სოსო ფხაკაძე - შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი საფრთხის შემცველია

სოსო ფხაკაძე - შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი საფრთხის შემცველია

access_time2019-11-12 17:30:39

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესი, ასევე ამ ცვლილებებთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემატური საკითხები, მათ შორის: ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების საფუძვლების შეზღუდვა; სტაჟირების დაქვემდებარება შრომის კოდექსით განსაზღვრული სტანდარტებისადმი; ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ლიმიტირება; მინიმალური ხელფასის შემოღება; ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ანაზღაურების წესში ცვლილებები; შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვება და სხვა.


საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს, რომლებიც ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორიდან, თავიანთი დარგის ლიდერებს წარმოადგენენ, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვან ნაწილს აგენერირებენ და ორასი ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებენ, კიდევ ერთხელ მიეცემათ საშუალება, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით იმსჯელონ მოსალოდნელი ცვლილებების ავკარგიანობაზე და შედეგებზე, როგორც დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისათვის, ასევე საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლებისათვის.



საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, „ამ ეტაპზე შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი საფრთხის შემცველია, ვინაიდან არღვევს ბალანსს და გაუმართლებლად ერევა ბიზნესის საქმიანობაში, რამაც შესაძლოა საგრძნობლად დააზიანოს დღეს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო. შეიძლება ამ ცვლილებებმა გამოიწვიოს უმუშევრობის ზრდა, ხელფასების შემცირება და კონკრეტული ინდუსტრიების საერთოდ გაჩერება, შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი, რამაც ბუნებრივია, ქვეყნის განვითარება შეიძლება შეაფერხოს“.


საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, „ასოციაცია აქტიურადაა ჩართული საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორებთან სამუშაო პროცესში, ბიზნესის თვალით დანახული ყველა რისკი და ყველა არგუმენტი პროექტის ავტორებისათვის კარგადაა ცნობილი და იმედია, რომ ცვლილებების პროექტის პარლამენტში ინიცირებამდე ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება“.


როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, ახლო მომავალში ასევე იგეგმება შეხვედრების გამართვა ეკონომიკურ ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ ინსტიტუტებთან.


bpn.ge





ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების მიუხედავად, წყალტუბოში „სანატორიუმი“ მეშახტე 7 მილიონ დოლარად იყიდება

ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების მიუხედავად, წყალტუბოში „სანატორიუმი“ მეშახტე 7 მილიონ დოლარად იყიდება
access_time2019-12-16 16:00:45
წყალტუბოში, სანატორიუმი მეშახტე 7 მილიონ დოლარად იყიდება. ობიექტი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია BDO-ს მიერაა შეფასებული. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, გაერთიანებული ემიგრანტების გვერდზე გავრცელდა. ინფორმაციას თან ერთვის რენდერები, თუ როგორი იქნება სასტუმრო „მეშახტე“ რეაბილიტაციის შემდეგ. ეს იმის მიუხედავად, როცა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული...

ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში  ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
access_time2019-12-16 12:55:42
ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიალს ბანკის მენეჯმენტსა და თანამშრომლებთან ერთად, ბანკის მომხმარებლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ახლადგახსნილი სერვისცენტრი მომხმარებელს ბაზისბანკში არსებულ სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. იგი შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან და გათვლილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული კლიენტებისათვის მაქსიმალურად კომფორტული სერვისის მიწოდებაზე. ასევე, შექმნილია სასიამოვნო სამუშაო გარემო...

რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები

რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები
access_time2019-12-16 14:00:20
მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება წინა წელთან შედარებით, თითქმის 14%-ით გაიზიარდა. კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, 2019 წლის III კვარტალში 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია. ამავე მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ ინვესტორ ქვეყნებში ოფშორული ქვეყნები ლიდერობენ....

ვიზა ალპებისკენ - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს

 ვიზა ალპებისკენ  - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს
access_time2019-12-16 10:45:55
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ტერაბანკმა ვიზა ბარათების მფლობელებისთვის სადღესასწაულო აქცია დაიწყო. აქციის განმავლობაში ბარათით გადახდა კომფორტულთან ერთად, მომგებიანიც იქნება. აქციის პერიოდში ვიზა ბარათით გაკეთებულ ყოველ მე-10, მინიმუმ 10 ლარიან ტრანზაქციაზე ნებისმიერ მომხმარებელს საჩუქრად 10 ლარი დაერიცხება.აქციის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული და იგი განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს: მომხმარებელს, რომელიც აქციის განმავლობაში ყველაზე მეტ მინიმუმ 10-ლარიან გადახდას...

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება
access_time2019-12-16 13:00:45
აშშ-ში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებებს/გამყარებას „კომერსანტთან“ ხსნის. „პირველ რიგში, ეს არის ქართველი ემიგრანტების მიერ ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდა. მაგალითად, ოქტომბერში მათ მიერ გამოგზავნილი თანხების რაოდენობა 153 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა, ხოლო, ნოემბერში 151 მილიონს. გადავხედე სტატისტიკას და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი თვის განმავლობაში ამ ოდენობის...


მსგავსი სიახლეები

up