სოსო ფხაკაძე: სამინისტროების მცირე რაოდენობა ბიზნესისთვის გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას  ნიშნავს

სოსო ფხაკაძე: სამინისტროების მცირე რაოდენობა ბიზნესისთვის გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას ნიშნავს

access_time2018-06-18 17:30:09

„ვისოლ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე მიესალმება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა  ბახტაძის მიერ დაანონსებულ რეფორმებს, რომელიც ამ შემთხვევაში სამინისტროების შემცირებაში გამოიხატება. როგორც ფხაკაძე აღნიშნავს, ეს ხელს შეუწყობს ეფექტურობის ზრდას და ხარჯების შემდგომ შემცირებას.


 

მისი განცხადებით, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დადებითი ნაბიჯია ყევლასთვის,. მათ შორის ბიზნსისთვის, რამეთუ ნაკლები სამინისტრო ნიშნავს იმას, რომ უფრო მცირე დროში  მოხდება ბიზნესისთვის გადაწყვეტილებების მიღება, ეს კი ეკონომიკის განვითარებს შეუწყობს ხელს.


 

ფხაკაძის განცხადებით,  კარგი იქნება,თუ ოპტიმიზაცია სსიპ-ებში (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) და აიპ-ებშიც (არასამეწარმეო იურიდიული პირი)  განხორციელდება, რადგან საქართველო პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და მას რაც უფრო მაღალპროფესიული კადრებით დაკომპლექტებული მცირე მასშტაბის მთავრობა ეყოლება, ეს ქვეყნის განვითარებას უფრო წაადგება.

 

 


„ვისოლ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახლებასაც აფასებს და აცხადებს, რომ წლების წინ როდესაც  საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფუძნებოდა, მამუკა ბახტაძე სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი იყო. შესაბამისად, ფხაკაძის განცხადებით,  ის ახლოსაა ბიზნესთან და მის პრობლემებთან.


 

„მას ჩვენ ვიცნობთ ბიზნეს წიაღიდან, ვფიქრობთ, რომ ძალიან ნორმალური და სწორი ურთიერთობა იქნება ბიზნესთან“-აცხადებს ფხაკაძე.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 

 

 






სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს

სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს
access_time2021-03-02 12:00:35
გასართობი პორტალი SILKGAMES.GE მხოლოდ სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტებისთვის შეიქმნა და ყველა ჟანრის 500-ზე მეტი თამაში გააერთიანა. პორტალით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც სმარტფონისთვის, ისე პერსონალური კომპიუტერული მოწყობილობისთვის. Silk Games სერვისის 30 დღიანი სარგებლობის საფასური 5 ლარია. მობილური ნომრით რეგისტრირებული მომხმარებელი ავსებს ანგარიშს და სარგებლობს სერვისით შეუზღუდავად 24/7. იმ შემთხვევაში, თუ 31-ე დღეს...

ასეთი სირთულის „ვრცელი ბუღალტერიის“ დაკისრება ბიზნესისთვის ზედმეტი და კონტრპროდუქტიულია

ასეთი სირთულის „ვრცელი ბუღალტერიის“ დაკისრება ბიზნესისთვის ზედმეტი და კონტრპროდუქტიულია
access_time2021-03-02 13:30:17
კერძო სექტორი დასაქმებულების სამუშაო საათების აღრიცხვასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციას, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, აკრიტიკებს. მას დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერს უწოდებენ, რომელიც ბიზნესს ფუნქციონირებას ურთულებს. ბიზნესასოციაციის იურიდიული დირექტორი, ნიკოლოზ ნანუაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეს რეგულაცია მსგავსი ფორმით ევროკავშირშიც კი არ არის. „ახალი რეგულაცია საკმაოდ ვრცელ ფორმას მოიცავს. დაახლოებით 18...

გაძვირებული ელექტროენერგიის მინუს ნიშნით დათვლის მიუხედავად, ინფლაციამ 3.5%-ს გადააჭარბა

გაძვირებული ელექტროენერგიის მინუს ნიშნით დათვლის მიუხედავად, ინფლაციამ 3.5%-ს გადააჭარბა
access_time2021-03-02 12:00:01
წლიურმა ინფლაციამ თებერვალში 3.6%-ს მიაღწია, თუმცა ისევე როგორც იანვარსა და დეკემბერში მასში გაძვირებული ელექტროენერგია ფასების კლებად აისახა, რამაც განაკვეთი 1.85 პროცენტით შეამცირა, მის გარეშე ინფლაცია 5.4%-ს გადააჭარბებდა.  Commersant საქსტატის ორიგინალურ მეთოდოლოგიაზე ადრეც წერდა. იანვრიდან...

6 ადამიანი მაგიდასთან და დიდ რესტორნებში ადამიანთა ზედა ზღვარი - კვების ობიექტებს რეგულაციები გაუმკაცრდათ

6 ადამიანი მაგიდასთან და დიდ რესტორნებში ადამიანთა ზედა ზღვარი - კვების ობიექტებს რეგულაციები გაუმკაცრდათ
access_time2021-03-02 12:30:21
ბათუმში რესტონებმა როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეები უკვე გაიხსნა, საქართველოს სხვა ქალაქებში კი კვების ობიექტები სივრცეების სრულად ამუშავებას 8 მარტიდან შეძლებენ. შრომის ინსპექციამ რესტორნების ოპერირებისთვის განახლებული რეკომენდაციები უკვე გამოაქვეყნა, სადაც ღია და დახურული სივრცეების მოქმედებისთვის საჭირო წესებია გაწერილი: • კვების ობიექტებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით უნდა მოახდინონ.• ადგილზე მიტანის...

იურიდიულ პირები პროკრედიტ ბანკში დისტანციურად გახსნიან ანგარიშებს

იურიდიულ პირები პროკრედიტ ბანკში დისტანციურად გახსნიან ანგარიშებს
access_time2021-03-02 09:55:07
...


მსგავსი სიახლეები

up