სოსო ფხაკაძე - „ოქროს სიასთან“ დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების არგუმენტები მოვისმინეთ, ამ ეტაპზე, ეს თემა დაიხურა

სოსო ფხაკაძე - „ოქროს სიასთან“ დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების არგუმენტები მოვისმინეთ, ამ ეტაპზე, ეს თემა დაიხურა

access_time2019-07-08 21:00:19

სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი ბევრი კომპანიაა ჩართული და ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ჩვენი წევრების სამართლიანი ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთის მიერ დაწესებული აკრძალვები საქართველოს ეკონომიკას დარტყმას მიაყენებს.

 

„ზოგადად, ეკონომიკა დარტყმას მიიღებს რუსული ემბარგოს გამო, ამას ყველა ვხედავთ. გვინდა, მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ნეგატიური ეფექტი, რომელიც მოჰყვება ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს. ყოველთვიურად უნდა დავაკვირდეთ, რა მდგომარეობაში ვიქნებით. დარწმუნებული ვარ, თუ არატრადიციული ნაბიჯების გადადგმაც მოუწევს ფისკალური კუთხით სახელმწიფოს, უნდა გადაიდგას, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც იქნება გამართლებული იმ რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც შეიქმნება“, – განაცხადა ფხაკაძემ.

 

მისი თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ მოლოდინია.

 


„ამ ეტაპზე, რამე კონკრეტული ნეგატიური, ფართომასშტაბიანი არ ხდება. ამიტომ როგორც ბიზნესი, ისე ხელისუფლება უნდა დააკვირდეს პროცესებს, უნდა იყოს ადეკვატური და მეტნაკლებად მყისიერი. ძალიან კარგი გეგმა გაგვაცნო ეკონომიკის მინისტრმა.  ჩვენი ბაზრების დივერსიფიცირებაზე იყო საუბარი, მაგრამ ეს ერთ და ორ დღეში არ ხდება. ეს პროცესი აქამდეც მიმდინარეობდა და ახლა მეტი ინტენსივობით გაგრძელდება“, – აღნიშნა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, მოსალოდნელი ნეგატიური შედეგი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.

 

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ნეგატიური შედეგი, რომელიც შეიძლება, სანქციებს მოჰყვეს, მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესისთვის“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

 

აღნიშნული კომენტარი მედიასთან სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. მასში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ივანე მაჭავარიანი და ნათია თურნავაც მონაწილეობენ.

 

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დღეიდან ოფიციალურად შეწყდა.  ფრენების დროებით შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა. პუტინმა რუსეთის მთავრობას ასევე დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დაებრუნებინათ. ამასთან, დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.






„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“
access_time2019-11-14 23:02:59
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან...

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე
access_time2019-11-14 21:35:43
...

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს
access_time2019-11-14 21:45:32
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციაზე გამოსვლისას ბიზნსმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ „დღეიდან ყველამ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ არსებული მდგომარეობიდან“. მინდა მოვუწოდო ჩემ ძმებს, ჩემ მეგობრებს, ბიზნესმენებს. ძმებო ასეთი ტყუილების ქვეყანა არ გამოვა, ვერც ბიზნესი გაიხარებს, ვერაფერი ვერ გაიხარებს . მე ვიცი რა მდგომარეობაში გვიწევდა შრომა და მუშაობა 30 წლის განმავლობაში. ყველა...

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...


მსგავსი სიახლეები

up