოთ ნებისმიერი პროექტის განხორციელდება. აქ არის საუბარი გამარტივებაზე, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის. საქართველოში არსებულმა ბიზნესებმა ვიცით, თუ რა ხდება, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არსებული რეგულაციები მომხიბვლელი რომ იყოს უცხოელებისთვის და პოტენციური ინვესტორებისთვის, შესაბამისად, მისი გამარტივება უფრო უკეთესი იქნება. ფოთის საწარმო, ალბათ ყველამ იცით, რომ დაფიქსირდა გარკვეული ინფიცირების შემთხვევები, დროებით შეჩერდა. ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან, თუ როგორ მოხდება შემდეგ განახლება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ახლო პერიოდში შევძლებთ განახლებას და 1200 თანამშრომელი დაუბრუნდება თავის სამუშაო ადგილს. პრემიერ-მინისტრმა გვითხრა, რომ მაქსიმალურად ვიფიქროთ ახალ ხელშეკრულებებსა და კონტრაქტებზე, ახალ პროექტებზე, რაც საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ლომინაძემ.


IPN.GE 



თეგები:
„ლოკდაუნი“



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-02 21:00:39
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე 2021 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა მოგებით დაიწყო, რომლის მოცულობა 113.36 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა წინა წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია საპროცენტო შემოსავლები და...

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება
access_time2021-03-02 17:20:09
მერაბ ჟორდანია ტიტულოვანი ავსტრიული კლუბის - ვენის "აუსტრიას" პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ ადგილობრივი საიტები იტყობინებიან. საინტერესოა წერილი, რომელიც wien.orf.at-მა გამოაქვეყნა: მწვანე შუქი პარტნიორობისთვის "ვენის "აუსტრიას" ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით სიტუაციას წესით მალე უნდა მოეფინოს ნათელი. ახალი პარტნიორი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, მაგრამ კლუბში ამბობენ, რომ მოლაპარაკება პოზიტიური შედეგით...

Bloomberg: პანდემიის დროს სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემად იქცა

Bloomberg: პანდემიის დროს სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემად იქცა
access_time2021-03-02 20:00:43
ბოლო თვეებში სასურსათო პროდუქტების ფასმა მაქსიმუმს მიაღწია და ექსპერტების აზრით, ვითარება ძვირი სურსათის ახალი „სუპერციკლისკენ“ მიდის. ეს მასობრივი უმუშევრობის და შემოსავლების კატასტროფული ვარდნის ფონზე ხდება. მომხმარებლებზე ზეგაგვლენას ზრდადი ინფლაციაც ახდენს. Bloomberg-მა გაანალიზა მდგომარეობა 5 ქვეყანაში, სადაც ფასების ზრდამ და ინფლაციამ განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს მიაღწია. ბრაზილია ეს არის ლათინური...

Foreign policy: უკრაინა რეფორმებზე უარს ამბობს

Foreign policy: უკრაინა რეფორმებზე უარს ამბობს
access_time2021-03-02 19:00:23
უკრაინაში საგარეო ვალი მუდმივად იზრდება, მაგრამ მთავრობა პრეზიდენტ ზელენსკის მეთაურობით ამ პრობლემას მხოლოდ აღრმავებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხელისუფლებისგან ფინანსური დახმარების სანაცვლოდ რეფორმების ჩატარებას მოითხოვს, თუმცა, კიევი ამ მოთხოვნის იგნორირებას ახდენს და ამავე დროს ვალებს სულ უფრო აგროვებს. ეს საშიში სტრატეგიაა ქვეყნისთვის, რომელსაც ჰაერივით სჭირდება კარგი ურთიერთობები დასავლეთთან და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან. თანაც იმ დროს, როდესაც...

სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს

სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს
access_time2021-03-02 12:00:35
გასართობი პორტალი SILKGAMES.GE მხოლოდ სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტებისთვის შეიქმნა და ყველა ჟანრის 500-ზე მეტი თამაში გააერთიანა. პორტალით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც სმარტფონისთვის, ისე პერსონალური კომპიუტერული მოწყობილობისთვის. Silk Games სერვისის 30 დღიანი სარგებლობის საფასური 5 ლარია. მობილური ნომრით რეგისტრირებული მომხმარებელი ავსებს ანგარიშს და სარგებლობს სერვისით შეუზღუდავად 24/7. იმ შემთხვევაში, თუ 31-ე დღეს...


მსგავსი სიახლეები

up