სოსო ფხაკაძე - „ვისოლი“  საქართველოს ბაზარზე მოქმედ ოპერატორთან გაერთიანებას გეგმავს

სოსო ფხაკაძე - „ვისოლი“ საქართველოს ბაზარზე მოქმედ ოპერატორთან გაერთიანებას გეგმავს

access_time2019-05-08 18:20:10

„ვისოლ ჯგუფი“ საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს ბაზარზე მოქმედ ოპერატორთან გაერთიანებას გეგმავს, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა.


მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული „როსნეფტი“ „ვისოლ ჯგუფის“ ყიდვას აპირებს. „ვისოლ ჯგუფმა“ ოფიციალურად გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც მოცემულ მომენტში „ვისოლ ჯგუფი“ არ იყიდება, თუმცა მენეჯმენტი სამომავლოდ გამსხვილებას არ გამორიცხავს.


გადაცემის წამყვანმა ფხაკაძეს გამსხვილების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება სთხოვა. სოსო ფხაკაძემ განმარტა, რომ თეორიულად კომპანია მართლაც გეგმავს ბიზნესის გამსხვილებას და საქართველოს ბაზარზე მოქმედ რომელიმე ოპერატორთან გაერთიანებას.



„არ ვადასტურებთ, რომ ეს კომპანია იყიდება. ზოგადად, ჩვენი ხედვა საშუალოვადიან პერსპექტივაში არის შემდეგი: ნავთობპროდუქტების საცალო ვაჭრობის სეგმენტში გვინდა ბიზნესის გამსხვილება და თეორიულად ვაპირებთ საქართველოში მოქმედ მცირე თუ მსხვილ სუბიექტთან გაერთიანებას. როცა ეს მოხდება, ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც საზოგადოებას საქმის კურსში ჩააყენებს. ზოგადად, გამსხვილება და ბიზნესების გაერთიანება ნებისმეირ ნორმალურ ქვეყანაში არის ბიზნესის განვითარების ჩვეულებრივი პრაქტიკა და არა მგონია, ჩვენ ვიყოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ვინმეს ეს არ ესმოდეს და ეს საკითხი დამტებით ახსნა-განმარტებას საჭიროებდეს“, – განმარტა სოსო ფხაკაძემ.


1ტვ





„ბადაგონმა“ ხელის სადენზიფექციო ხსნარის წარმოება დაიწყო

„ბადაგონმა“ ხელის სადენზიფექციო ხსნარის წარმოება დაიწყო
access_time2020-03-31 17:00:09
„ბადაგონი საქართველოსთვის“- ამ სლოგანით ღვინის კომპანიამ ყურძნისეული წარმოშობის სპირტზე დაფუძნებული 80-%- იან სადენზიფეციო ხსნარის დამზადება დაიწყო. კომპანია სპეციალურ ხსნარებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უსასყიდლოდ გადასცემს ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკლესიას, კახეთის მუნიციპალიტეტის მერიებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის. „ბადაგონში“ განმარტავენ, რომ ეს პროდუქტი სრულად...

„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“

„არც ერთი კილოგრამი იმპორტირებული ნიორი, ვაშლი,კარტოფილი...დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“
access_time2020-03-31 16:00:30
„ჯორჯიან ეარვესის“  ყოფილი გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი  სოციალურ ქსელ facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „მოდი, ცოტა ხნით მოვწყდეთ ამ კორონას თემას და მომავლისკენ გავიხედოთ... მერწმუნეთ, რომ ჩვენ თუ ახლავე არ დავიწყეთ ფიქრი ეკონომიკაზე, ჩვენთვის სულ რამოდენიმე თვეში ეკონომიკური კრიზისი გაცილებით დიიდ ზიანს და ზარალს მოგვიტანს ვიდრე კოვიდი. რამოდენიმე მოსაზრება-წინადადება მექნებოდა და გთხოვთ რომ სახლში ყოფნისას თქვენც მომაწოდოთ...

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას
access_time2020-03-31 12:30:09
ვითიბი ბანკი განაგრძობს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს KIA -ს მარკის ავტომობილებს გადასცემს. „აღნიშნულ ვითარებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიასთან ბრძოლაში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საველე სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საჭიროებს დამატებით ავტომობილებს, სწორედ ამიტომ,...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს
access_time2020-03-31 13:30:46
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2971-ით დაიწყო, 13:30 საათისთვის 1 დოლარი 3.2875-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2500 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3600...

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება
access_time2020-03-31 10:49:39
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის,...


მსგავსი სიახლეები

up